რეგიონი
კიევის თავზე რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს
დღეს კიევის თავზე რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვადიმ დენისენკო აცხადებს.

„ახლა რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს დედაქალაქის თავზე. სიტუაციას ახლა ვარკვევთ“, - განაცხადა დენისენკომ.

კიევში კრიმინოგენურ ვითარებაზე საუბრისას დენისენკომ აღნიშნა, რომ კიევში კრიმინოგენური ვითარება „ზოგადად საკმაოდ დაბალ დონეზეა“.

მისი თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულები „იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ომამდე იყო“.
| Print |