რეგიონი
ჩვენი გემი მზად არის დაჭრილი პირების თურქეთში ჩასაყვანად - თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი
თურქეთი კიევს მარიუპოლში "აზოვსტალის" ერთ-ერთ ფოლადის ჩამომსხმელი საამქროს თავშესაფარში მყოფი დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ზღვით ევაკუაციას სთავაზობს.

"ევროპეისკა პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა და საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში მთავარმა მრჩეველმა, იბრაგიმ კალინმა, განაცხადა სააგენტო "Reuters"-ს. ეს წინადადება, კალინის თქმით, მან კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განიხილა და დასძინა, რომ ეს წინადადება კვლავ დევს მაგიდაზე, მაგრამ მოსკოვი არ იძლევა მასზე თანხმობას.

თურქეთის გეგმის თანახმად, "აზოვსტალიდან" ევაკუირებულ ადამიანებს სახმელეთო გზით პორტ ბერდიანსკში ჩაიყვანენ, იქიდან კი შავი ზღვით სტამბულში გადაიყვანენ სამკურნალოდ.

"ჩვენი გემი მზად არის გამგზავრებისა და დაჭრილი სამხედროებისა და სხვა სამოქალაქო პირების თურქეთში ჩასაყვანად", - განაცხადა კალინმა და დასძინა, რომ ,,რუსეთის პოზიციები "დღითიდღე იცვლება".

წინა დღით ცნობილი გახდა, რომ უკრაინა თურქეთის შუამავლობით გეგმავს "აზოვსტალიდან" სამხედროების ევაკუაციას.

უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის მიზნით, მოლაპარაკების ახალი რაუნდი დაიწყეს. 12 მაისს ღამით, ვერეშჩუკმა ტელეკომპანია 1+1-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მოლაპარაკების ეს რაუნდი ეხება რამდენიმე ეტაპიანი სპეცოპერაციის „საგზაო რუკას“.

რუსული არმიის ალყაში მყოფი მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, კომბინატ "აზოვსტალის" ტერიტორიას უკრაინელი მებრძოლები ორ თვეზე მეტია იცავენ. მაისის დასაწყისიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უფრო ინტენსიური გახადეს "აზოვსტალზე" საჰაერო და სახმელეთო შეტევა. 10 მაისს უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა თქვა, რომ "აზოვსტალში" რჩება 1000-ზე მეტი უკრაინელი მეომარი.

მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზეა ასეულობით დაჭრილი სამხედრო და დაღუპულთა გვამები. 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ "აზოვსტალის" ტერიტორიაზე დაიღუპა პოლკ "აზოვის" ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.