რეგიონი
თუ თქვენ გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჩუმად ხართ, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ მას - ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით დუმილი მის მხარდაჭერას ნიშნავს.

„უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ბოროტება ასეთ მასშტაბებს იღებს, ადამიანების დუმილი თანამონაწილეობის დონეს უახლოვდება. ბოროტების წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლის უარყოფა მისი დახმარება ხდება. ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჩუმად ხართ, ეს ნიშნავს, რომ არ იბრძვით, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ. სადაც არ უნდა იყოთ - როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ - თქვენი ხმა უნდა ჟღერდეს უკრაინის მხარდასაჭერად და, შესაბამისად, ამ ომის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება.

„ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე და იმაზე, რომ ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეებმა იგრძნონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება. რუსული პასპორტების მფლობელებისთვის ევროპაში სავიზო შეზღუდვის დაწესების შესახებ მსჯელობა დღითიდღე ფართოვდება, მას ახალი სახელმწიფოები და ახალი პოლიტიკოსები უერთდებიან. საბოლოო ჯამში, ამან უნდა გამოიწვიოს შესაბამისი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.