რეგიონი
რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივში უნივერსიტეტი დაბომბეს
ოკუპანტებმა მიკოლაივში პეტრო მოგილას სახელობის შავი ზღვის ეროვნულ უნივერსიტეტს ორი რაკეტით დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია მიკოლაივის მერზე, ალექსანდრ სენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რაშისტებმა მიკოლაივში კიდევ ერთი უნივერსიტეტი დაბომბეს“, - აღნიშნა ალექსანდრ სენკევიჩმა.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა არ არის. იქ მუშაობენ უნივერსიტეტის სპეციალისტები: იღებენ აპლიკანტების დოკუმენტებს და გასცემენ დიპლომებს.

"წუხელ იქ ორი რუსული რაკეტა ჩამოფრინდა. ესენი არიან ნამდვილი ტერორისტები, რომლებიც ცინიკურად აგრძელებენ ჩვენი სასწავლო დაწესებულებების განადგურებას", - ხაზგასმით აღნიშნა მერმა.

მისი თქმით, დაბომბვის დროს უნივერსიტეტში მხოლოდ დაცვის თანამშრომელი იმყოფებოდა და ის არ დაშავებულა.

"ინტერპრესნიუსი"
| Print |