რეგიონი
სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა შემცირდა
სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველო-სომხეთს შორის 100,623 მლნ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, რაც 103,2 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის 2 თვეში ბრუნვამ 203,871 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტი 133,082 მლნ აშშ დოლარიდან 78,795 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა; ხოლო, ადგილობრივი ექსპორტი 26,194 მლნ აშშ დოლარიდან 19,418 მლნ აშშ დოლარამდე.

რაც შეეხება იმპორტს, წელს 2 თვეში საქართველომ სომხეთისგან 21,828 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შეიძინა, რაც თითქმის 50 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე. 2023 წლის იანვარ თებერვალში სომხეთიდან იმპორტმა 70,789 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

bpn.ge გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რაც წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ და გავყიდეთ სომხეთში.

ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:

ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები - 7,795 მლნ აშშ დოლარი
ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 2,178 მლნ აშშ დოლარი
სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 1,972 მლნ აშშ დოლარი
ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 1,905 მლნ აშშ დოლარი
მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 1,158 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:

მსუბუქი ავტომობილები - 15,695 მლნ აშშ დოლარი
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 4,392 მლნ აშშ დოლარი
ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 3,081 მლნ აშშ დოლარი
ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 2,365 მლნ აშშ დოლარი
ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 2,199 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 ექსპორტირებული ქართული პროდუქტი:

ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან - 1,461 მლნ აშშ დოლარი
წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 1,238 მლნ აშშ დოლარი
თხილი და სხვა კაკალი - 794.3 ათასი აშშ დოლარი
ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - 788.6 ათასი აშშ დოლარი
პროდუქტები, ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი - 738.5 ათასი აშშ დოლარი
| Print |