რეგიონი
რუსებმა ოდესას დრონებით დაარტყეს, დაზიანდა საავადმყოფო
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესას დრონებით შეუტიეს, დაშავებულია ხუთი ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის თქმით, თავდასხმის შედეგად ოდესის ერთ-ერთი საავადმყოფო დაზიანდა, თუმცა პაციენტები არ დაშავებულან.

გარდა ამისა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მაგისტრალური გზა და ავტომობილები.

ადგილზე, თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
| Print |