რეგიონი
ასპინძაში სოფლის გზებისა და შიდა ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიაში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიხედვით, 3 კილომეტრიან მონაკვეთზე მილხიდებისა და ასფალტის საფარის მოწყობაა გათვალისწინებული.

სოფლამდე მისასვლელი გზის გარდა, დაბაში შიდა გზებსაც აწესრიგებენ. სამშენებლო სამუშაოები სარგის თმოგველის, ერისთავის, ჩახრუხაძის, სარაჯიშვილის, ბესიკის და კლდიაშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს.

ასფალტის საფარის გარდა, დაგეგმილია სანიაღვრე-სარწყავი სისტემისა და საყრდენი კედლების მოწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, 2 კილომეტრი სიგრძის შიდა გზა მოწესრიგდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთის განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სამუშაოების სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერტად დაათვალიერა.

| Print |