განათლება
აწყურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა "mac Georgia"-ს სტიპენდია მოიპოვეს
აწყურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა, ნინი დვალიშვილმა და ჟანა მოსიძემ „რეგიონული განვითარების ფონდის“ (mac Georgia)-ს 10 000 ლარიანი სტიპენდია მოიპოვეს. ორგანიზაციამ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტში სწავლის ოთხი წლის საფასური სრულად დაუფინანსა.

"mac Georgia"- მ, რომელიც ექვემდებარება მაკლეინის ასოციაციას, აწყურის საჯარო სკოლაში მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია ყოველ წელს აფინანსებს ორ ყველაზე წარმატებულ და აქტიურ მოსწავლეს პარტნიორი სკოლებიდან.

"mac Georgia"-ს ჩემს სკოლაში მოსვლისთანავე ჩემი მიზანი იყო,რომ უფრო ახლო გავმხდარიყავი მათთვის და სტიპენდიატის ტიტულიც მომეპოვებინა. ჩემი მიზანი რეალური აღმოჩნდა და ამაყად შემიძლია ვთქვა,რომ "mac Georgia" - ს სტიპენდიატი ვარ. კარიერულად რამდენად შორსაც არ უნდა წავიდე,ეს იქნება ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება,რისთვის შრომაც დამეხმარა საკუთარი უნარების რეალიზებაში,შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაში. ეს არის ორგანიზაცია,რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების განვითარებასა და კეთილდღეობაზე, ასე აღმოჩნდა ჩემს შემთხვევაშიც, მათთან ურთიერთობა დამეხმარა,რომ მერწმუნა საკუთარი თავის და უკან არ დავხეულიყავი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,შევიძინე ისეთი ადამიანები,რომლებიც ჩემს მაგალითად იქცნენ თუ როგორი უნდა ვიყო მომავალში და რა უნდა გავაკეთო ამისთვის. ვიმედოვნებ,რომ მათ იმედებს გავამართლებ და შევდგები ისეთი ადამიანი,როგორიც მათ წარმოუდგენიათ.მინდა მადლობა გადავუხადო ყველას,ვისაც წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში სკოლას,ოჯახსა და მეორე ოჯახს-"mac Georgia"-ს,რომელიც საოცარი ადამიანებისგან შემდგარი გუნდია" - ამბობს ნინი დვალიშვილი ჩვენთან საუბრისას.

გამარჯვებულების თქმით, რადგან მათ უნივერსიტეტში 50%-იანი დაფინანსება ისედაც ჰქონდათ მოპოვებული, დარჩენილი თანხას სტიპენდიის სახით იღებენ.

"სტუდენტობა უდიდესი ნაბიჯია ჩემს ცხოვრებაში. ვისწავლო და ვიცხოვრო მშობლიური მხარისგან შორს დიდ ძალისხმევას მოითხოვს. "mac Georgia" არის ის ორგანიზაცია, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთგულად დამიდგა გვერდში. ის გახდა ჩემი ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯის ძალა და მოტივაცია. ბევრი ვიშრომე, რომ გავმხდარიყავი ღირსი "mac Georgia" -ს სტიპენდიისა და დღეს მე მოხარული ვარ რომ ეს პატივი მერგო. იმედი მაქვს ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას და ხალხი მეტად გაეცნობა ამ ორგანიზაციის უამრავ სიკეთეს ახალგაზრდებისთვის"
- განაცხადა ჟანა მოსიძემ.

შეგახსენებთ, რომ „რეგიონული განვითარების ფონდის“ (mac Georgia)-ს პროექტის ფარგლებში, სოფელ აწყურში მცხოვრები ახალგაზრდებისგან შეიქმნა თეატრალური დასი, რომელმაც უკვე რამდენიმე ფესტივალებზე მოიპოვა გამარჯვება.
| Print |