ჯანდაცვა
ადრენალინი წამებში ბარძაყზე გავუკეთე - პროკურატურის თქმით, ექიმი ადგილზე არ იმყოფებოდა
,,მე რომ ადრენალინი გავუკეთე, მერე ინტრავენური კათეტერიზაცია ჩატარდა. მაშინვე გაუკეთდა დექსამეტაზონი, სუპრასტინი, დიმედროლი - ეს რაც ჩემ ხელში გაკეთდა. როცა კრუნჩხვა დაფიქსირდა, მაშინვე ბექამ (უმცროსი რეანიმატოლოგი რედ.) გაუკეთა დიაზეპამი და შემოვიდა გიორგიც (რეანიმატოლოგი) მაგ დროს“, - ამ განცხადების ავტორს და ბექას, რომელმაც მეგის დიაზეპამი გაუკეთა, პროკურატურამ ბრალი ცრუ ჩვენებისთვის უკვე წაუყენა. იგივე ბრალდება წაყენებული აქვს ექთანს, ვინც მეგი ბაქრაძე აცრა. სამივე მათგანს პროკურატურა არასწორი ჩვენების მიცემას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, გარდაცვლილ მედდას, როდესაც ცუდად გახდა, რეანიმატოლოგი არ მიშველებია. ირკვევა ისიც, რომ ვიოლეტა ინასარიძე, იმუნიზაციის კაბინეტის ექიმი, ამ დროს საერთოდ არ იმყოფებოდა კლინიკაში და ისიც, რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელ გიორგი აფციაურთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, შეხვედრაზე იმყოფებოდა.

,,ამ რეალობიდან გამომდინარე, იკვეთება ის გარემოება, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი მხოლოდ ერთხელ გაუკეთდა. ექსპერტიზა მხოლოდ იმას დაადგენდა - იყო თუ არა მეგის სხეულში ადრენალინი, რა თქმა უნდა დოზის ოდენობის დადგენა წარმოუდგენელია. ამიტომ, გაუგებარია, მსგავსი სიცრუის მოგონება რატომ დასჭირდათ?“ - აცხადებს ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი.

კიდევ ერთი დეტალი, რაზეც მეგი ბაქრაძის ოჯახის უფლედამცველი საუბრობს, ამპულის გახსნა და მისი დოზაა. ექიმების განმარტებით, იმ დღეს მეგი ბაქრაძე იყო მეათე, ვინც "ასტრაზენეკას" იმ ამპულიდან აიცრა. მედპერსონალის განმარტებით, აცრა დილის 10 საათზე დაიწყო და არა 11:40 სთ-ზე, როგორც ეს ამპულაზეა მითითებული. ვახტანგ ბარამაშვილის თქმით, მედპერსონალის გამოკითხვაც რომ არ იყოს საქმეში, წარმოუდგენელია 35 წუთში ათი პაციენტის აცრა, რადგან ცნობილია, რომ მეგი ბაქრაძე მაქსიმუმ 12:15 სთ-ზე აიცრა.

ადვოკატისთვის საეჭვოა ისიც, რომ ამოღებულ შპრიცში, როგორც ეს "მეცხრე არხის" მიერ გადაღებულ ვიდეოშიც კარგად ჩანს, ამპულაში კიდევ რჩება მინიმუმ, ერთი დოზა ვაქცინა. ,,თავისთავად, ეს შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ როცა ამბობენ, რომ მეგი აიცრა მეათე, წესით წამალი აღარ უნდა რჩებოდეს. სწორედ ეს ფაქტი და მსგავსი უზუსტობები იწვევს იმ ეჭვს, რის გამოც ვიბრძვით სიმართლის გასარკვევად“, - აცხადებს ვახტანგ ბარამაშვილი.

კლინიკა "იმედის" ორ ექიმსა და ერთ ექთანს პროკურატურამ ბრალი ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, შვიდ აპრილს წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

"ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა".

სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ. ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიებისთვის მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ფაქტს სწავლობს რეგულირების სააგენტოც, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.

28 წლის მედდა მეგი ბაქრაძე 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.