პოლიტიკა
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც შერყეულია - ვოლსკი
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც შერყეულია, თუმცა, არა იმდენად, რომ ჩვენს მედიცინას არ ხელეწიფებოდეს მას მიხედოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას რევოლუციური მიზნებისთვის იყენებენ.

"გაცილებით სერიოზული მიზნები აქვს ტყუილების ტირაჟირებას, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით გვეგონოს და საზოგადოებაში სამწუხაროდ, არათუ ნიჰილიზმი, ცოტა იუმორისტული დამოკიდებულებაც კი განვითარდა. ამ დროს ვითარება უფრო დრამატულია, რადგან სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება, ამ რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის, არის ერთ- ერთი მთავარი თემა და არ იხსნება დღის წესრიგიდან.

შიმშილობა, რომელიც მან დაიწყო, ამ შიმშილობის გამო აშკარად დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, შემდეგ დახასიათება, რომელიც ნიკა გვარამიამ გააჟღერა და საერთოდ არაჯანსაღი ადამიანის სურათი დაგვიხატა, შემდეგ ამის ყველაფრის დაბრალება "ქართული ოცნებისთვის", ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ როგორმე ეს დესტაბილიზაცია სტრატეგიული გეგმის დღის წესრიგიდან არ მოიხსნას.

ესაა მათი ამოცანა და ამ ამოცანის შესასრულებლად მანიპულაცია ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და იქამდე მივიდა ვითარება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც შერყეულია, თუმცა, არა იმდენად, რომ ჩვენს მედიცინას არ ხელეწიფებოდეს მას მიხედოს და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს, თუკი ეს საჭირო იქნება,"
- განაცხადა ვოლსკიმ.
Print E-mail
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.