რელიგია
მარტო კაცის სინაგოგა - 250 ლარი გადარჩენისთვის
საუკუნის სინაგოგას ახალციხეში ქალაქში შემორჩენილი ერთადერთი ებრაელი უვლის. პანდემიის დროს დაცარიელებული სალოცავი შესაძლო კრიმინალის ობიექტი რომ არ გამხდარიყო, სიმონ ლევიშვილმა მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა თხოვნით, ვიდეოსათვალთვალო კამერებისთვის თანხა გამოეყო. ორთვიანი ლოდინის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლებისგან უარი მიიღო.
ახალციხის მერიაში ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი განცხადება ჯერ კიდევ გაზაფხულზე შევიდა. ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, მერიაში სინაგოგის დასახმარებლად თანხა ვერ გამოინახა, მათ შორის ვერც იმ სპეციალური მუხლიდან, სადაც საგანგებოდ კოვიდ19-ისთვის გაწერილი ბიუჯეტით 25 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ახალციხის მერიისგან განსხვავებით, სიმონ ლევიშვილის განცხადების შესახებ მეცხრე არხისგან შეიტყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ. სააგენტოს ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ სიმონ ლევიშვილის დახმარებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, თუ იგი უწყებას ოფიციალურად მიმართავს.

ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარეს 69 წლის ასაკში სიარული უჭირს, თუმცა ჯანმრთელობაზე მეტად მაინც სინაგოგის ბედი აწუხებს. ჩაკეტილმა საზღვრებმა სალოცავი ტურისტებისგან მიღებული შემოწირულობების გარეშე დატოვა. პანდემიამდე ეს შემოსავალი სამ ნაწილად - სინაგოგის დამსუფთავებელზე, ებრაული სასაფლაოს დარაჯსა და კომუნალურ ხარჯზე იყოფოდა. სიმონ ლევიშვილი იძულებული გახდა, დედა-შვილისთვის, რომელიც წლების წინ შეიფარა და რომელიც სალოცავის დასუფთავებასა და სასაფლაოს მოვლაში ეხმარებოდა, მშობლიურ სოფელში გაეშვა. საზოგადოების თავმჯდომარე ახალციხის მერიას კვლავ დახმარებას სთხოვს.

სინაგოგა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მხოლოდ ტურისტების შემოწირულობით რომ არსებობდა, ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში კარგად იციან. სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელი 90-იან წლებს იხსენებს, როდესაც სინაგოგიდან რამდენიმე საუკუნის წინანდელი ხელნაწერი თორა მოიპარეს. მიუხედავად ამისა, ელვარდ ზაზაძე იმედოვნებს, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები სიმონ ლევიშვილის თხოვნას უყურადღებოდ არ დატოვებენ.

,,ვიდრე რამე საშუალება გამოიძებნება" და ვიდრე სახელმწიფო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას საზოგადოებრივი ორგანიზაციების იმედად დატოვებს, ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე სინაგოგის გადარჩენას დამოუკიდებლად ცდილობს. იმისთვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ებრაელთა 400 წლიანი სასაფლაო დაცული და სუფთა იყოს, თვეში მხოლოდ 250 ლარია საჭირო.

მოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.