სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი მიმდინარეობს. შეხვედრა ქართულ–თურქულ ურთიერთობებს, თანამედროვეობასა და ისტორიას ეხება. სემინარს თურქეთის საისტორიო საზოგადოების პრეზიდენტი და წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ–მასწავლებლები ესწრებიან.
უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ამგვარი სახის სემინარი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში პირველად იმართება.თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მსგავს ურთიერთობებს სისტემატიური სახე მიეცემა.
საერთაშორისო სემინარი ორდღიანია და 23 აპრილს დასრულდება.
|