მე–12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები 20 აპრილიდან აღარ
იანგარიშება. თუმცა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ინფორმაციით, ,,არები“ 20 აპრილის შემდეგაც დაიწერება. უწყების
განმარტებით ,,არები“ მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში იწერება.
თუმცა იმისთვის, რომ გაცდენების მიხედვით განისაზღვროს ეკუთვნის თუ
არა მოსწავლეს ექსტერნის ფორმით სკოლის დასრულება, გაცდენები
დაითვლება 20 აპრილის ჩათვლით. თუმცა რეგისტრაციის პროცესი სასკოლო
ჟურნალში 20 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ
აღნიშნული საკითხი მინისტრის ბრძანებით რეგულირდება. ეროვნული
სასწავლო გეგმის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, რაც
შემდეგს გულისხმობს: ,,თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ
სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის
მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ
ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე”,-აღნიშნულია ეროვნულ
სასწავლო გეგმაში. რაც შეეხება სწავლის დასრულების თარიღს, ეროვნული
სასწავლო გეგმის თანახმად, განსაზღვრულია, რომ პირველი და მეთორმეტე
კლასის მოსწავლეები წელს სწავლას 20 მაისს დაასრულებენ. ხოლო
დანარჩენი კლასების მოსწავლეები – 17 ივნისს.
წყარო: http://edu.aris.ge/news/saministro-me12-klaselebis-mier-skolashi-gacdenili-saatebi-20-aprilidan-agar-iangarisheba.html
მე–12 კლასელების მიერ
სკოლაში გაცდენილი საათები 20 აპრილიდან აღარ იანგარიშება. თუმცა,
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ,,არები“ 20
აპრილის შემდეგაც დაიწერება.
უწყების განმარტებით ,,არები“ მთელი სასწავლო პროცესის
განმავლობაში იწერება. თუმცა იმისთვის, რომ გაცდენების მიხედვით
განისაზღვროს ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ექსტერნის ფორმით სკოლის
დასრულება, გაცდენები დაითვლება 20 აპრილის ჩათვლით. თუმცა
რეგისტრაციის პროცესი სასკოლო ჟურნალში 20 აპრილის შემდეგაც
გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხი მინისტრის ბრძანებით
რეგულირდება. ეროვნული სასწავლო გეგმის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით
დადგენილი წესით, რაც შემდეგს გულისხმობს:
,,თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის
განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი
საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის
ჩაბარების საფუძველზე”,-აღნიშნულია ეროვნულ სასწავლო
გეგმაში.
რაც შეეხება სწავლის დასრულების თარიღს, ეროვნული სასწავლო გეგმის
თანახმად, განსაზღვრულია, რომ პირველი და მეთორმეტე კლასის
მოსწავლეები წელს სწავლას 20 მაისს დაასრულებენ. ხოლო დანარჩენი
კლასების მოსწავლეები – 17 ივნისს.
წყარო: http://edu.aris.ge/news/saministro-me12-klaselebis-mier-skolashi-gacdenili-saatebi-20-aprilidan-agar-iangarisheba.html