საქართველოში პირველი “ეტალონ–სტუდენტი” სამცხე–ჯავახეთში გამოვლინდა. ინტელექტუალური ჩემპიონატი უნივესიტეტში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა სტუდენტებმა ოთხივე ფაკულეტიდან მიიღეს.
მონაწილეთა სიმრავლის გამო, ეტალონი ორ ეტაპად ჩატარდა. გამარჯვება სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ლაშა ზაზაძემ მოიპოვა. მას “ეტალონ–სტუდენტის” დიპლომი გადაეცა. პროექტში მონაწილე ყველა სტუდენტმა კი სერტიფიკატები მიიღო.
“ეტალონის” ორგანიზატორის გოჩა ტყეშელაშვილის განცხადებით, ინტელექტუალური ჩემპიონატის სტუდენტებში ჩატარების იდეა ცოტა ხნი წინ გაჩნდა და პირველი ღონისძიება სწორედ ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. “ეტალონის” ჩატარება საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც იგეგმება.
ფინალური შეხვედრა 14 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
ავტორები: გიორგი ხმალაძე, მარიამ მუმლაძე, რამაზ ალავიძე.
|