განათლება
„უფასო ფაკულტეტების სტუდენტების ნახევარი უნივერსიტეტს არ ამთავრებს“ – უქმდება თუ არა ე.წ უფასო ფაკულტეტები?
პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს, დოკუმენტში უმაღლეს განათლებაზე 142 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, საიდანაც სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების და ახალგაზრდების წახალისების კატეგორიაში 108 მილიონ 580 ათასი ლარია განსაზღვრული. განხილვის პროცესში რიცხვები შესაძლებელია გარკვეულწილად შეიცვალოს, თუმცა სამინისტროში აცხადებენ, რომ სტუდენტებისთვის განკუთვნილი თანხები 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით არ შემცირდება.

აბიტურიენტებმა უკვე დაიწყეს მზადება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსგან ელოდებიან გადაწყვეტილებას, თუ როგორი ფორმით მოხდება უმაღლესების დაფინანსება და იარსებებს თუ არა ე.წ უფასო ფაკულტეტები.

განცხადება, რომ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების დაფინანსების წესში ცვლილებები უნდა შევიდეს და უფასო ფაკულტეტები გაუქმდეს, მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა რამდენიმე თვის წინ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი ამ წლიდან დაინერგებოდა და უფასო ფაკულტეტების მანკიერი ფორმაც აღარ იარსებებდა.

“უფასო დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემია, არანაირ შედეგზე არ არის ორიენტირებული და ერთ-ერთი მთავრი, რაც კეთდება ამ კუთხით, ეს არის ის რომ აღნიშნულ პროცესში ჩართულია მსოფლიო ბანკი და მათან ერთად ვმუშაობთ”, – ამბობდა მინისტრი პარლამენტში.

ახლა კი, განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს და სიახლეები ამის შემდეგ გახდება ცნობილი. მისივე თქმით, სამინისტროს სურს, რომ ეს პროცესი არ იყოს მტკივნეული არც უნივერსიტეტებისთვის და არც სტუდენტებისთვის.

„ახლა ვართ ბიუჯეტის განხილვის პროცესში, დიდი აჟიოტაჟია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად დეპუტატი სერგო რატიანი ითხოვს, რომ უფასო ფაკულტეტები გაუქმდეს და რაღაცა შეიცვალოს. არსებობს სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, სადაც საუბარია, რომ ამ უფასო ფაკულტეტების სტუდენტების პრაქტიკულად ნახევარი არ ამთავრებს უნივერსიტეტს, ან არ ასრულებს იმ პროგრამას რაზეც ჩაირიცხა, ჩვენი მესიჯი ამ ეტაპზე არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეს დასკვნა და ეფექტიანობის თვალსაზრისით მართლა პრობლემებია, რეფორმის ფარგლებში უმაღლესი განათლების მოდელის კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. უნდა უზრუნველვყოთ რომ ცვლილებები იყოს ეტაპობრივი, რომ არ დაარტყას, კონკრეტულად სტუდენტს და უნივერსიტეტს. ამ ეტაპზე გამიჭირდება თქმა რა ფორმით იქნება. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად სტუდენტების დაფინანსების ნაწილში ცვლილება არ იქნება, ბიუჯეტში ეს თანხა მოაზრებული არის, თუმცა განხორციელების ეტაპი და მექნიზმები შეიძლება შეიცვალოს“, – ამბობს ირინა აბულაძე.

არსებული მოდელით უნივერსიტეტების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა პროგრამებით ხორციელდება, მათ შორის ერთ-ერთი არის სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტად მიჩნეული მიმართულებები, რასაც ბიუჯეტი სრულად აფინანსებს. 

აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, რომელიც 2013-2018 წლების ანალიზს მოიცავს, ეს მოდელი არაეფექტურია და არ არის ორიენტირებული ქვეყნის შრომის ბაზრის მოთხოვნებზე.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფომ განსაზღვრა უმაღლესი განათლების 7 პრიორიტეტული მიმართულება, რაზეც 2013-2018 სასწავლო წლებში 8 სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროგრამის ფარგლებში გახარჯულია 145 494 763 ლარი, ხოლო სამინისტროს მხრიდან აუდიტის პერიოდისთვის არ იყო განხორციელებული გატარებული ღონისძიებების მონიტორინგი და მიღწეული შედეგების შეფასება. პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა მთლიანი ჩარიცხვების 16%-ს შეადგენს, ხოლო ამავე პროგრამებზე სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრები, უმაღლეს განათლებაზე მიმართული ჯამური დაფინანსების 30%-ია.

აუდიტის დასკვნაში საუბარია, რომ იმის გამო, რომ პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისას, სამინისტრო და უმაღლესი სასწავლებლები არ ითვალისწინებენ შრომის ბაზრის ტენდენციებს, ეს სიტუაცია ხელს უწყობს სტრუქტურული უმუშევრობის გაზრდის რისკებს.

„2017 წლიდან უნივერსიტეტები თავად არიან უფლებამოსილნი განსაზღვრონ პრიორიტეტული სასწავლო პროგრამები, რომლებსაც დააფინანსებს სახელმწიფო, ხოლო სამინისტროს არ აქვს შემუშავებული მექანიზმი, რომლის მიხედვით შეფასდება უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი პრიორიტეტული პროგრამები, რამდენად შეესაბამება შერჩეული მიმართულება ქვეყნის საჭიროებებს. შედეგად, აღნიშნული ცვლილების შემდეგ, პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების რაოდენობა გაზრდილია 1,5-ჯერ, ხოლო საბაზისო წელთან შედარებით − 3,5-ჯერ, რაც არ არის დასაბუთებული შესაბამისი კვლევებით; პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევისა და მისაღები სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის პროცესში სამინისტრო და უსდ-ები არ ითვალისწინებენ შრომის ბაზრის ტენდენციებს, რაც ქმნის სტრუქტურული უმუშევრობის გაზრდის რისკებს. კერძოდ, 2018 წლის ივლისის მდგომარეობით, დასაქმებულია პრიორიტეტული მიმართულებების კურსდამთავრებულთა 41%, მათგან საკუთარი პროფესიით − მხოლოდ ნახევარი“, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უფასო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების მხოლოდ 53%-მა დაასრულა სწავლა შესაბამის ვადაში.

„დაფინანსების მოდელი დაფუძნებულია მხოლოდ ერთ კრიტერიუმზე − სტუდენტების რაოდენობაზე, განსხვავებით საერთაშორისო პრაქტიკისგან, რომელიც ითვალისწინებს ხარისხობრივ ინდიკატორებსაც. ამასთანავე, 2013-2017 წლებში პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად გათვალისწინებული იყო დაფინანსების ორმაგი წყარო, როგორც პროგრამული დაფინანსება − 129,534,325 ლარით, ასევე სახელმწიფო სასწავლო გრანტი − 15,960,438 ლარის ოდენობით. აღნიშნულმა მოდელმა 23%-ით გააძვირა ხარჯი ერთეულთან მიმართებაში, რაც მიუთითებს მოდელის არაპროდუქტიულობაზე;

„პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების მობილობა წლების მიხედვით შეადგენს საშუალოდ 11%-ს, საიდანაც სტუდენტთა უმრავლესობა გადადის ისეთ პროგრამებზე, სადაც მაღალია სტუდენტების რიცხოვნობა. ასევე 2013 წელს ჩარიცხული სტუდენტების მხოლოდ 53%-მა დაასრულა სწავლა შესაბამის ვადაში. ამასთანავე, პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამებს ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას აბიტურიენტები ირჩევენ საშუალოდ მე-11 რიგის პრიორიტეტად, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ შერჩეული მიმართულებები ვერ გახდა პოპულარული. იმ სტუდენტების რიცხვი კი, რომელთაც მოპოვებული აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტი, ყოველწლიურად მცირდება. მოცემული ფაქტები არ არის თანხვედრაში პროგრამის მიზნებთან და მიუთითებს ეფექტიანობის დაბალ მაჩვენებელზე “,- ნათქვამია აუდიტის სამსახურის დოკუმენტში.

გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური განათლების სამინისტროს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს:

რეკომენდაცია N1. იმისათვის, რომ უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებები თანხვედრაში იყოს ქვეყნის საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებთან, შესაფერისი კრიტერიუმების მიხედვით, მათი აქტუალურობა ყოველწლიურად შეფასდეს და განახლდეს;

რეკომენდაცია N2. ქვეყნის საჭიროებებთან შეუსაბამო გადაწყვეტილების მიღების რისკის თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია, სამინისტრომ შეიმუშაოს მექანიზმი, რომლის მეშვეობით უსდ-ები მხოლოდ დადასტურებული საფუძვლით შეძლებენ პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების შერჩევას;

რეკომენდაცია N3. სტრუქტურული უმუშევრობის რისკების შემცირების მიზნით, მნიშვნელოვანია გაიზარდოს კოორდინაცია პასუხისმგებელ სამინისტროებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის, რისი მეშვეობით თითოეული მიმართულების მიხედვით, შეფასდება შრომის ბაზრისა და უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამებს შორის ურთიერთკავშირი; შრომის ბაზრის ტენდენციებისა და სხვა შესაბამისი ხარისხობრივი ინდიკატორების გათვალისწინებით, თითოეული უნივერსიტეტისათვის პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში, განისაზღვროს დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა;

რეკომენდაცია N4. სახსრების პროდუქტიულად ხარჯვის მიზნით, მიზანშეწონოლია დაფინანსების მოდელის ცვლილება. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შემუშავდეს კრიტერიუმები, რომლებიც უსდ-ისათვის დაფინანსების გაცემისას, სტუდენტების რაოდენობის გარდა მხედველობაში მიიღებს ხარისხობრივ ინდიკატორებსაც;

რეკომენდაცია N5. სამინისტრომ მნიშვნელოვანია დანერგოს მონიტორინგის სისტემა და გაწეროს შეფასების ინდიკატორები, რათა შესაძლებელი გახდეს გაიზომოს პროგრამის ფარგლებში უსდ-ების მიერ მიღწეული შედეგი, გახარჯული რესურსის ეფექტიანობა და პროდუქტიულობა და საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს დროული რეაგირება.

წყარო: EDU.ARIS.GE
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 25 °C
img
ახალქალაქი 22 °C
img
ასპინძა 28 °C
img
ადიგენი 26 °C
img
ბორჯომი 26 °C
img
თბილისი 26 °C
img
აბასთუმანი 22 °C
img
ბაკურიანი 17 °C
img
ნინოწმინდა 22 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7924
EUR
EUR
1
2.8532
RUB
RUB
100
2.8408
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6728
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 Girişporn moviecasibomcasibom hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbetsekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobiljojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibombakırköy escorttrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahispremikssigara shopxslotbetbetkanyon girişbahsegelMatadorbettümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahismarsbahisbetturkey