SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
განათლება
ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, საბაზო საფეხური ახლა 10 კლასის ჩათვლითაა - მინისტრის მოადგილე
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი გადაცემაში "შუადღე“ სასკოლო სივრცეში დაგეგმილ სიახლეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საგნობრივი სტანდარტების გადამუშავება მიმდინარეობს:

- სკოლა ზრდის მოქალაქეს და იქ მიმდინარე პროცესები თითოეული ჩვენგანისთვის უაღრესად საინტერესოა. 2024 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები გადამუშავდა. ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში განისაზღვრა ის ძირითადი დაკვეთა, თუ რა მოეთხოვება სკოლას - როგორი მოქალაქე უნდა გაზარდოს მან. ეს ზოგადი განათლების კონსტიტუციაა და საგნობრივი სტანდარტების გადამუშავებას სწორედ მან მისცა ორიენტირი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების გადამუშავება 20 წლის შემდეგ მოხდა.

მთავარი პრიორიტეტები, დაკვეთა, სამინისტრომ, სახელმწიფომ სკოლას მისცა. ეს დაკვეთა ასე გამოიხატება - ჩვენი იდენტობის ცოდნა, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, პატრიოტიზმი, მთავარი ფაბულა რაც არის, ასევე ჩვენი ისტორია, მრავალკულტურულობა, მრავალეთნიკურობა და, რა თქმა უნდა, გლობალური მოქალაქის აღზრდა. ოჯახის ინსტიტუტის ცოდნა, მოქალაქის ვალდებულებები და რაც მთავარია, ვერც ერთი მოსწავლე მოქალაქედ ვერ ჩამოყალიბდება და სკოლა მთავარ დაკვეთას ვერ შეასრულებს, თუკი, პირველ რიგში, მას საკუთარი ქვეყნის ისტორიას არ ასწავლიან და საკუთარ ქვეყანას არ შეაყვარებენ. აქედან გამომდინარე ხდება სწორედ გლობალური მოქალაქის ფორმირება. ეს არის ჩვენი დაკვეთა. სწორედ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები განაპირობებს და კარნახობს, თითოეული საგნის ჭრილში, როგორი სტანდარტი უნდა დაიდოს.


2024 წელს თითოეული საგნის მიხედვით სამუშაო ჯგუფები შეიქმნა. 17 საგანზეა საუბარი და მოხდა გადამუშავება. სამუშაო ჯგუფებში იყვნენ მასწავლებლები, ექსპერტები, როგორც აკადემიური წრიდან, ასევე სასკოლო საზოგადოებიდან. 2024 წლის განმავლობაში ამ სტანდარტს ამუშავებდნენ. ახლა ყველაზე მთავარ ეტაპზე ვართ მისული - როგორ მივაწოდოთ ეს პროექტი მასწავლებლებს, სასკოლო საზოგადოებას. პროექტები მათ უკვე გადავუგზავნეთ, მივეცით გონივრული ვადა, რომ უკუკავშირი მოგვცენ. მართლა გვინდა, რომ ღირებული უკუკავშირი მივიღოთ. ცალკე ფეისბუკის გვერდი შევქმენით, სადაც სტანდარტებს განვიხილოთ. მათ უკუკავშირის მოცემა შეუძლიათ. ცალკე საგნობრივი მიმართულებით ლინკი გაკეთდა, სადაც მასწავლებლები უკუკავშირს აფიქსირებენ. 3 დღეში ერთხელ ჩვენი ექსპერტები ამ უკუკავშირებს აგროვებენ.

ვგეგმავთ, რომ მარტის თვეში საბოლოო პროექტებს თავი მოვუყაროთ და სტანდარტის დამტკიცება მოხდეს. სტანდარტი თავისი ფორმით ისეა შედგენილი, რომ საგანთა შორის კავშირები უნდა იყოს. მაგალითად, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია ამოგლეჯილად თავ-თავის ამბავს კი არ უნდა ჰყვებოდეს, ერთმანეთთან კოლაბორაციაში უნდა იყოს. აუცილებელი გახდა არა მხოლოდ სტანდარტების გადამუშავება, ასევე სახელმძღვანელოს კონცეფციის შეცვლაც. ექსპერტული სამუშაო ჩატარებულია. ეს არის პროექტი, რომელიც საბოლოო სახით ჩამოყალიბდება. ჯერ მხოლოდ დაწყებითი და საბაზო საფეხურის პროექტზე ვსაუბრობთ, რომელსაც საშუალო საფეხურის სტანდარტიც მალე წაჰყვება.

გამომცემლობებს დეტალური კონცეფცია სახელმძღვანელოების კუთხით მაინც სჭირდებათ. კონცეფციები ბოლოსკენ მიდის. ვფიქრობთ, რომ სასკოლო საზოგადოებას ესეც გავუზიაროთ. ერთია დოკუმენტი, რომელსაც ხედავ, რომ კარგია, მეორეა, როცა კონკრეტული საგნის ჭრილში კონცეფციას დავინახავ. მაგალითად, ვნახავ, რას უნდა მოიცავდეს ისტორიის სახელმძღვანელო ან კლასის მიხედვით რა უნდა ისწავლებოდეს. გაწერილი იქნება, რომელსაც ვერც გამომცემლობა ასცდება და ვერც ავტორი.

სიახლეა ისიც, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, საბაზო საფეხური აქამდე 9 წელი იყო, ახლა 10 კლასის ჩათვლითაა. ამ საფეხურის ზემოთ აწევის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საბაზო საფეხურის მიმართულება განიტვირთოს. ასევე, როდესაც მოსწავლეს უცხოეთში საბაზო საფეხურით სწავლის გაგრძელება მოუნდება, 10 კლასით პირდაპირ აღიარებენ"
- განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planısahabetjojobetjojobetpusulabetkavbetdizipaltürk ifşa킹콩티비vozol배트맨티비jojobetzlotbetturkey스마일퀄리티betpasholiganbetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortHoliganbethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetholiganbetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahisjojobetStreameastholiganbet girişganobetenjoybetsahabetcasibomtrendbetBets10pusulabetpusulabetholiganbetnakitbahisJojobet 1107jojobetjojobetholiganbet girişjojobetGrandpashabetgobahistrendbetgobahisgiftcardmall/mygiftholiganbetholiganbet girişholiganbetmatbet girişpalacebetcasibombetparksekabetjojobetcasibomonwinjokerbetcasibomcasibommasterbettingmasterbettingmeritkingSekabetCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahistrendbetmavibetmeritkingmeritkingmeritkingpadişahbetkavbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişHoliganbetdeneme bonusu veren sitelerizmir escortbahçeşehir escortbetistkolaybet girişLimanbetmatbetmatbetStreameastfixbetbetsmovetimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegrambetparkcasibompusulabetpusulabetoslobetbetplay영문주소betparkสล็อตเว็บตรงBetigma girişcasibomBetigmapusulabetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноJojobet 1107holiganbetdeneme bonusu telegramStreameastrbetjojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomretcasinoasdsadasdasdasdasfdasfasfcasibom