ჯანდაცვა
გრიპის ვაქცინაცია - ვინ იცრება და ვინ არა ახალციხეში?

 

მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრების, ყელის ტკივილი და სურდო - ეს გრიპის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია. გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომლის სეზონური ეპიდემია შემოდგომის ბოლოსა და ზამთარში იწყება. ინფექციური დაავადებისგან დაცვის ერთადერთ პრევენციულ ღონისძიებად, ყოველწლიური ვაქცინაცია მიიჩნევა. რისკ-ჯგუფებს სახელმწიფო უფასოდ ცრის, სხვა მსურველებმა კი ვაქცინაციაზე თავად უნდა იზრუნონ. ახალციხეში ფასიანი ვაქცინის დეფიციტია.

ბიბი გოგოლაძემ გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება დაზამთრებამდე გადაწყვიტა. ახალციხეში გაიკითხა და აღმოჩნდა, რომ ქალაქში ვაქცინა არ არის.
„ბოლოს ძალიან მოიმატა გრიპის შემთხვევებმა. ამ სეზონზე უკვე სამჯერ მქონდა ვირუსი. გადავწყვიტე თავი დამეცვა. მითხრეს, რომ ვაქცინა დეფიციტშია. მოსახლეობის დიდ ნაწილზე ფაქტიურად, არ არის გათვლილი, არადა მოთხოვნა არის. მაგალითად, ოჯახში ხუთნი ვართ და ყველა ვაპირებდით გაკეთებას. 100 000 ვაქცინა შემოსულა და ეს საქართველოსთვის არაფერია. ვაქცინაცია არის დღევანდელი მედიცინის მიღწევა, ამიტომ საკმარისი უნდა იყოს“, - გვითხრა ბიბი გოგოლაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გრიპის ვაქცინაციისთვის რისკ-ჯგუფები განსაზღვრა, რომლებიც აცრას უფასოდ გაიკეთებენ. ესენია:

• 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული და დიალიზზე მყოფი პირები;
• ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი;
• სასწრაფოს, მიმღები განყოფილებების, რეანიმაციის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, დიალიზის განყოფილებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის         ცენტრების მომსახურე პერსონალი;
• C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც გადიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსს;
• აივ ინფექციით დაავადებული პირები;
• ორსულები. 

დანარჩენ მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაცია სურთ, თანხის გადახდა მოუწევთ, თუმცა ახალციხეში არც ეს ვაქცინებია შემოტანილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2016-2017 წლის გრიპის სეზონისთვის სახელმწიფომ 20 000 ვაქცინა შეიძინა, 2017-2018 წლის სეზონზე - 27 000 ვაქცინა, 2019-2020 წლის სეზონზე კი 100 000 ვაქცინა, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებში გადანაწილდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტს 1 100 ვაქცინა მისცეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ყველა ბენეფიციარი აიცრა, ფასიან ვაქცინასთან შეხება კი არ აქვთ, ეს საკითხი კლინიკებმა თავად უნდა დაარეგულირონ.

„ალაგ-ალაგ არიან მსურველები და თუ ოფიციალურად მოგვწერენ სამედიცინო დაწესებულებები, ჩვენ თბილისიდან გამოვითხოვთ. მოსახლეობა ინფორმირებულია, რისკ-ჯგუფებმა წინასწარ იცოდნენ. წინასწარ იყო განსაზღვრული მუნიციპალიტეტში ვის ეკუთვნოდა. ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან წინასწარ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რამდენი ბენეფიციარი ჰყავდათ აღრიცხული ამა თუ იმ დიაგნოზით. ვაქცინის რაოდენობაზე მოთხოვნა ამის საფუძველზე გაკეთდა. თუ რისკ-ჯგუფიდან ვინმეს აცრა მოუნდა, იმ სამედიცინო დაწესებულებამ უნდა მოგვმართოს, სადაც ეს პირია აღრიცხული. ჩვენ თბილისიდან გამოვითხოვთ და მიიღებენ კუთვნილ აცრას“, - განმარტა ფატი ხაბულიანმა. მისი თქმით, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა ახალციხეში თანდათან იზრდება.

„ეს კულტურა წინა წლებთან შედარებით ძალიან გაიზარდა. რისკ-ჯგუფები რომ იცრებოდნენ, გარშემომყოფები ხედავდნენ, რომ ისინი გრიპით არ ავადდებოდნენ. წლიდან წლამდე იზრდება მსურველთა რიცხვი“.

ახალციხეში აცრა ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება, მათ შორის სოფლის ამბულატორიებშიც.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ამბობენ, რომ რისკ-ჯგუფებისთვის განკუთვნილი წამალი სრულად გაიხარჯა. კლინიკის მენეჯერის თქმით, აღარ აქვთ ფასიანი ვაქცინაც, თუმცა სეზონური ინფექციის გავრცელებამდე, მოქალაქეებმა ამ სერვისით ისარგებლეს. კლინიკაში ერთი ინექცია 35 ლარი ღირდა.

„ამ წუთში ვაქცინა საერთოდ არ გვაქვს. მესაზღვრეებისთვის უნდა გამოვიწეროთ 150 ცალი. ჯანდაცვამ რაც მოგვცა ბენეფიციარებისთვის, ყველას ჩაუტარდა. ვერ გვაძლევენ მეტს, ფასიანის შემოტანას კი არ ვაპირებთ“ - გვითხრა კლინიკის მენეჯერმა რევაზ კუჭუხიძემ.

კლინიკა „იმედს“ რუსკ-ჯგუფებისთვის გრიპის უფასო ვაქცინა ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა შემოდგომით გადასცა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ აცრიან ყველას, ვინც დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. თუმცა კლინიკა ვაქცინაციის სხვა მსურველებს ვერ მოემსახურება.

„ფასიანი ვაქცინა ჩვენ არ გვაქვს. კლინიკაში გვაქვს მხოლოდ კრიტიკული ჯგუფებისთვის, რომელიც სახელმწიფომ შეისყიდა. მარაგი არის ჯერ. აქტივობა კრიტიკული ჯგუფის წევრებისგან იყო, მაგრამ ახლა, როცა ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ უფასო ვაქცინაცია, მათგან ნაკლებია დაინტერესება“, - გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა მზია კაკოშვილმა.

ნათია ნებიერიძეს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. გრიპის ვაქცინაციის საკითხი ოჯახში რამდენჯერმე განიხილეს. საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შემოდგომით ბავშვებს მხოლოდ იმუნიტეტის გასაძლიერებელი ვიტამინები დაალევინონ.

„ჩემმა ახლობელმა აცრა შარშან, მაგრამ ისევ ისე ებრძოდნენ გრიპს. ამიტომ ვერ მივიღე გადაწყვეტილება. ექიმები ამბობენ, რომ ვირუსი შეხვდება აცრილებსაც, ოღონდ იოლ ფორმებში. ანუ გამოდის მაინც ვერ იცავს აცრა, მშობელს ეს არ მაკმაყოფილებს“.

საზოგადოების ნაწილის სკეპტიკურ დამოკიდებულებას მოქალაქეები ექიმების უნდობლობითაც ხსნიან. როგორც ამბობენ, ვაქცინაციის უსაფრთხოებას მედიკოსებიც ეჭვის თვალით უყურებენ.

„კლინიკაში ექიმების საუბარი მოვისმინე პაპილომა ვირუსის აცრაზე. ერთი ამბობდა, ჩემს შვილიშვილს უწევს, მაგრამ მაგას როგორ გავუკეთებო. გრიპის აცრისაც შემეშინდა. ხალხი არაა ინფორმირებული, აცრის შემთხვევაში რა უკუჩვენება შეიძლება მოჰყვეს, რამდენად უსაფრთხოა ეს ვაქცინა, რამდენად დაზღვეულია გრიპისგან. უნდობლობაა მგონი. აცრა გაიკეთე და გრიპის შეხვედრის რისკის ნაკლებობა გაქვს - ეს არგუმენტი ჩემთვის არ კმარა. თუკი დაიწყება აცრის კამპანია და ჯანდაცვის სამინისტროს და საავადმყოფოს წარმომადგენლები იგივე ვაქცინას გაიკეთებენ, მერე დავფიქრდები“, - გვითხრა თეონა ბლუაშვილმა.

„მიუხედავად იმისა, რომ გრიპები და ვირუსები საკმაოდ მომრავლებულია და თანაც მძიმე ფორმებში, ვფიქრობ მაინც თავს შევიკავებდი აცრისგან. კლინიკის თანამშრომლებისგან მსმენია, აცრა შედეგს გაძლევს მხოლოდ ერთი თვის მანძილზე, ხოლო შემდგომში თუ ვირუსი შეგხვდა, გაცილებით მძიმე ფორმებში იქნება და უფრო მეტად დაგიზიანებს ჯანმრთელობას. მართალია თეორემაა, რომელსაც დამტკიცება სჭირდება და ზედაპირულად ჟღერს, მაგრამ მირჩევნია არ დავამტკიცო“, - გვითხრა თემურ სანდროშვილმა, რომელიც ფიქრობს, რომ სეზონური ვირუსისგან თავის დაცვის სხვა, უფრო ეფექტური მეთოდები არსებობს.
“ხელების ხშირი დაბანა, ოთახების განიავება, მალამოების ხმარება ცხვირზე და ხელებზე, პირბადის ტარება, აი ეს ყველაფერი გაცილებით ეფექტურ შედეგებს გვაძლევს“.

ექიმები ამბობენ, რომ გრიპის ვაქცინაციის გვერდითი ჩვენებები დადასტურებული არ არის. ეპიდემიოლოგ ლალი კირთაძის თქმით, აცრის შემდეგ პირი სხვა ტიპის ვირუსებისგანაც დაცულია.

„არანაირი გვერდითი ჩვენება არ გამოვლენილა. თუ აცრის შემდეგ ვინმეს რაიმე პრობლემა შეექმნა, სხვა მიზეზით იქნებოდა და ვაქცინაციას უბრალოდ დაემთხვა. გრიპს ბევრი ქვე-ტიპი აქვს, მაგრამ რა ტიპისთვისაც იცრები, იმისთვის ძალიან ეფექტურია. თუ აცრილს სხვა ქვეტიპის ვირუსი შეხვდა, ძალიან იოლად გადაიტანს. პაციენტი სრულად დაცულია, ბევრი გადაურჩა გრიპს“, - გვითხრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთში ლალი კირთაძემ.

მანანა ოკოშვილი გრიპის აცრას სამი წელია სისტემატურად იკეთებს. 59 წლის ქალი ვაქცინაციისთვის ექიმს ნოემბრის დასაწყისში, სეზონური გრიპის გააქტიურებამდე, ნოემბერში აკითხავს.

„მე ვარ ძალიან დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანი. სამი წლის წინ ძალიან მძიმედ გადავიტანე ვირუსი, თვენახევარი გამიგრძელდა. როგორც კი გავიგე აცრის შესახებ, მაშინვე გავიკეთე. წინა წლებში რომ კარგი შედეგი მქონდა, წელსაც ავიცერი. ამ რთულ პერიოდს ძალიან ყოჩაღად გავუძელი. არანაირი სიმპტომი არ გამოვლენილა, მით უმეტეს, რომ ვირუსიანებთან მქონდა კონტაქტი“, - გვითხრა მანანა ოკოშვილმა.

სეზონური გრიპის აცრა ძირითადად, ნოემბერში კეთდება, თუმცა ექიმების რეკომენდაციით, ვაცინაცია კიდევ ორი თვე გაგრძელდება.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 19 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
ასპინძა 18 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 20 °C
img
თბილისი 27 °C
img
აბასთუმანი 15 °C
img
ბაკურიანი 13 °C
img
ნინოწმინდა 15 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7924
EUR
EUR
1
2.8532
RUB
RUB
100
2.8408
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6728
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 GirişcasibomcasibomEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.combetturkey hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbetssekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobiljojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibombakırköy escorttrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahissalt likitsigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupcasibom giriş twitterbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetgrandpashamobilbahisbaywin