განათლება
ვახტანგ თაქთაქიძე უნივერსიტეტის რექტორი გახდა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვახტანგ თაქთაქიძე გახდა. მას აკადემიურმა საბჭოს 8 წევრიდან 7-მა დაუჭირა მხარი. თინა გელაშვილმა მხოლოდ ერთი ხმა მიიღო.
არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა. ახალი რექტორი მოვალეობის შესრულებას 1–ელი თებერვლიდან შეუდგება. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები დღეს, 30 იანვარს ჩატარდა.
გააზიარეთ :