კულტურა
დღეს ახალციხელობაა
30 ივნისს ახალციხეში სახალხო–საეკლესიო დღესასწაული აღინიშნება. 30 ივნისი დიდმოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღე და ქალაქის დღესასწაულია.

შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ტარდება, რომლის დასრულების შემდეგაც ახალციხის ციხეზე კულტურული და სპორტული ღონისძიებები დაიწყება. დაგეგმილია ახალციხის სამხატვრო სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა, ასევე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა გამოფენა, შეჯიბრი ჭადრაკში, შაშში, საჩვენებელი გამოსვლები კარატეში. კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. 

დღესვე გამოვლინდებიან საპატიო ახალციხელები. ღონისძიებების განრიგი იხლიეთ აქ.

სახელმწიფო მოხელე და გამორჩეული მეომარი შალვა ახალციხელი, XII-XIII საუკუნეებში მოღვაწეობდა. უანგარო მსახურებისათვის წმიდა შალვას, მეფე თამარმა მანდატურთუხუცესობა უბოძა. მეფის ბრძანებით, ბასიანის ბრძოლაში ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას მანდატურთუხუცესი შალვა ძმასთან, ივანე ახალციხელთან ერთად წინამძღოლობდა.

ერთგულების, სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის თამარ მეფემ იგი ახალციხის მთავრად დანიშნა.

არაერთი წარმატებული ბრძოლის შემდეგ, შალვა ახალციხელისთვის საბედისწერო გარნისის ბრძოლა აღმოჩნდა. უთანასწორო ომში იგი ტყვედ ჩავარდა, სჯულის შეცვლაზე უარი თქვა, რის გამოც, ჯალალ–ედ–დინმა სიკვდილით დასაჯა.

სწორედ ამიტომ, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, იგი წმინდანად შერაცხა.

ვინ იყო შალვა ახალციხელი
| Print |