ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები კომპანიის გარშემო განვითარებული მოვლენების მთავრობის კანცელარიასთან გაპროტესტებას გეგმავენ.
ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა გააკეთა.
ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა „იბერიას“ შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს. 11:00 საათიდან დაახლოებით სამი საათის განმავლობაში არხის მაუწყებლობა გათიშული იქნება.
„ტელეკომპანია „იბერიას“ უკვე მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში უწევს მუშაობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს, ვინც აქ განვითარებულ პროცესებს ობიექტურად აშუქებს. ჟურნალისტები ვაწყობთ საპროტესტო მსვლელობას ტელეკომპანია „იბერიადან“ მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით. ამიტომ დაახლოებით 3 საათის განმავლობაში დილის 11:00 საათიდან ჩვენი მაუწყებლობა გათიშული იქნება. ჩვენ ერთად გავაპროტესტებთ იმას, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს. ხელისუფლების მიზანი ტელეკომპანიის დახურვაა“, - განაცხადა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა.
ტელეკომპანია "იბერია" ხელისუფლებას კომპანიისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში ადანაშაულებს. ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით "იბერიას" მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უპასუხა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ "ომეგა ჯგუფში" შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს "ოჯთ-ის" საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა.
ტელეკომპანია ,,იბერია"–მ, 9 სექტემბერს, სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის და ზაზა ოქუაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.