მედია
მედია - ძალადობისა და ტოტალური უკანონო მოსმენების სამიზნე - TI წინასაარჩევნო გარემოს აფასებს
,,ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის შესრულება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის", - წერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" თვითმმმართველობის არჩევნების წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც მედიაგარემოს ეხება. ამ ანგარიშში ნათქვამია, რომ მედიაგარემო კრიტიკულ ზღვარზეა, ხელისუფლება ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებზე ეფექტიანად არ რეაგირებს, მმართველი პარტიის წევრების აგრესიული და მუქარის შემცველი განცახდებები კი, რომლებმაც ყოველდღიური ხასიათი მიიღო, ძალადობას ახალისებს და ამძაფრებს ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ და პოლარიზებულ გარემოს.

ანგარიში მოიცავს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე პერიოდს. საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა როგორც ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს, ასევე უკანონო მოსმენებს, განსხვავებული აზრის გამო დევნას და პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებს მედიამფლობელებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ.

საჯაროდ გავრცელებული წყაროებზე დაყრდნობით, საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე სულ მცირე 23 მედიის წარმომადგენელზე 93 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. მხოლოდ 2021 წლის 5-6 ივლისს ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.

მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ განსხვავებული აზრის გამო ჟურნალისტის გათავისუფლებისა და მედიის ხელმძღვანელობის მიერ ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები. რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახური საკუთარი მედიის მიუღებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო დატოვა.

ქვეყანაში უკანონო მოსმენები გრძელდება, მათ შორის, კრიტიკული მედიის ჟურნალისტების წინააღმდეგ და ამას ტოტალური ხასიათი აქვს. საჯაროდ გავრცელდა ფაილები, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარულ მოსმენებს ასახავს. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის, ასევე ჟურნალისტებისა და მედიაკომპანიების მიერ მოწოდებული მონაცემების შედეგად, მინიმუმ, 10 მედიასაშუალების 55 ჟურნალისტი ადასტურებს, რომ სუს-ის ფაილებში არსებული ინფორმაცია ნამდვილია და მსგავსი შინაარსის კომუნიკაციას მოხდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტების უმეტესობაზე გამოძიება არაფექტიანად მუშაობს, ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები კი მედიის მარგინალიზაციას ისახავს მიზნად. მმართველი გუნდის წევრები უარს ამბობენ ყველა იმ მედიასაშუალებაში სტუმრობაზე, რომელიც სახელისუფლებო დღის წესრიგით არ მუშაობს.

ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა 5-6 ივლისის მოვლენებს, რომლის დროსაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, ამ ძალადობრივი აქციების ორგანიზატორებით კი გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა. განხილულია ასევე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტიც - ტვ პირველის ოპერატორი 5 ივლისის ერთ-ერთი დაშავებულია, რომელიც სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორებიდან რამდენიმე დღეში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

,,ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამოძიების პროცესში, სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები და ქმედებები არა რეალური მიზეზის დადგენისკენ იყო მიმართული, არამედ გარდაცვლილი ჟურნალისტის დისკრედიტაციისაკენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული შუალედური დასკვნით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და „გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება“. 24 სექტემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გამო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი დაირღვა და სამინისტროს 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. სახელმწიფო ინსპექტორის შეფასებით, ოპერატორის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი", - ვკითხულობთ ანგარიშში.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამინდი
ახალციხე -5 °C
img
ახალქალაქი -7 °C
img
ასპინძა -3 °C
img
ადიგენი 6 °C
img
ბორჯომი -2 °C
img
თბილისი 1 °C
img
აბასთუმანი -4 °C
img
ბაკურიანი -8 °C
img
ნინოწმინდა -7 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4661
RUB
RUB
100
3.9081
TRY
TRY
1
0.2269
USD
USD
1
3.0720
AMD
AMD
1000
6.3834
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.