მედია
ინფორმაცია, როგორც იარაღი - როგორ და რატომ გაძლიერდა რუსული პროპაგანდა რეგიონში
,,რუსეთი, სერიოზულად არ იბრძვის, ერთობა, გესმით? ამერიკა აიძულებს უკრაინას, ბოლო უკრაინელამდე იბრძოლოს,“- ასეთ მოსაზრებებს ჯავახეთის თითქმის ყველა სოფელში მოისმენთ. მედიის განვითარების ფონდის ბოლო კვლევის თანახმად, რუსული პროპაგანდის გავლენა საქართველოში ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთში იგრძნობა. ,,მტერმა ზუსტად დაინახა, რომ მისი სამიზნე უმცირესობებით დასახლებული რეგიონები და ადგილობრივი მედია უნდა ყოფილიყო, პრობლემასაც სისტემურად მიუდგა" - ფიქრობენ რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსში.

ამ სტატიაში გიყვებით საიდან და როგორ იღებს ინფორმაციას ეთნიკური უმცირესობა, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია, როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია საქართველოში და როგორია სახელმწიფოს მიდგომა და ბრძოლის გზები?


სამცხე-ჯავახეთის სომხური თემი რუსულად ლაპარაკობს - ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აქ სომხური და რუსული არხები პოპულარულია. შედეგად - მოსახლეობამ არ იცის რა ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს, რადგან ინფორმაციას ძირითადად უცხო ქვეყნის მედიებიდან იღებს და როგორც წესი, სჯერა კიდეც იმის, რასაც ეს არხები ეუბნებიან.

,,ეშმაკმა დალახვროს, რუსეთი სერიოზულად არ იბრძვის, გესმით? ამერიკა აიძულებს უკრაინას, ბოლო უკრაინელამდე იბრძოლოს. უკრაინელები და რუსები, ჩათვალე რომ ერთი და იგივე ერია, რუსეთის ნახევარი უკრაინაში ცხოვრობს. ნუთუ ასე შეიძლება? ერთი ერია, რისთვის იბრძვიან? /ამერიკა/ აიძულებს რუსეთს, რომ დაიყოლიოს თავის პირობებზე. რუსეთი კი ძლიერი ქვეყანაა. მხოლოდ საკუთარი სურვილით მიდიან ადამიანები უკრაინაში საბრძოლველად, როგორც სამსახურში ისე... ფულისთვის, ორი ათასზე მეტს იღებენ თვეში. რუსეთში არავის აიძულებენ ომში წასვლას. პუტინი თამაშობს კი არ იბრძვის. სერიოზულად რომ იბრძოდეს, ომში წასაყვანად ხალხის მობილიზებას მოახდენდა,“ - გვარწმუნებს ახალქალაქის სოფელ თორიაში მცხოვრები სამველ პაგასიანი, რომელიც ჯავახეთის მოსახლეობის უმრავლესობის მსგავსად, ოჯახს რუსეთში სეზონური სამუშაოებით არჩენს და ინფორმაციასაც რუსული და სომხური არხებით იღებს.
ახალქალაქი, სოფელი დილისკა

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები 81 089 ეთნიკური სომეხიდან, ქართულ ენას თავისუფლად მხოლოდ 16 676 ფლობს - ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზეა განთავსებული და მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებს ასახავს.

,,ამერიკა სადაც ფეხს დგას, იქ ომი იწყება, კიდევ კარგი რომ აქ (საქართველოში) უაზრო ომი არ დაიწყო, ამერიკა არ აძლევს რუსეთს მოსვენებას. ამერიკას შეუძლია ომის შეჩერება, ეტყვის ზელენსკის გაჩერდიო და ეგ არის, მაგრამ არ უნდა. უკრაინელებმა მიიღეს დოლარები და იბრძვიან, როგორც კი ამერიკა დაფინანსებას შეუწყვეტს უკრაინას, ომიც დამთავრდება,“ - სრულიად დარწმუნებით გვიხსნის ახალქალაქის სოფელ დილისკაში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც სოფლის „ბირჟაზე“ ჩამომსხდარი თანასოფლელებიც ეთანხმებიან.

ჯავახეთის მსგავსად ფიქრობენ ახალციხის სომხურ სოფლებშიც. სახელმწიფო ენის არცოდნის გამო ინფორმირების მთავარი წყარო წყრუთელებისთვისაც რუსული და სომხური არხებია.

,,რომელი არხი? რუსული და სომხური... რომელი საინფორმაციო? - ,,ვრემია“ თავისთავად და მერე სომხეთის „ვრემია“ ვნახო... რუსულ არხებს რომ ვუყურებ, იქაური ხალხი ჩვენთან არის. ნახევარი ნათესაობა რუსეთში მყავს. ვის არ უნდა, რომ კარგად ვიყოთ? მივიდეთ-მოვიდეთ ერთმანეთთან. მთავარია, მთავრობამ დაალაგოს ურთიერთობა. ოკუპაციაც მთავრობების ბრალია. პატარა ერი ვართ და უნდა ვიფიქროთ, რომ იოლად წავიდეთ ერთმანეთთან", - გვეუბნება ხაჩატურ ამბარიანი.

მედიამკვლევრებს სამცხე-ჯავახეთში შექმნილი ვითარება არ უკვირთ. მედიის განვითარების ფონდი ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებას 2014 წლიდან აკვირდება.

,,სამცხე-ჯავახეთში ხედავენ, რომ პატრონი არავინაა, თავისუფალი ნიშაა იმისთვის, რომ მართო ეს საინფორმაციო ველი. უკრაინაში ომი რომ დაიწყო, ეს ხალხი რუსეთიდან იღებდა ინფორმაციას. ფიზიკურად კი არიან საქართველოში, მაგრამ არიან მეზობელი სახელმწიფოების საინფორმაციო ველში, რაც მათ კიდევ უფრო მოწყვლადს,“ - ამბობს ფონდის დამფუძნებელი და დირექტორი, თამარ კინწურაშვილი.

სამცხე-ჯავახეთში მუშაობს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსიც. მისი დირექტორი, ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელ ვითარებამდე ბევრმა ფაქტორმა მოგვიყვანა, მათ შორის მოძალებულმა დეზინფორმაციამ, სოციალურმა და ეკონომიკურმა პრობლემებმა, ქვეყანაში არასტაბილურმა მდგომარეობამ, ჟურნალისტებისთვის საფრთხის შემცველმა გარემომ.

„მედიას აღარ აქვს თანმიმდევრულობა, სპონტანურია, ეს კი მაყურებელს აბნევს. დღეს რატომ მელაპარაკები კარგი ხარისხით და ხვალ სად დამეკარგე? არადა, იმიტომ დაიკარგა, რომ პროექტი დაუმთავრდა ადგილობრივ მედიას და ვეღარ შეძლო, მანქანა დაექოქა და სოფელში ჩასულიყო. საინფორმაციო პროგრამების შენარჩუნება უჭირთ, ყოველდღე ნიუსის წარმოების პრობლემა აქვს თითქმის ყველა ადგილობრივ მედიას, გაჩერებულია მათი დიდი ნაწილი. ეს ყველაფერი გროვდება არასტაბილურ საინფორმაციო ნაკადში, რომელიც თავისთავად გაძლევს არაინფორმირებულ, დაბნეულ მოქალაქეს,“ - გვეუბნება ნათია და დასძენს, რომ ბოლო წლებში, არაერთმა საკანონმდებლო ცვლილებამ და ხელისუფლების დამოკიდებულებამ სერიოზულად დააზარალა დამოუკიდებელი მედია, რომელსაც სულ უფრო მეტად უჭირს კომერციული შემოსავლების მოზიდვა.
ნათია კუპრაშვილი

შემოსავლების პრობლემა არ აქვთ რუსული იდეოლოგიის გამტარებელ არხებს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2023 წლის პირველ და მეორე კვარტალში „ალტინფომ“ და „ობიექტივმა“ იმაზე მეტი შემოსავალი მიიღეს (717 851 ლარი), ვიდრე სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მომუშავე 11-მა მედია ერთად (603, 670 ლარი).

,,ჩვენთან რეკლამის შემოსავლებით არსებობა ძალიან ძნელია, როცა ბიზნესი ატყობს, რომ კრიტიკული მედია ხარ, თავს იკავებს შენთან თანამშრომლობისგან,“ - ამბობს ჟურნალისტი მანონ ბოკუჩავა, რომელიც 10 წელია, ქვემო ქართლის მედიას ხელმძღვანელობს, - „და ამ დროს, დესტრუქციული ჯგუფები „ალტინფო“ და სხვები აქტიურად მუშაობენ რეგიონებში და ქართულად ავრცელებენ რუსულ მესიჯებს. თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყენებენ ქართულ ტრიბუნას ხშირად დეზინფორმაციისთვის.“

,,ვინ იკავებს ამ ცარიელ ადგილს? ვხედავთ რომელი აქტორები ძლიერდებიან, რომელი აქტორები ხსნიან კარგ ოფისებს, ვის აქვს სტაბილური მხარდაჭერა. რეალურად რომ შევხედოთ, ბინძური ფულის მოძიება მტრულ ქვეყნიდან ძალიან მარტივია. ძალიან გართულებულია დამოუკიდებელი, ქვეყნის მოყვარული, პატრიოტი მედიების ფუნქციონირება,“ - ასე აჯამებს ვითარებას რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელი, ნათია კუპრაშვილი.


"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შეისწავლა საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელება, სახელმწიფოს მიდგომა და ბრძოლის გზები. TI-ის კვლევის თანახმად, ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური, მადისკრედიტებელი და დეზინფორმაციული განცხადებები დასავლელი პარტნიორების, ელჩების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ მოსახლეობაში თესავს სკეპტიციზმს დასავლეთის მიმართ, ყოფს საზოგადოებას და აძლიერებს რუსული დეზინფორმაციის გავლენებს ქვეყანაში.

მკვლევრების აზრით, ისედაც რთულ ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ხელისუფლება არ თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან, რომლებიც დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მისი მთავარი მოკავშირეები უნდა იყვნენ.

„არათუ თანამშრომლობს, პირიქით, ხელისუფლება აღმოჩნდა ის ძალა, რომელმაც თანმიმდევრულად დაიწყო მედიის განადგურების პროცესი. მიდის ერთგვარი მოგუდვის ტაქტიკა, რაც პირველ რიგში, უკავშირდება ფინანსურ სახსრებს, ძალიან მიამიტია ყველა მოკავშირე, რომელიც ამას თვალს არ უსწორებს. კრემლისტური აქტორები მუშაობენ იმაზე, რომ დაასუსტონ დემოკრატია და არ არსებობდეს სანდო ინსტიტუციები ქვეყანაში. ერთ-ერთი ბოლო სამიზნეა სამოქალაქო სექტორი და მედია. ნაციონალური მასშტაბის აქტორები უფრო მოწყვლადები აღმოჩნდნენ, უფრო იოლია საზოგადოებას დაანახო, რომ კონკრეტული მედია არის კონკრეტული პარტიის მოკავშირე, მაგრამ ეს არ გამოდგა იოლი ადგილობრივ მედიასთან დაკავშირებით, რადგან ადგილობრივი მედია უფრო დამოუკიდებელია, უფრო ახლოსაა საზოგადოებასთან,“ - დასძენს ნათია კუპრაშვილი. 

დეზინფორმაციის წინააღმდეგ საქართველოში დეკლარირებულად არაერთი უწყება მუშაობს - რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაცია და ჰიბრიდული ომი, როგორც ქვეყნის მთავარი საფრთხე აღიარებულია მთელი რიგი დოკუმენტებით. მაგალითად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხედვაში, რომელიც 2030 წლამდე განსახორციელებელ საქმიანობას მოიცავს, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ასახულია თავდაცვის სამინისტროს საკომუნიკაციო სტრატეგიაში (2021-2024), თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვაში (2021-2025), საქართველოს 2019-2022 წლის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში.

,,მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ერთიან და დროში გაწერილ მიზნებს, პასუხისმგებელ უწყებებს და აქტივობების ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმებს“
- ნათქვამია TI-ს კვლევაში.

დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რუსული დეზინფორმაცია და ჰიბრიდული ომი 2008 წლიდან აქტუალურია, რუსეთი დეზინფორმაციის კონტექსტში პირველად სუსის 2019 წლის ანგარიშში მოხვდა. კვლევაში აღწერილია ცალკეული ქვეყნების მხრიდან მომდინარე დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საფრთხეები, რბილი ძალის პოლიტიკა და ფარული ოპერაციები, თუმცა რომელი ქვეყნიდან მოდის ეს საფრთხეები არ არის დაკონკრეტებული.

დეზინფორმაციასთან და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც ევალება, რადგან მედიაწიგნიერების სწავლების კუთხით განათლებას წამყვანი ადგილი უჭირავს. მედიაწიგნიერების მთავარი ამოცანა კი ადამიანების იმ უნარებით აღჭურვაა, რომელიც სულ მცირე მოქალაქეებს ინფორმაციის გადამოწმებაში დაეხმარება.
დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მედიაწიგნიერება ერთ-ერთ მთავარ კომპეტენციად მიიჩნია და 2022 წლიდან მეორე-მეოთხე კლასებში სავალდებულო საგნად შემოიღო „კომპიუტერული ტექნოლოგიები“. სამინისტროს აზრით, მედიაწიგნიერებას გარკვეულწილად მოიცავს საგანი მოქალაქეობაც.

მიუხედავად ამისა, მედიამკვლევრები აღნიშნავენ, რომ საქართველო ევროპის მედიაწიგნიერების ინდექსში ბოლო ადგილზეა. ამას ემატება განათლების დაბალი ხარისხიც, რადგან, მედიის განვითარების ფონდის ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დეზინფორმაციის კუთხით მოწყვლადია, ხოლო სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა.

,,ჩვენთან მაღალმთიანი ადგილებია... ადგან მოსახლეობის შემოსავლის წყარო რუსეთია, იქ რაც ხდება, ყველაფერი აინტერესებთ, ამიტომ ცდილობენ რუსულ არხებს უყურონ. რაც შეეხება ქართულ არხებს ბევრის ხელმისაწვდომობა არ არის, არც ენა იციან და ტექნიკური პრობლემაც აქვთ. მაგალითად, ბებია და პაპა ნინოწმინდის სოფელში ცხოვრობენ, პატარა თეფში აქვთ და მხოლოდ რუსულ და სომხურ არხებს იჭერს, ქართული არხები საერთოდ არ აქვთ, სადაც ქართული არხებია, იქ თურქულ არხებს იჭერს და ამიტომ, ცხადია ირჩევენ რუსულ და სომხურ არხებს. თან ქართული არხების პაკეტის უმეტესობა ფასიანია, რუსულებს კი შეზღუდვა არ აქვს, არც სომხურს. უფრო რუსულ არხებს უყურებენ, სომხური მეორე ადგილზეა, კარგი იქნებოდა ქართული არხები რომ ჩართონ და სომხური თარგმანი დაურთონ. ისე, როგორც თურქულ სერიალებშია, სადაც თურქულიც გესმის და ნათარგმნი რუსულიც, საწყის ეტაპზე დაეხმარებოდა ხალხს,” - ამბობს ორენოვანი პლატფორმა "განძის" სომხურენოვანი ჟურნალისტი კრისტინა კაზარიანი.

უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში რა პრობლემებია, იციან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. უწყებას, 2018 წლიდან კანონში შესული ცვლილებებით, მედიაწიგნიერების განვითარების ფუნქცია დაეკისრა, ჩამოყალიბდა მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტი, რომელმაც შექმნა მედიაწიგნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (2018-2021 წლის).

მედიაწიგნიერების განვითარების ხელშესაწყობად კომისიამ შექმნა ააიპ მედიააკადემია, 33 რომელიც სამი ძირითადი მიმართულებით ფუნქციონირებს: მედიასკოლა, მედიაკრიტიკის პლატფორმა და მედიალაბი. მედიასკოლა მიზნად ისახავს ჟურნალისტების პროფესიული სტანდარტების ამაღლებას და მათ სთავაზობს სხვადასხვა კურსს ამ მიმართულებით. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მედიაკადემიაში 2018 წლიდან დღემდე გადამზადდა 1500-მდე მასწავლებელი და 6000-ზე მეტი მოსწავლე, ხოლო 1000 სტუდენტი დაეუფლა მედიაწიგნიერების საფუძვლებს.

მედიის ექსპერტებიც და პოლიტოლოგებიც თანხმდებიან, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია.

,,საქართველოში რუსული დეზინფორმაციის მანქანა გამალებით მუშაობს და არავის ჰქონია მცდელობა, ხელი შეეშალა პრორუსული არხებისთვის, რომლებიც სისხლისმღვრელ ომს ამართლებენ, არაფერს ვამბობ საყოფაცხოვრებო ნაწილზე. რუსეთს კარგად ესმის რას ნიშნავს საინფორმაციო ომი. სწორედ ამიტომ ხარჯავს მილიარდობით თანხას ომის მოსაგებად, რასაც გარკვეული ,,შედეგებიც“ აქვს. რუსეთი სარგებლობს იმ პრობლემით, რომელიც ქვეყანაშია, ვგულისხმობ განათლებას. რაც არ უნდა პროპაგანდა აწარმოო, ის იქნება წამიერი, თუ ჩვენ შევძლებთ განათლების დონის აწევას. პრობლემის მოგვარება მხოლოდ ამ გზით შეიძლება. რატომ არ მუშაობს მაგალითად, რუსული პროპაგანდა ფინეთში? - იქაც სცადეს და გააკეთეს თავიანთი პროპაგანდისტული საინფორმაციო გამოშვებები, მაგრამ არ მუშაობს რეალურად იმიტომ, რომ როდესაც თეთრზე ამბობ რომ შავია და პირიქით, ძალიან ადვილია ამის ერთმანეთისგან გარჩევა, როდესაც ქვეყანაში განათლების დონე მაღალია,“- მიიჩნევს პოლიტოლოგი ზურაბ ბატიაშვილი.

რატომ მიმართავს რუსეთი მილიარდობით თანხას და უზარმაზარ ძალისხმევას საინფორმაციო ომში, რა არის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიზანი და რას იწვევს დეზინფორმაციის ,,მსუსხავი ეფექტი“ ქვეყანაში - საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დამაზიანებელი ინფორმაციის უკან ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივება და ავტორიტარული დღის წესრიგის ხელშეწყობაა.

,,დეზინფორმაციული კამპანიების მიზანია, შეამციროს სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობა, გააძლიეროს სოციალური განხეთქილება, უკმაყოფილება და შიში, საზიანო გავლენა მოახდინოს არჩევნებზე, ხელი შეუწყოს ავტორიტარულ და პოპულისტურ დღის წესრიგს, გამოიწვიოს პოლარიზაცია, დააკნინოს უფლებადამცველები ან ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესი და ა.შ. დეზინფორმაცია იწვევს დაბნეულობას და აქვს „მსუსხავი ეფექტი“ გამოხატვის თავისუფლების კუთხით. ადამიანები აღარ მონაწილეობენ საჯარო განხილვებში და არ გამოთქვამენ საკუთარ აზრს იმის შიშით, რომ გახდებიან ონლაინ თავდასხმების მსხვერპლი ან დეზინფორმაციული კამპანიების სამიზნე,“ - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს 2023 წლის კვლევაში.

საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების აზრით, გადარჩენის გზა მოკავშირე ძალების გაერთიანებაში, ვითარების რეალურად შეფასებაში და სისტემურ მიდგომაშია. ამ გაერთიანებაში უნდა შედიოდეს ხელისუფლებაც. სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის კარგ მაგალითად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ასახელებენ უკრაინასა და ბალტიის ქვეყნებს, სადაც სამოქალაქო სექტორსა და მთავრობას გაცნობიერებული აქვთ საერთო პრობლემა - რუსეთი.
Facebook Twitter
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 20 °C
img
ახალქალაქი 16 °C
img
ასპინძა 25 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 19 °C
img
თბილისი 24 °C
img
აბასთუმანი 16 °C
img
ბაკურიანი 14 °C
img
ნინოწმინდა 16 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.9073
EUR
EUR
1
2.8762
RUB
RUB
100
2.8785
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6835
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişbahiscom girişbahiscom twittersuperbetinstarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelerbahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000time in londonCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://etd.umpalopo.ac.id/js/ckeditor4/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinmarsbahisnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobet girişcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahisçanakkale son dakikasigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingbetparkgrandpashabet+18 filmvbetcasino levantholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10imajbetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornomeritkingonwingrandpashabetMatadorbetjojobetcasibomgrandbettingklasbahiskalebetPerabetholiganbettarafbetpokerklasyouwinbetpasbetpasbetbooDeneme bonusu veren sitelerMatadorbettarafbetmeritkingmarsbahispusulabet7slotsbets10kadiköy travestiSahabetgrandpashabetSahabetbetturkeyholiganbetholiganbetThesakultahodeonbetkalebetbetebetmeritkingmarsbahismarsbahisbetkanyonholiganbetzbahisSahabet GirişextrabetxslottarafbetgrandpashabetcasibomMarsbahisbetebetimajbetBetkanyonbetorspin güncelTarafbetBetkanyonmavibet girişbayspin twitterhitbet twitterbetmatik güncellunabet twitterkavbettümbet girişjojobetmavibet güncelMisliwinbets10holiganbethitbetmarsbahis