situs toto slot
როგორ ჩანს რუსეთ-უკრაინის ომი ჯავახეთიდან - მეცხრე არხი
SSSS


მედია
როგორ ჩანს რუსეთ-უკრაინის ომი ჯავახეთიდან
- რუსეთში ომი არ იგრძნობა, არც სანქციების შედეგი ჩანს, ძლიერი სახელმწიფოა და საქართველომ ზურგი უნდა მიაყუდოს, თუ უნდა რომ კარგად იყოს.
- მეზობელი ქვეყანაა და ის ვიცი, რომ ძალიან ძლიერია. ამერიკა, ინგლისი, ევროპა ყველა უკრაინას ეხმარება და მაინც ვერაფერს უშვრებიან. ეგ დახმარება რომ არა, უკრაინა ამდენ ხანს მკვდარი იქნებოდა.
- რუსეთში ფული იშოვება, ოჯახებს მაგით ვარჩენთ, ამერიკა კი სადაც შედის, ყველგან ომია...

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პასუხების, რომელსაც სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი თემისგან მოისმენთ. რუსული დეზინფორმაციისადმი განსაკუთრებით მოწყვლადია ეთნიკური უმცირესობით დასახლებული ჯავახეთი. მიზეზი ერთის მხრივ სახელმწიფო ენის არცოდნაა, მეორეს მხრივ კი ეკონომიკურად რუსეთზე დამოკიდებულება, რადგან თითქმის ყველა ოჯახის მამაკაცი წლის განმავლობაში ცხრა-ათ თვეს რუსეთში ატარებს.

ლალა ასტატურიანი მეზობელზე დაქორწინდა. მისი მეუღლე თანასოფლელი მამაკაცების მსგავსად, სეზონურ სამუშაოებზე რუსეთში დადიოდა. ლალა იშვიათი გამონაკლისია. დანარჩენი ქალებისგან განსხვავებით, ის მეუღლეს რუსეთში გაჰყვა და ასპინძის სოფელ დამალას მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობს. ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში ბევრი არაფერი შეცვლილა. ლალას მსგავსად ფიქრობენ დამალაშიც.

,,დიდი ხნის ჩამოსული არ ვარ, ერთადერთი რაც რუსეთში იგრძნობა, ეს ფასების მატებაა, თუმცა ძალიან არა.. ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთები გაძვირდა - სარეცხი საშუალებები, შამპუნი, ტუალეტის ქაღალდი და მსგავსი რაღააცები. რუსეთი ცდილობს თავისი პროდუქცია შექმნას“ - ამბობს ლალა.

დამალის მსგავსად, რუსეთის მიმართ ლოიალური განწყობებია ჯავახეთში. ახალქალაქის სოფელ დილისკაში ფიქრობენ, რომ დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინა ბრძოლას შეწყვეტს.

,,ამერიკა სადაც ფეხს დგას, იქ ომი იწყება, კიდევ კარგი რომ აქ (საქართველოში) უაზრო ომი არ დაიწყო, ამერიკა არ აძლევს რუსეთს მოსვენებას. ამერიკას შეუძლია ომის შეჩერება, ეტყვის ზელენსკის გაჩერდიო და ეგ არის, მაგრამ არ უნდა. უკრაინელებმა მიიღეს დოლარები და იბრძვიან, როგორც კი ამერიკა დაფინანსებას შეუწყვეტს უკრაინას, ომიც დამთავრდება,“ - დარწმუნებული გვიხსნის ახალქალაქის სოფელ დილისკაში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც სოფლის „ბირჟაზე“ ჩამომსხდარი თანასოფლელებიც ეთანხმებიან.

სამცხე-ჯავახეთის სომხური თემი რუსულად ლაპარაკობს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც აქ სომხური და რუსული არხები პოპულარულია. შედეგად - მოსახლეობამ არ იცის რა ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს, რადგან ინფორმაციას ძირითადად უცხო ქვეყნის მედიებიდან იღებს და როგორც წესი, სჯერა კიდეც იმის, რასაც ეს არხები ეუბნებიან.

,,ადამიანის ტვინზე ინფორმაცია უარყოფითად მოქმედებს. გავლენას ახდენს, თან ძალიან.. პროპაგანდაც ასევეა. ადრე გაზეთი იყო, ახლა ტელევიზიაა გავლენის მომხდენი. ამიტომ, პოლიტიკაში ვერ იტყვი, სად არის სიმართლე და სად ტყუილი. ვიღაც საქართველოს წინააღმდეგ არის განწყობილი, ვიღაცა სომხეთის, ვიღაც კიდევ რუსეთის.. მაგრამ ამ ინფორმაციულ ქაოსში არ შეგიძლია იმის თქმა, სად არის სიმართლე“ - ამბობს ახალქალაქელი მამაკაცი.

ოფიციალური მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის 45.5 % ცხოვრობს. მათი უმეტესობა ახალქალაქისა და ნინოწმინდის, ნაწილი კი ახალციხის მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული. ადგილობრივებისთვის ორ ათეულ წელზე მეტია ოჯახის რჩენის მთავარი საშუალება სეზონურად საზღვარგარეთ სამუშაოზე წასვლაა, რასაც ჯავახეთში“ხოფანს” ეძახიან. “ხოფანში” ადრეულ გაზაფხულზე მიდიან და გვიან შემოდგომით ბრუნდებიან. რუსეთში წასული ოჯახის მამაკაცები რუსულ არხებს ეცნობიან, რუსეთში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანია ასევე საქართველოში დარჩენილი მათი ოჯახის წევრებისთვის.

“სოფელში, არ არსებობს ოჯახი, საიდანაც ერთი კაცი მაინც, არ მუშაობდა რუსეთში, მაგრამ ახლა იქაც ცუდი მდგომარეობაა. სამუშაო აღარ არის, სოფლიდან წასული ხალხი ძლივს -ღა აგზავნის ფულს ოჯახში. ყველაფერი კი უკრაინის ხელისუფლების ბრალია”
– წუხს ახალქალაქის სოფელ კუმურდოში მცხოვრები ჟორჟ საარიანი.

პოლიტოლოგების აზრით, პროპაგანდა, პირველ რიგში, ეს ინფორმაციის იარაღად გამოყენებაა. ინფორმაციის თავისუფლების იდეას კრემლი საზოგადოებაში დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს. რუსული პროპაგანდის ეფექტი არ არის დარწმუნება ან ნდობის მოპოვება. მისი მიზანია, შეთქმულების თეორიებით დათესოს დაბნეულობა და გაავრცელოს სიცრუე. კრემლი იყენებს ლიბერალური დემოკრატიების ღიაობას, ანგრევს საგამოძიებო და პოლიტიკური ჟურნალისტიკის ავტორიტეტს და ცდილობს გააღვივოს უნდობლობა მედიისადმი. ინფორმაციის იარაღად გამოყენება არის თანამედროვე რუსეთის „ჰიბრიდული ომის“ სასიცოცხლო ნაწილი.

,,რუსეთი სარგებლობს განათლების პრობლემით რომელიც ქვეყანაშია. რაც არ უნდა კონტრპროპაგანდა აწარმოო, ყველაფერი იქნება წამიერი, რადგან ერთადერთი, რაც ამ პრობლემას უშველის, ეს არის განათლების დონის აწევა. რატომ არ მუშაობს მაგალითად, რუსული პროპაგანდა ფინეთში? იმიტომ, რომ ფინეთში განათლების დონე მაღალია. იქაც სცადეს, იქაც დაიწყეს, იქაც გააკეთეს თავიანთი პროპაგანდისტული საშუალებები რუსებმა, მაგრამ არ მუშაობს იმიტომ, რომ როდესაც შავზე ამბობ რომ თეთრია და თეთრზე ამბობ, რომ არის შავი, ძალიან მარტივია ამის ერთმანეთისგან გარჩევა, როდესაც ქვეყანაში განათლების დონე მაღალია. ეს მოწყვლადი ჯგუფებიც ამ პრობლემიდან გამომდინარე იქმნება“ - აცხადებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის (რონდელის) ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი.

ის ფაქტი, რომ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადია, არ უკვირს ნინოწმინდის მერს. ანივარდ მოსოიანის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება პერიოდულად ხვდება სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას და ამ მიმართულებით ადგილობრივების დასმულ კითხვებს პასუხობს.

,,პერიოდულად, ტრენინგებსაც ვუტარებთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, კიდევ იგეგმება ამ მიმართულებით მუშობა. ასევე გავდივართ სოფლებში, ბოლოს ორი-სამი თვის წინ ჩავატარეთ შეხვედრები თითქმის ყველა თემისა და სოფლის მოსახლეობასთან. მოსახლეობაც აქტიურობს“
- აცხადებს ანი მოსოიანი.
საქართველოს მრავალეთნიკურ საზოგადოებაში მიმდინარე სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე დეზინფორმაციის ზეგავლენის ასპექტები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ცრუ ინფორმაციისა და მითების გავრცელების ნეგატიური შედეგები - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. თეა ახვლედიანის თქმით,

„მიზანმიმართული დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე ჩვენ ქვეყანაში სწორედ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან, მიზნად ისახავს ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას, დემოკრატიული ღირებულებების დისკრედიტაციას, საზოგადოების პოლარიზაციას, რაც დიდწილად ეფუძნება მცდარი სტერეოტიპების არსებობას, ისევე როგორც სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ბარიერს და შესაბამისად ინფორმაციაზე შეზღუდულ წვდომას. სწორედ, აღნიშნულ გამოწვევასთან გამკლავების მიზნით, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ჩვენი ქვეყნის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეების, ისევე როგორც სრულიად საზოგადოების აქტიური ჩართულობა მიზნობრივ და კომპლექსურ ღონისძიებებში და საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიებში"- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

მინისტრის განცხადებების მიუხედავად რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ შეძლო არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ისეთი სერვისის შეთავაზება, რომელიც მათ სახელმწიფო ენის სრულყოფილად შესწავლაში დაეხმარებოდა.

,,რაც უფრო ნაკლებია ქართული ენის ცოდნის დონე, მით უფრო მოწყვეტილია ქვეყნის ცხოვრებას. ეს ეხება ნებისმიერ უმცირესობას. ამ მიმართულებით ქართული სახელმწიფოს ჩავარდნას უფრო ვხედავ, როდესაც ქართულ საზოგადოებაში იქნებიან ინტეგრირებული ეს ადამიანები, ქართულ საინფორმაციო სივრცეშიც ავტომატურად იქნებიან ინტეგრირებულნი. და ქართულ საინფორმაციო სივრცეში რუსულისგან განსხვავებით შესაძლებელია განსხვავებული აზრის მოსმენა, სადაც ყველაფერი კრემლისგან კონტროლდება. მთავარ საფრთხეს ვხედავ იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეები სამწუხაროდ სრულყოფილად ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას და ამაში სახელმწიფომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ხარვეზები შეისწავლოს და გეგმა დასახოს, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეების ინტეგრირება ქართულ საზოგადოებასთან“ - აცხადებს რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი.

საქართველოს ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ,,დეზინფორმაცია და პროპაგანდა 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც ხშირ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრის პოლარიზების, სიძულვილის ენის წახალისების, დემოკრატიული პროცესების დაზიანებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირების მიზნით გამოიყენება“.

მედიის განვითარების ფონდის ბოლო კვლევის თანახმად, რუსული პროპაგანდის გავლენა საქართველოში ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთში იგრძნობა.


Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 20 °C
img
ახალქალაქი 18 °C
img
ასპინძა 23 °C
img
ადიგენი 29 °C
img
ბორჯომი 24 °C
img
თბილისი 25 °C
img
აბასთუმანი 19 °C
img
ბაკურიანი 18 °C
img
ნინოწმინდა 18 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.0700
EUR
EUR
1
3.0177
RUB
RUB
100
2.8748
TRY
TRY
1
0.0799
USD
USD
1
2.7354
კალენდარი
«« ოქტომბერი  »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink al dizi film izle film izle yabancı dizi izle fethiye escort bayan escort - vip elit escort erotik film izle hack forum türk ifşa the prepared organik hit omegle live+18 filmtürk pornoporno sexporno izlesıcak sohbetzbahisSahabet TwitterbetturkeystarzbetTipobet365Marsbahis girişTubo Pornô GrátisPelículas de SexoPorn TubeDeneme Bonusu Veren SitelerSahabetvozol star 20000betivobonus veren casino sitesihttps://w88fm.top/فيديوهات سكسافلام سكسwinxbetwinxbetbetturkeybetturkeyzeta libraryzbahisbetbababetbabayouwin girişwinxbetperabetxslotmobilbahismarsbahisMarsbahisCasibomHoliganbetcasinomaxiayvalık zeytinyağıxslotسكس افلامسكس اسودvozol 20000tarafbetxslotyetişkin filmlerVulranra Yeni Markalarilbet girisşarjlı matkappijama takımıpijamadarbeli matkapJojobetlink vao w88 moi nhatdeneme bonusu veren siteleronwin girişonwinMatbetSahabetOnwinMeritkingBahsegelTipobetTarafbetVdcasinoMariobetBetebetPusulabetUltrabetmarsbahisbahiscomCasinoplus girişholy analbetgitmeritkingbetgitpusulabetmatbetdinamobetdinamobetdeneme bonusu veren sitelerbetewinjojobet mobil girişinterbahis twitterjojobet güncel girişklasbahislunabetholiganbetbetkanyontarafbettarafbettarafbetmatbet giriştarafbetrulet taktikleriextrabet girişmarsbahistarafbettarafbetMostbetvirabet giri?virabet giriÅŸtarafbetfixbet girişmatadorbet giriştipobet girişonwin girişstarzbet girişbetmatik girişfixbet girişmatadorbet giriştipobet girişonwin girişstarzbet girişbetmatik girişfixbet girişmatadorbet giriştipobet girişonwin girişstarzbet girişbetmatik girişmarsbahisimajbet güncel girişsetrabet girişcasibommatadorbetmatadorbetmariobet girişCasibomjojobettarafbetgalabettarafbettarafbettarafbetfixbet girişmatadorbet girişbetmatik girişxslot girişbetpublic girişfixbet girişmatadorbet girişbetmatik girişxslot girişbetpublic girişfixbet girişhermesbetmatadorbet girişcasibom girişnude ainakitbahis girişDenizli evden eve nakliyatonwin giriştipobet girişbycasino girişstarzbet girişbetturkey girişzbahis girişbetmatik girişsüpertotobet girişbetkom giriştarafbet girişbahiscom girişmariobet girişbankobet girişonwin giriştipobet girişbycasino girişstarzbet girişbetturkey girişzbahis girişbetmatik girişsüpertotobet girişbetkom giriştarafbetbahiscom girişromabethd film cehennemihdfilmcehennemiLCmeritking 1135https://www.elektronikesigaraal.com/casibomjojobetbahiscasinoparibahismeritkingholiganbetBetrupi GirişbetistbahiscomBetist güncel girişBetist güncel girişBetist güncel girişBetist güncel girişBetist girişBetist girişBetist girişBetist girişBetist girişBetistSahabettarafbetmatadorbetyalama taşımadridbet girişcasibom girişbetebetGrandpashabet casibomcasibom girişprodaja autacasibom güncel girişmeritking 1136MadridbetMadridbetBettürkeyimajbetTarafbettarafbetbetturkeybetebetfixbetfixbetmarsbahis girişsahabetkadıköy escortfixbetBuy Weed Online in CanadaradabetbetkomsupertotobetTarafbetTarafbetmarsbahisbetturkeycasinolevantgüncel giriş sayfalarıcasibomsosabetBetturkeybetciocasinolevantmeritkinggalabetcasibomBetturkeyCasibomngsbahis giriştipobetwinxbetyouwinbetmariosultanbetlunabetmilanobetpiabetaresbetcasibommavibetbetsmovegoldenbahisbetparkbetnanosuperbetinvevobahisparibahisgalabetdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelerjojobet girişmadridbetmadridbet girişCasibombetturkeyholiganbetiptvmarsbahismatbetjojobetholiganbetBets10Basaribetpadişahbet giriş1266 bets10Ralrin Yeni Sayfalar1268 bets101269 bets10bahis siteleri1267 bets10runverna sitelerdeneme bonusu veren siteler rehberiimajbet güncel girişsekabetdumanbetsahabetholiganbetDeneme BonusuCasibommeritkingmeritking girişsabahlıkkimonojojobetjojobet güncelcasibom girişjojobet giriş günceldeneme bonusuBets10casibomsahabet girişhow tall is canelo alvarezAvukat Webmeritkingbetgar girişcasibomcasinolevantfixbetfixbetwinpapelmeritkingsahabetdumanbetsekabetonwinholiganbetmarsbahiscasibomcasibomjojobetmatbetimajbetCasino siteleritipobettipobetbetmatikbetmatikgrandpashabetxslotbankobetbahiscom girişromabetromabetromabetromabet7slotsbetciovaycasinohitbethitbetbahsegelpadişahbetorisbetbetciorüyabetroyalbetmilanobetmilanobetportobetbetgitjojobetMatbetvdcasinoholiganbetbettiltextrabetcratosslotgrandbettingholiganbetbaywıncasibommaltepe kombi servisibaywın girişholiganbetpusulabetpusulabetultrabetsahabetasyabahiscasibom girişpiabellacasinobettiltdinamobetcasibom girişeşya depolamamarsbahis girişmatbetholiganbetsekabetonwin girişsahabetgrandpashabetmeritkingjojobet girişholiganbetcasibommeritkingdumanbetbahsegelcratosslotbetebetkralbetdinamobetbetkanyonbets10lefkoşa travestigrandpashabetXslotgrandpashabet girişgrandpashabetXslotbetkomdeneme bonusu veren sitelerCanlı Bahis Casinosekabetcasibomcasibom girişkavbetKavbetOnwin GirişOnwinOnwin GirişmatadorbetsahabetholiganbetcasibomCasibomcasibom girişultrabetbetkom güncel giriştarafbetwiocasinomatadorbetmarsbahisjojobetmatadorbetmeritkingSahabetonwinSahabetgrandpashabetSahabetSahabetmariobetsetrabetGrandpashabetsawGrandpashabetGrandpashabet Twitter Girişmariobetcasibomjojobetnakitbahispiabellacasinokralbetdinamobetbetkanyon