SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
მედია
2024 წელი მედიისთვის საგანგაშო იყო - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"

 

2024 წელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე მათი სხვადასხვა ფორმით დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევა აღირიცხა, აქედან 80% ოქტომბრის ბოლოდან დღემდე, - ამის შესახებ მედიის მიმართ ძალადობის შემთხვევებისა და მათზე სახელმწიფოს რეაგირებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ მეტია.

მათივე განცხადებით, „ქართული ოცნებისადმი”კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევების დრამატული ზრდის კუთხით 2024 წელო საგანგაშო იყო.

ამასთან ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1-ელი იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სულ 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, საიდანაც 9-ზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

„განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები. 28 ნოემბერს, პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიის წარმომადგენლების უფლებების შელახვის 90-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. მათ შორის იყო: მიზანმიმართული თავდასხმა, მძიმე ფიზიკური დაზიანება, უკანონო დაკავება, დაჯარიმება, აპარატურის განზრახ დაზიანება, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, გაზის, სპრეის და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავება, მუქარა, შეურაცხყოფა.

პროევროპული აქციის გაშუქებისას, მმართველი პარტიის მიერ წახალისებული ე.წ. „ტიტუშკები” პირდაპირ ეთერში განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ „ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს. ასევე პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელის მიერ მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად, თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა. ის სარეაბილიტაციო კურსს ამ დრომდე გადის. აქციების მიმდინარეობისას, მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ათობით სხვა ჟურნალისტსა და ოპერატორს. ჟურნალისტებისთვის მძიმე იყო მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეც, რა დროსაც, “მედიაჩეკერის” ცნობით, საქმიანობაში ხელი მედიის 70 წარმომადგენელს შეუშალეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკისა და სამართლებრივი რეაგირების შესახებ ინფორმაცია წელსაც გამოითხოვა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სულ 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, საიდანაც 9-ზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, 1 სისხლის სამართლის საქმეზე კი - გამოძიება შეწყვიტა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პასუხიდან არ ჩანს, მივიდა თუ არა რომელიმე საქმის გამოძიება ბოლომდე და დაისაჯნენ თუ არა დამნაშავე პირები.

ჟურნალისტებისა და მედიის მიმართ ძალადობა 5 ძირითად კატეგორიას აერთიანებს: მედიის წარმომადგენლების მიმართ ღია თავდასხმები; ჟურნალისტების უკანონო დაკავება და დაჯარიმება; მედიის წარმომადგენლების მიმართ სავარაუდო მუქარის, ზეწოლისა და დაშინების მცდელობები; პარლამენტის მიერ აკრედიტაციის წესის მედიის წინააღმდეგ გამოყენება; მართლმსაჯულების მედიის წინააღმდეგ გამოყენება.

2024 წელს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოიკვეთა კომუნიკაციების კომისიის უარყოფითი როლი კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა წინასაარჩევნო პერიოდში, რა დროსაც კომისიამ “ქართული ოცნების” საჩივრების საფუძველზე, ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ტელევიზიებს სამართალდარღვევის არაერთი სადავო ოქმი შეუდგინა, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ ისინი დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა “მედიაომბუდსმენმაც” და თქვა, რომ კომისია სასამართლოსთან ერთად გახდა “თანამონაწილე საარჩევნო პერიოდში კიდევ ერთხელ დასჯილიყვნენ კრიტიკული მედიასაშუალებები”. მართალია, წინასაარჩევნო პერიოდში, კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე სამართალდარღვევის ოქმი პროსამთავრობო მაუწყებლებსაც შეუდგინა, თუმცა, მთლიანობაში, ეს ვერ დააბალანსებს იმ გამოუსწორებელ ზიანს, რაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებით კრიტიკულ ტელევიზიებსა და ზოგადად წინასაარჩევნო გარემოს მიადგა.

ამასთან, საგულისხმოა, რომ 2024 წელს კვლავ შენარჩუნდა უცხოელი ჟურნალისტების ქვეყანაში არშემოშვების ტენდენცია. მიმდინარე წელს, დასაბუთების გარეშე, უარი უთხრეს არაერთ უცხოელ ჟურნალისტს, რომელთაც საქართველოში მიმდინარე პროცესების გაშუქება სურდათ.

ჟურნალისტებზე თავდასხმების, მათ მიმართ მუქარისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაშინებისა და დისკრედიტაციის გახშირებული მცდელობები, ნათლად გამოხატავს ქართული ოცნების პოლიტიკური ნების არქონას მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფის კუთხით. მეტიც, მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა და დამნაშავეთა დაუსჯელობა ტოვებს განცდას, რომ ამგვარი ქმედებები სწორედ მათი მხრიდან არის წახალისებული და ნებადართული.

მედიის მიმართ დანაშაულების წინააღმდეგ სახელმწიფო ინსტიტუტების უუნარობა და არაეფექტიანი ფუნქციონირება სახელმწიფოს მიტაცების თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც ერთი პარტიის გარშემო კონცენტრირებული ხელისუფლების სხვადასხვა შტო, მხოლოდ ამავე პარტიის ძალაუფლების გამყარების მიზნებს ემსახურება და აცდენილია მის მთავარ დანიშნულებას, რაც საზოგადოების ინტერესების მიუკერძოებელ მსახურებას ნიშნავს,"
- აღნიშნულია ანგარიშში.

 

Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftgrandpashabetramadabetgalabethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตเว็บตรงAI 검사기BetigmaTahliye planıenbetjojobetjojobetnycbahisbets10galabetdizipaltürk ifşa킹콩티비puff배트맨티비jojobettipobetbetcio스마일퀄리티maxwinholiganbetcasibom girişledger livecialis1xbetcasibomfixbet giriştipobettipobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortJojobethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetjojobetcasinofastjustin tvhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahisbetsmoveStreameastholiganbet girişkulisbetpradabetultrabetcasibomorisbettipobetjojobetholiganbetholiganbetnakitbahisGrandpashabet 7025jojobetjojobetjojobet girişjojobetGrandpashabetgobahisorisbetgobahisgiftcardmall/mygiftholiganbetholiganbetholiganbetmatbetroyalbetcasibommavibetiptv satın alcasibomcasibomnitrobahisbetasuscasibom girişcasibomparmabetparmabetyakabetMarsbahisCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahisatlasbetbets10yakabetyakabetyakabetkavbetkavbetbetsmove girişvaycasino girişgalabetgalabetgalabet girişvaycasino girişbetsmovevaycasinodeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortdeneme bonuscasibomfixbet girişJojobetmilanobetelexbetStreameastfixbetartemisbettimebettimebettimebetcasibombetparkSohbet odalarıcasibomcasibompusulabetpusulabetmeritbetbetasus영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişcasibomBetigmajojobetbetparkgrandpashabet 7025matbetрейтинг казинорейтинг онлайн казино