Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/08/cifruli-e1430323898322.jpg?w=300" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/06/tv.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=250" not supported. __LINE__




მედია
ახალციხელების მოსაზრებები ,,რუსთავი 2"–თან დაკავშირებით
“გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით უნდა ყოფილიყო საუკეთესო, ხელისუფლებამ დაიწყო სამარცხვინო ნაბიჯით – მან თავისი გადაწყვეტილებით “რუსთავი 2” დახურა.– ეს განცხადება დღეს არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალურა გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ტელეკომპანია, გამოუვალი მდგომარეობის გამო, წილის გასხვისებით ექვს მილიონ დოლარიანი ინვესტიციის მოზიდვას გეგმავდა, პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა და წილის ყიდვას კეზერაშვილის ნათესავი მართლაც აპირებდა, თუმცა ტელეკომპანიას ამის საშუალება კონკრეტული მიზნების გამო შეუზღუდეს. რუსთვი 2 –თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს აფასებენ ახალციხეში მაცხოვრებლები. ადგილობრივთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება  ტელეკომპანიაზე ზეწოპლას ახდენს, რასაც მათი აზრით დაყადარებული ქონება და სხვადასხვა ქალაქებში არხის მიერ ორგანიზებული ფესტივალისათვის ხელის შეშლის მცდელობები მეტყველებს. ნაწილი კი აღნიშნულს პოლიტიკურ სვლას უწოდებს და ამბობს, რომ არხზე შეზღუდვები არ ხორციელდება.
21:33 / 01.10.2015
ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას
სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. 18 აგვისტოს, 10:00 საათზე ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი გაითიშება და მოსახლეობა მხოლოდ ციფრული სიგნალის მიღებას შეძლებს. რეფორმის შესახებ დღეს ახალციხესა და ბორჯომში,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.
22:25 / 17.08.2015
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ახალციხეში შეხვედრა გაიმართება
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ახალციხეში შეხვედრა გაიმართება
სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლის 18 აგვისტოს გადადის. ამასთან დაკავშირებით, რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება. 17 აგვისტოს 13:00 საათზე სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში ადგილობრივებს, ეკონომიკის სამინისტროს, სსიპ „საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“, შპს „საქართველოს ტელერადიო ცენტრის,“ ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები შეხვდებიან. ამავე დღეს 15:00 საათზე შეხვედრა გაიმართება ბორჯომში, გამგეობის სააქტო დარბაზში. რეფორმის პროცესში ჩართული მხარეები ადგილობრივ მოსახლეობას ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულ რეგიონში ანალოგური სიგნალის გათიშვამდე რამდენიმე დღით ადრე აცნობენ. შეგახსენებთ, რომ ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია, სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც. მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად, მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც უკვე შემუშავდა და ამოქმედდა სეთ-თოფ ბოქსების განვადებით შესყიდვის შეღავათიანი პირობები. მთავრობამ ასევე შეიმუშავა სუბსიდირება, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს (70 000 და ნაკლები სარეიტინგოქულით) ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცათ. საქართველოს მასშტაბით, ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის გათიშვა 25 აგვისტოს დასრულდება.
18:28 / 12.08.2015
,,მე–9 არხში" გასულ მასალას ,,ეტალონ–მედია" გამოეხმაურა
ადიგენის მუნიციპალიტეტისა და ,,ეტალონ–მედიას“ შესახებ ,,მე–9 არხში“ გასულ მასალას, საინფორმაციო სააგენტო ეხმაურება. ,,ეტალონის“ პროექტების მთავარი მენეჯერის, მანანა ღოღობერიძის თქმით, ადიგენის საკრებულოს დეპუტატმა თემურ ფეიქრიშვილმა მათ ბრალი დასდო, რომ სარეკლამო მომსახურებაში კოლოსალური თანხა აიღეს.მისივე თქმით, თანხა ყოველთვიურად 100 ლარს შეადგენს და ეს მუნციპალიტეტის მიერ განხორციელებული სამუშოების წარმოსაჩენად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ეტალონ–მედიას წარმომადგენელი ,,მედიის განვითარების ფონდის“ კვლევის შედეგს ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტისაგან გადაცემის ჩაწერისათვის მიღებული თანხა, 2960 ლარის ოდენობით ტელეკომპანია ,,ობიექტივის“ ბიუჯეტში არ შესულა და იგი მხოლოდ გადაცემის ჩაწერისათვის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფას მოხმარდა. რასაც არ ეთანხმება MDF-ს მედიამკვლევარი. გელა ბოჩიკაშვილი აღნიშნავს, რომ კვლევა ზუსტია და ტელეკომპანია ,,ობიექტივისათვის” თანხის გადარიცხვა ირიბად ხდება. ტელეკომპანია ,,მე–9 არხი“ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, როცა ადიგენის საკრებულოს სხომაზე, სარეკლამო თანხის არამიზნობრივი ხარჯვა დეპუტატმა თემურ ფეიქრიშვილმა გააპროტესტა, რასაც თან დაერთო ,,მედიის განვითარების ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა. სიუჟეტი MDF -ს კვლევის დოკუმენტის, ასევე ეტალონსა და ადიგენის მუნციპალიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადდა. გარდა ამისა, საკრებულოს დეპუტატის ბრალდებებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა სიუჟეტში მოცემულ მონაცემებს რეიტინგთან დაკავშირებით პასუხი გასცა. შესაბამისად, სატელევიზიო მასალა ბალანსსა და რეალობას მოკლებული არ არის.
21:39 / 23.07.2015
,,მე–9 არხში" გასულ მასალას ,,ეტალონ–მედია" გამოეხმაურა
ადიგენის მუნიციპალიტეტისა და ,,ეტალონ–მედიას“ შესახებ ,,მე–9 არხში“ გასულ მასალას, საინფორმაციო სააგენტო ეხმაურება. ,,ეტალონის“ პროექტების მთავარი მენეჯერის, მანანა ღოღობერიძის თქმით, ადიგენის საკრებულოს დეპუტატმა თემურ ფეიქრიშვილმა მათ ბრალი დასდო, რომ სარეკლამო მომსახურებაში კოლოსალური თანხა აიღეს.მისივე თქმით, თანხა ყოველთვიურად 100 ლარს შეადგენს და ეს მუნციპალიტეტის მიერ განხორციელებული სამუშოების წარმოსაჩენად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ეტალონ–მედიას წარმომადგენელი ,,მედიის განვითარების ფონდის“ კვლევის შედეგს ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტისაგან გადაცემის ჩაწერისათვის მიღებული თანხა, 2960 ლარის ოდენობით ტელეკომპანია ,,ობიექტივის“ ბიუჯეტში არ შესულა და იგი  მხოლოდ გადაცემის ჩაწერისათვის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფას მოხმარდა. რასაც არ ეთანხმება  MDF-ს მედიამკვლევარი. გელა ბოჩიკაშვილი აღნიშნავს, რომ კვლევა ზუსტია და   ტელეკომპანია ,,ობიექტივისათვის” თანხის გადარიცხვა ირიბად ხდება. ტელეკომპანია ,,მე–9 არხი“ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, როცა ადიგენის საკრებულოს სხომაზე, სარეკლამო თანხის არამიზნობრივი ხარჯვა  დეპუტატმა თემურ ფეიქრიშვილმა გააპროტესტა, რასაც თან დაერთო ,,მედიის განვითარების ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა.  სიუჟეტი MDF -ს კვლევის დოკუმენტის, ასევე  ეტალონსა და ადიგენის მუნციპალიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადდა. გარდა ამისა, საკრებულოს დეპუტატის ბრალდებებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა სიუჟეტში მოცემულ მონაცემებს რეიტინგთან დაკავშირებით პასუხი გასცა. შესაბამისად, სატელევიზიო მასალა ბალანსსა და რეალობას  მოკლებული არ არის.
21:36 / 23.07.2015
სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე 18 აგვისტოს გადავა
სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე 18 აგვისტოს გადავა
საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე პირველი ივლისიდან გადადის.  მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები დედაქალაქის შემდეგ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად, ექვსი კვირის განმავლობაში გაითიშება. ანალოგიური სატელევიზო გადამცემი სადგურების გათიშვის გრაფიკი კი შემდეგია: 2015 წლის 9 ივლისს 10:00 საათზე _ გორში, ბეკამში, დუშეთში, ხაშურში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება; 2015 წლის 18 ივლისს 10:00 საათზე _ ქუთაისში, ტყიბულში, ცაგერში, ფოთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ზესტაფონში, მარტვილში, სამტრედიაში, ხონში, სენაკში; 2015 წლის 30 ივლისს 10:00 საათზე _ ბათუმში, ხულოში, ქედაში და შუახევში; 2015 წლის 6 აგვისტოს 10:00 საათზე _ ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში და ჯვარში. 2015 წლის 18 აგვისტოს 10:00 საათზე _ ბორჯომში, ბაკურიანში, აბასთუმანში, ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქში და ნინოწმინდაში; 2015 წლის 25 აგვისტოს _ 10:00 საათზე დმანისში, ბოლნისში, წალკაში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ამბროლურში, ლენტეხში, მესტიაში, ჭიათურაში და საჩხერეში. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით,  ტელემაუწყებლობის გავრცელებისა და მიღების რეჟიმი, რომელიც დღეს მოქმედებს, არსებითად იცვლება. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა მოსახლეობის იმ კატეგორიას ეხება, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით ე.წ. სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებს და მის ტელევიზორს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა არ აქვს. საზოგადოების ამ ნაწილს ციფრულ ფორმატში ღია სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა – სეტ-ტოპ-ბოქსი დასჭირდება. სეტ-ტოპ-ბოქსი უერთდება ძველ ტელევიზორებსაც. ულტრათანამედროვე ტელევიზორებს ციფრული სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა უკვე ჩამონტაჟებული აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტის (საკაბელო ოპერატორის) მომსახურებით სარგებლობს, ან თანამგზავრულ მაუწყებლობას სპეციალური მოწყობილობების საშუალებით იღებს, რეფორმა არ ეხება და მათ სეტ-ტოპ-ბოქსი არ დასჭირდება, თუ ტელემაუწყებლობის ღია ეთერით მიღება არ ენდომებათ. როგორც კომისიაში განმარტავენ, სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სეტ-ტოპ-ბოქსები უკვე შეიძინა და ყველა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს მინიჭებული, მის კუთვნილ სეტ-ტოპ-ბოქს რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, “საქართველოს ფოსტის” შესაბამის სერვის ცენტრში პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ მიიღებს. მოსახლეობის იმ ნაწილმა კი, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით, სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებს და არ წარმოადგენს სოციალურად დაუცველთა კატეგორიას და ასევე, არ აქვს DVB-T2 სტანდარტის სიგნალის მიმღები ტელევიზორი, სეტ-ტოპ-ბოქსი უნდა შეიძინოს, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში იყიდება.
12:52 / 24.06.2015
როგორ გააშუქა თბილისში მომხდარი სტიქია მედიამ?
13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ ამბებს აქტიურად აშუქებდნენ, როგორც ცენტრალური არხები, ასევე რეგიონული  და მსოფლიო მედიასაშუალებები. საზოგადოების ერთ–ერთი ყველაზე  მთავარი და მნიშვნელოვანი წყარო ჟურნალისტები იყვნენ.
23:22 / 19.06.2015
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღმა გადაიწია
საქრთველო ციფრულ მაუწყებლობაზე 17 ივნისიდან აღარ გადავა. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ვადის გადაწევის მიზეზი, დედაქალაქში მომხდარი სტიქიური მოვლენა გახდა. დადგენილ ვადებში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის ემზადება ტელეკომპანია „მეცხრე არხიც“. ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის მზად არის. არხის გენერალური დირექტორის განმარტებით,  ტელევიზიები ახალ მაუწყებლობაზე, ეტაპობრივად  გადავლენ.  პროცესი, იმ გრაფიკით წარიმართება, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო,  ციფრულ სააგენტოსთან ერთად და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან შეთანხმებით  შეადგენს.
22:52 / 16.06.2015
112-მა მედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური ჩაატარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტმა 2015 წლის 27-28 მაისს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ მედიატური გამართა. მედიატურში მონაწილეობა საქართველოს რეგიონალური მედიის 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. „112“-ის მიერ მედიატურის ჩატარების მიზანი იყო მედიის წარმომადგენლებს მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონოდათ გადაუდებელი დახმარების უნიკალური ნომრის შესახებ და „112“-ის წარმომადგენლებისაგან დასრულებული, მიმდინარე თუ სამომავლო პროექტების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. მედიატურის ფარგლებში რეგიონალური მედიის წარმომადგენლები „112“-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, გაიგეს თუ რა სიახლე დანერგა „112“-მა იმისათვის, რომ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შეეძლოთ გადაუდებელი დახმარების ნომერთან დამოუკიდებლად წვდომა. ასევე შეიტყვეს, რა ღონისძიებები ჩატარდა „112“-ის ცნობადობის გაზრდისა და მოქალაქეთათვის უკეთესი სერვისის შეთავაზების კუთხით. დეტალურად განიხილეს თუ რა ცვლილებები შევიდა კანონში და რა კუთხით გამკაცრდა სასჯელი არამიზნობრივი და ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაში. მედიატურის მეორე დღეს ჟურნალისტები „112“-ს ესტუმრნენ, ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას და ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს დააკვირდნენ. შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა და შსს-ს „112“-ის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თეა გზირიშვილმა „112“-ის მიერ ორგანიზებული მედიატურის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცეს.
23:18 / 28.05.2015
ადგილობრივი ხელისუფლება მედიას ურთიერთობის საკუთარ პირობებს უწესებს
ადგილობრივი ხელისუფლებისა და მასმედიის ურთიერთობას საკრებულოს სხდომაზე  დეპუტატები განიხილავენ. მერიის მაღალი თანამდებობის პირები რეგიონში მოქმედ მედიას  სარედაქციო პოლიტიკას უწუნებენ და ურთიერთობის საკუთარ პირობებს უწესებენ. ახალციხის მერიიდან და საკრებულოდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაში ფულს როგორც ჟურნალისტები, ასევე რიგითი მოქალაქეებიც გადაიხდიან. დეპუტატების უმრავლესობამ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, თუ გამოთხოვილი ინფორმაცია 40 გვერდს აღემატება, მაშინ განმცხადებელს თითო ფურცელში 5 თეთრის გადახდა მოუწევს.
12:33 / 27.05.2015
ახალციხეში ახალი ვებ-პორტალის პრეზენტაცია გაიმართა
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალი ვებ-პორტალის პრეზენტაცია გაიმართა. ShenMarTav.ge – არის დამოუკიდებელი ინტერნეტ საიტი, რომელიც მოქალაქეთა გააქტიურების მიზნით შეიქმნა.  მომხმარებლებს საშუალება აქვთ ოთხი თვითმმართველი ერთეულის: ახალციხის, გორის, ბათუმისა და რუსთავის მუნიციპალური საკრებულოების საქმიანობას დააკვირდნენ.  ვებ–გვერდზე განთავსებულია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სიახლეები,  ინფორმაცია წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანოების წევრების შესახებ, დეპუტატების სხდომებზე დასწრების სიხშირე და სხვა. პორტალი ვიზიტორს, ასევე, საშუალებას აძლევს  საკრებულოსა და პარლამენტის წევრებს კითხვები ონლაინ რეჟიმში დაუსვას და  შესაბამისი პირისგან პასუხიც მიიღოს.
19:46 / 25.05.2015
ახალციხე ციფრული მაუწყებლობის მოლოდინში
საქართველო 2015 წლის 17 ივნისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. პროცესში ქვეყანა ერთი წელია ჩაერთო. აღნიშნულისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ტელეკომპანიები. თვეზე ნაკლები რჩება იმ  დრომდე, როდესაც საქართველო ანალოგური სიხშირიდან  ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა. მოსახლეობის ნაწილმა პროცესისთვის მზადება  უკვე დაიწყო და ტექნიკის მაღაზიებს მიმართა,  ნაწილი კი  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობს.  
22:34 / 22.05.2015
ციფრულ მაუწყებელობასთან დაკავშირებული სიახლეები სტუდენტებს გააცნეს
რა სახის ცვლილებები ელოდება მოსახლეობას 2015 წლის 17 ივნისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა – ამის შესახებ, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებს სიახლეები გააცნო. მათი თქმით, მოსახლეობა არასაკმარისად არის ინფორმირებული ციფრული მაუწყებლობის შესახებ, რადგან მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ტელევიზორები, რომლითაც აქამდე სარგებლობდნენ, აღარ გამოდგება და  საჭიროა ახალი შეიძინონ.
20:37 / 21.05.2015
ახალციხის ,,ლიდერთა სახლმა" ,,მე–9 არხის" ჟურნალისტს უმასპინძლა
,,დანაშულის გაშუქება მედიაში“–ამ თემაზე დღეს ,,ლიდერთა სახლის“ ახალციხის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებისათვის საინტერესო კითხევებს ტელეკომპანია ,,მე–9 არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, თიკო კურტანიძემ უპასუხა. მან ,,ლიდერთა სახლის“ 10–მდე მონაწილეს ჟურნალისტური გამოცდილების შესახებ უამბო და ისაუბრა, თუ როგორ შუქდება მედიაში დანაშულებები, რა ეთიკური ნორმების დაცვაა საჭირო და რამდენად აინტერესებს მსგავსი ამბების ხილვა მაყურებელს.
22:45 / 23.04.2015
ადიგენის საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს
ადიგენის საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად ჟურნალისტებს ნახევარსაათიანი  ლოდინი მოუხდათ. როგორც “მეცხრე არხის” კორესპონდენტი თაკო ფეიქრიშვილი ამბობს, სხდომაზე დასწრებისა და გადაღების  უფლება არ მისცეს. დაცვის წევრებმა გადამღებ ჯგუფს განუცხადეს, რომ ბრძანება ჰქონდათ, ჟურნალისტები შენობაში  არ შეეშვათ, თუ ვისგან  ამას არ აკონკრეტებდნენ. ნახევარი საათის შემდეგ,  საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების მოთხოვნისა და შემდეგ უკვე თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ, ჟურნალისტები სხდომაზე შევიდნენ. ადგილზე  ტელეკომპანია “მეცხრე არხი” იმყოფება და დეტალებს რამდენიმე წუთში მოგაწვდით.
14:00 / 04.03.2015
როგორ აფასებენ 2014 წელს ტელეკომპანია "მე–9 არხში"?
როგორი იყო 2014 წელი მეცხრე არხისთვის, რას ასახელებს ყველაზე დიდ მიღწევად ტელეკომპანიის შემოქმედებითი ჯგუფი, როგორ აფასებენ ისინი გასულ წელს და რა იმედებით ხვდებიან ახალ, 2015 წელს?
16:12 / 02.01.2015
„მეცხრე არხის“ სატელევიზიო მასალამ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„მეცხრე არხის“ სატელევიზიო მასალამ მედია კონკურსში პირველი ადგილი აიღო. თაკო ფეიქრიშვილის ტელე-სიუჟეტმა სახელწოდებით „გავა თუ არა პროდუქცია ევროპულ ბაზარზე ახალციხიდან“ – ჟიურის მოწონება ყველაზე მეტად დაიმსახურა. მეცხრე არხის ჟურნალისტს საჩუქრად პლანშეტი და სიგელი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ქუთაისში შედგა.
13:06 / 23.12.2014
ქეთევან ხმალაძე:"იუდას" ადვოკატად რომ დავუდგეთ ნამდვილად არ გამოგვადგება"
არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები და საზოგადოების სხვა წევრები გაზეთ „სამხრეთის კარიბჭის“ ირგვლივ მომხდარ მოვლენებს ეხმაურებიან. მათ დღეს შეხვედრა გამართეს და განაცახადეს, რომ ჟურნალისტმა ისეთ თემებზე უნდა იმუშავონ, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირებას არ გამოიწვევს. გაზეთ „სამხრეთის კარიბჭის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ახალციხეში არსებული არასამთავრობო ორგანიზციები და საზოგადოების წევრები გამოეხმაურნენ. მათი განხილვის თემას  რედაქციის მიერ გამოქვეყნებული სტატია წარმოადგენდა, სადაც საუბარია იმაზე, რომ სოფელ გოგაენში მომხდარ  მკვლელობაში  ბრალდებულის დები, სამცხე–ჯავახეთის საამმართველოს უფროსს თეიმურაზ კალანდაძეს ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებენ.  შეხვედრის  ორგანიზატორები ამბობენ,  რომ ჟურნალისტმა ისეთ თემებზე უნდა იმუშავონ, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირებას არ გამოიწვევს.
21:59 / 15.12.2014
სხვა სტატიები
განტვირთვა
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 11 °C
img
აბასთუმანი 7 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4849
RUB
RUB
100
4.1200
TRY
TRY
1
0.2441
USD
USD
1
3.0867
AMD
AMD
1000
6.3578
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.