Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/03/marina-zedelashvili.jpg?w=220" not exists.




მედია
მარინა ზედელაშვილი "ყველა მესხ ჟურნალისტს ეკუთვნის ეს წოდება"
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთის „მესხეთის უნივერისტეტის“ რედაქტორს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიენიჭა. მარინა ზედელაშვილს ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა სიგელი გადასცა. 
16:12 / 31.03.2014
მარინე ზედელაშვილს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიენიჭა
მარინე ზედელაშვილს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიენიჭა
   სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთის „მესხეთის უნივერსიტეტის“ რედაქტორს მარინე ზედელაშვილს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიენიჭა. აღნიშნუილი წოდება მესხ ქალბატონს ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისათვის,  საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა მიანიჭა. “ეს ჯილდო მარტო ჩემი არაა, ეს ყველას გვეკუთვნის, მესხეთში მომუშავე ყველა ჟურნალისტს. ეს ჯილდო ყველა თქვენგანისაა” – აღნიშნა მარინე ზედელაშვილმა “მეცხრე არხთან” სატელეფონო საუბრისას. მარინე ზედელაშვილი 40 წელზე მეტია ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობს.  
14:10 / 25.03.2014
მხატვრული ფილმების სუბტიტრებით განთავსების მაჩვენებელი 10%-მდე შემცირდა
არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმების სუბტიტრირებით განთავსების მაჩვენებელი 30 -ის ნაცვლად 10%-მდე შემცირდა -ამის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაავრცელა. სიახლეს ტელეკომპანია “მეცხრე არხზე” დიდი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა აღნიშნულით რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია კმაყოფილია.
22:09 / 18.03.2014
მედიამაუწყებლობაზე საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა
რეგიონულ მაუწყებლებზე საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა – ადგილობრივ ტელევიზიებს საშუალება აქვთ საარჩევნოდ საეთერო დრო ნებისმიერ მსურველს მიყიდონ, უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.
11:41 / 07.03.2014
„მეცხრე არხის“ ამერიკაში ვიზიტით პარტნიორული პროგრამა დასრულდა
ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თანამშრომლების ამერიკაში ვიზიტი დასრულდა. პენსილვანიის შტატის ქალაქ ერის ტელეკომანია „დაბლიუ–აი–სი–იუმ“ ქართველ კოლეგებს ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლა. საერთაშორისო ორგანიზაცია „აირექსის“ მიერ განხორციელებულ მედიაპარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გამოცდილების გაზიარება მოხდა. აღნიშნული ვიზიტით ორ მაუწყებელს შორის პარტნიორული ურთიერთობა დასრულდა.
19:53 / 05.03.2014
რეგიონული მაუწყებლები სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ
საქართველოს რეგიონულმა მაუწყებელმა მორიგი საერთო კრება ჩაატარა, სადაც ასოციაციაში შემავალმა ტელეკომპანიებმა 2013 წელი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. გარბის საერთო კრებამ გამგეობის განახლებული შემადგენლობაც აირჩია. წევრების გადაწყვეტილებით, ასოციაციის თავმჯდომარედ თელავის ტლეკომპანია ,,თანამგზავრის” ხელმძღვანელი – ენრი კობახიძე დასახელდა.
23:53 / 18.02.2014
როგორი იყო "მეცხრე არხისთვის" 2013 წელი?
ახალი გადაცემები, გაცვლითი პარტნიორული ვიზიტები, ჯილდოები – 2013 წელი “მეცხრე არხისთვისაც” ნაყოფიერი იყო. მრავალი სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად, ტელეკომპანიამ წელი წარმატებით დაასრულა.
20:19 / 09.01.2014
"მეცხრე არხის" გადამღები ჯგუფი საუკეთესო რეპორტაჟისთვის დაჯილდოვდა
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა. გარბმა რეგიონის ჟურნალისტებს თბილისში უმასპინძლა და ისინი საუკეთესო რეპორტაჟის მომზადებისთვის დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. დაჯილდოვებულთა შორისაა ტელეკომპანია “მეცხრე არხის” კორესპონდენტი თიკო კურტანიძე და ოპერატორი სერგეი ფიდანიანი.
11:50 / 26.12.2013
"მეცხრე არხში" ამერიკელი კოლეგების ვიზიტი დასრულდა
ამერიკელი კოლეგების ვიზიტი ტელეკომპანია „მეცხრე არხში“ დასრულდა. „WICU“-ს წარმომადგენლებმა მაუწყებელში სტუმრობა შეაჯამეს. მათ აღნიშნეს, რომ პირველი ვიზიტის შემდეგ ტელეარხში ბევრი რამ შეიცვალა. ორი ტელევიზიის თანამშრომლობის ნიშნად „WICU“–ს „მეცხრე არხისგან“ სიმბოლური საჩუქარი გადეცა.
22:46 / 06.12.2013
ამინდი
ახალციხე -5 °C
img
ახალქალაქი -7 °C
img
ასპინძა -4 °C
img
ადიგენი 5 °C
img
ბორჯომი -2 °C
img
თბილისი 1 °C
img
აბასთუმანი -5 °C
img
ბაკურიანი -8 °C
img
ნინოწმინდა -7 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4661
RUB
RUB
100
3.9081
TRY
TRY
1
0.2269
USD
USD
1
3.0720
AMD
AMD
1000
6.3834
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.