რელიგია
,,მართლმადიდებლობის ზეიმი" ტაძრებში
დიდმარხვის პირველ კვირას ეკლესია აღნიშნავს „მართლმადიდებლობის ზეიმს“. ეს ტრადიცია დასაბამს იღებს IX საუკუნიდან.

როგორც ცნობილია, მეშვიდე მსოფლიო კრებამ (787 წ.) დაამტკიცა ხატებისა და სხვა საეკლესიო სიწმიდეების თაყვანისცემის ჭეშმარიტება.

თუმცაღა მწვალებლობა ამ კრების შემდეგაც არ ჩამქრალა და აგრძელებდა ბრძოლას საღმრთო სწავლების წინააღმდეგ. დედეოფალმა თეოდორამ ხატმბრძოლი მეუღლის, იმპერატორ თეოფილეს გარდაცვალების შემდეგ, 842 წლის 18 თებერვალს მოაწვევინა საეკლესიო კრება ხატთაყვანისცემის აღდგენისათვის.

ამ კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებლური სწავლება ხატთა თაყვანისცემის შესახებ. კრებაზე გადაწყდა განეკვეთათ ის სასულიერო პირები, რომელთაც არ სურდათ თავისი მწვალებლობის უარყოფა. ამავე კრებაზე დადგინდა, რომ მორწმუნეთა ჭეშმარიტებაში განსამტკიცებლად ყოველწლიურად აღესრულებინათ „მართლმადიდებლობის ზეიმის“ წესი.

ხატების თაყვანისცემის აღდგენის საზეიმოდ აირჩიეს დიდმარხვის პირველი კვირა. ამ დღეს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მეთოდემ წმიდა სოფიას ტაძარში შეკრიბა მართლმადიდებელი სამღვდელოება და კრების მონაწილენი. იქ იყო დედოფალი თეოდორა თავის ვაჟთან ერთად.

ტაძარში შეკრებილნი ხალხთან ერთად ლიტანიობით – ხატებით, ანთებული სანთლებით, გალობით გაემართნენ ქალაქის შუაგულისაკენ. ამის შემდეგ აღსრულდა სადღესასწაულო წირვა. ლიტანიობისა და წირვის დროს ხატები ამაღლებულ ადგილას იყო დასვენებული.

ამ დღეს მართლმადიდებლობის დღე ეწოდა. გადმოცემით „მართლმადიდებლობის ზეიმის“ წესი წმ. პატრიარქმა მეთოდემ შეადგინა.

რაბათის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაო- კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.