სამართალი
ზუმერის გაქურდვაში ეჭვმიტანილები დააკავეს
პოლიციამ ახალციხეში ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნა. პაატა ნათენაძის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია "ზუმერი" 15 ივლისს გაქურდეს.

ბრალდებულებმა თანამზრახველ ორ არასრულწლოვანთან ერთად ახალციხეში ,,ზუმერის" ტექნიკის მაღაზია გაქურდეს.

დანაშაული 6–დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადგილზე მისულებს ჩამსხვრეული დახვდათ კარის მინა, წაღებული იყო ტექნიკა.

შემთხვევა დაახლოებით, ღამის 3-ის ნახევრიდან სამ საათამდე პერიოდში მოხდა.

მენეჯერი ამბობდა, რომ სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, ადგილზე დაცვის და კრიმინალური პოლიცია მივიდა, თუმცა ტექნიკის გატანა მაინც შეძლეს.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
| Print |