სამართალი
ეკონომიკის სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობისგან“ განმარტების გაკეთებას და შეცდომის საჯაროდ აღიარებას მოითხოვს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, 3 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებებმა, რომლებიც აღნიშნული ორგანიზაციის კვლევას დაეყრდნენ, გაავრცელეს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შრომის ანაზღაურების საშუალო თვიურ მაჩვენებელთან დაკავშირებით.

„თავიდანვე უნდა აღინიშნოს,რომ ინფორმაცია გავრცელებულ იქნა სათანადო, აუცილებელი განმარტების გარეშე, რის გამოც წარმოდგენილი მონაცემები არ ასახავს რეალურ სურათს, ამდენად, მცდარია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაში წერია, რომ შედარებულ იქნა კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ მიღებამდე და მიღების შემდეგ ერთი თვის სახელფასო ანაზღაურება და შედარებულ იქნა 2017 წლის დეკემბერი 2018 წლის დეკემბერთან. ამასთან, კვლევის ავტორებს არ უხსენებიათ, რომ 2018 წლის დეკემბერში ბევრ საჯარო უწყებაში, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, კანონით გათვალისწინებული ზღვარის ფარგლებში, განხორციელდა ზეგანაკვეთურად მუშაობისთვის ანაზღაურება და წამახალისებელი ფულადი სარგებლის გაცემა, რამაც ცალკე აღებულ თვეში (2018 წლის დეკემბერი) ერთჯერადად გაზარდა სამინისტროს თანამშრომლებზე გაცემული ანაზღაურების ოდენობა.

ობიექტური მკვლევარი ამ გარემოებას აუცილებლად მიუთითებდა ან საანგარიშოდ რომელიმე სხვა თვეს აიღებდა, რომელიც უფრო ზუსტად ასახავს სახელფასო ანაზღაურების რეალურ ოდენობას. შედეგად, 2018 წლის ნოემბერში და ზოგადად 2018 წლის საშუალო ხელფასი გაცილებით ნაკლები იქნებოდა ცალკე აღებული 2018 წლის დეკემბრის საშუალო ხელფასთან, რადგან ამ თვეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებმა ერთჯერადად მიიღეს ანაზღაურება ზეგანაკვეთურად მუშაობისთვის და წამახალისებელი ფულადი სარგებელი. თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ეს არ გააკეთა და ამით საფუძველი მისცა მედიას, გაევრცელებინა არასრული და ცრუ ინფორმაცია.

საგულისხმოა, რომ 2018 წლის განმავლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებზე კანონით გათვალისწინებული დანამატისა და ჯილდოს გაცემა რიგი მიზეზების გამო არ მომხდარა. ამდენად, კანონით გათვალისწინებული ზღვარის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში თანამშრომელთა ზეგანაკვეთურად მუშაობისთვის ანაზღაურება და წამახალისებელი ფულადი სარგებლის გაცემა განხორციელდა მხოლოდ 2018 წლის დეკემბრის თვეში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საშუალო შრომის ანაზღაურების გაანგარიშება მართებულია მთელი წლის განმავლობაში გაცემული ხელფასების (დანამატების და ჯილდოს ჩათვლით) მიხედვით. 2018 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შრომის საშუალო ანაზღაურება შეადგენდა 2244 ლარს, ნაცვლად საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო-ს მიერ დასახელებული 5729 ლარისა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიზში ასევე არასწორად არის წარმოდგენილი მედიანური შრომის ანაზღაურება, რომელმაც 2018 წელს სამინისტროში 1 804 ლარი შეადგინა და არა - 4 200 ლარი, როგორც ეს ორგანიზაციის კვლევაშია ასახული. შესაბამისად, სხვაობა საშუალო და მედიანურ შრომის ანაზღაურებას შორის 2017 წელს 28.3%-ს, ხოლო 2018 წელს 21.7%-ს შეადგენდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს მიერ დასახელებული მონაცემები კი 26.5% და 30.8%-ია. ამდენად, რეალურად სხვაობა არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდეც.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსგან გააკეთოს სათანადო განმარტება ზემოთაღნიშნული კვლევის თაობაზე და საჯაროდ აღიაროს თავისი შეცდომის შესახებ. გარდა ამისა, აუცილებელია, აღნიშნული ასევე გამოქვეყნდეს იმ მედიასაშუალებებში, რომლებმაც ხელი შეუწყო ამ ცრუ და არაზუსტი ინფორმაციის ტირაჟირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 17 °C
img
ახალქალაქი 14 °C
img
ასპინძა 24 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 19 °C
img
თბილისი 26 °C
img
აბასთუმანი 14 °C
img
ბაკურიანი 12 °C
img
ნინოწმინდა 14 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7967
EUR
EUR
1
2.8453
RUB
RUB
100
2.8623
TRY
TRY
1
0.0819
USD
USD
1
2.6711
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 GirişcasibomcasibomEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.combetturkey hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://iainfmpapua.ac.id/wp-content/languages/-/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbetsekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibomtrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetgrandpashamobilbahisinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobetholiganbetholiganbettrbetholiganbetvdcasinomarsbahisholiganbetqueenbettempobet