SSSS



სამართალი
დისკრიმინაცია და ანტიდისკრიმინაციული მექანიზმი
საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი ერთხელ მაინც გამხდარა დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა ხშირად ვერც კი აღიქვამს, რომ მათ მიმართ ხორციელდება დისკრიმინაცია. უპირველეს ყოვლისა განვმარტოთ თუ რა არის დისკრიმინაცია.
დისკრიმინაცია, ეს არის ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთნაირ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს განსხვავებულად ეპყრობიან, ან განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ეპყრობიან თანაბრად. აღნიშნული მოპყრობა შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა ნიშნით, ესენია: რასა, ეთნოსი, რელიგია, გენდერი, სოციალური, ასაკობრივი, ოჯახური მდგომარეობა და ა.შ.

განვიხილოთ მაგალითზე: ბუღალტრის თანამდებობის დასაკავებლად გასაუბრებაზე მოვიდა 2 ადამიანი, რომელთაგან ერთი არის ქრისტიანი, ხოლო მეორე მუსლიმი. ორივე მათგანს აქვს ერთნაირი განათლება და კვალიფიკაცია, მაგრამ დამსაქმებელმა უპირატესობა მიანიჭა ქრისტიანს, ვინაიდან მას არ სურდა სამსახურში აეყვანა მუსლიმი. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზე არის დისკრიმინაცია რელიგიის ნიშნით, რადგან ბუღალტრული საქმიანობის განსახორციელებლად რელიგიას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. დამსაქმებელს კანდიდატები უნდა შეეფასებინა მხოლოდ მათი ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით.

ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. ასევე აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს იძულებას, წაქეზებას ან ხელშეწყობას სხვა პირის მიმართ დისკრიმინაციის განსახორციელებლად. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

ადამიანთა თანასწორობის დაცვისა დადისკრიმინაციასთან ბრძოლის საქმეში ქართული სახელმწიფოს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს 2014 წლის 2 მაისს მიღებული კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. აღნიშნული კანონის მიღებით სახელმწიფომ კიდევ ერთხელ აღიარა კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა ნებისმიერი ნიშნით. 2010 წლის 26 მარტს ასევე მიღებულ იქნა კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული სახელმწიფოს კურსს ხელი შეუწყოს ქალის და კაცის თანასწორობას.

მიუხედავად კანონმდებლობის არსებობისა, საქართველოში დისკრიმინაციის შემთხვევები ძალიან ხშირად ხდება. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის სპეციალური ანგარიშის თანახმად, 1 წლის განმავლობაში შესული საჩივრების უმეტესობა (18%) შეეხებოდა პოლიტიკური და სხვა შეხედულების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს, 17% რელიგიური ნიშნით, 14% ეროვნული/ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით, 10% სქესის ნიშნით.

ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებულია დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით დგას რეგიონებში, სადაცსაზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციები და სტერეოტიპები მნიშვნელოვნად უშლის ხელს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას. ხშირად საზოგადოების არასწორი დამოკიდებულება ხელს უწყობს და ახალისებს მცდარი გენდერული სტიგმების გავრცელებას. საზოგადოება ამაში პრობლემას ვერ ხედავს და თვლის, რომ ეს ტრადიციაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, თუმცა რეალურად ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ თუ როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები დისკრიმინაციის განხორციელების შემთხვევაში. თუ პირს მიაჩნია, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია, საკუთარი უფლებების აღსადგენად, მას შეუძლია მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით/საჩივრით ან სასამართლოს სარჩელის შეტანის გზით.

დისკრიმინაციის არსებობის შემთხვევაში, საკითხის განხილვის უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს სახალხო დამცველს. სახალხო დამცველი განიხილავს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან პირთა ჯგუფის განცხადებას და საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს. განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად, სახალხო დამცველს შეუძლია გამოსცესრეკომენდაცია უფლებების დამრღვევი კონკრეტული ორგანოს მიმართ.

დისკრიმინაციის დროს, საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიმართვა პირს არ ართმევს უფლებას ასევე მიმართოს სასამართლოს. ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის ან ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელმაც მის მიმართ განახორციელა დისკრიმინაცია. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 3 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია. სასამართლოში სარჩელით შეიძლება მოთხოვნილ იქნეს დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა, მისი შედეგების აღმოფხვრა, ასევე, მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.



სტატია მომზადებულია ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ პროექტის ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“ ფარგლებში.

სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.


Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.