საზოგადოება
რა ვითარებაა გურიაში, სტიქიის მეოთხე დღეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები და მეწყერსაშიშ ლოკაციებს აფასებენ, - ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქალაქ ოზურგეთს წყალმომარაგება სრულად აღუდგა, ბუნებრივი აირი 80-მდე აბონენტს არ მიეწოდება, ხოლო ელექტროენერგიის გარეშე 20 ოჯახია დარჩენილი.

,,ტექნიკა ისევ აქტიურად აგრძელებს სამუშაოებს. ორმეთში ხიდი იყო დაზიანებული და დღეს მოხდება მისი აღდგენა. ასევე, გზები გასწორდა, რომ თავისუფლად შეძლონ მანქანებით გადაადგილება. ქალაქ ოზურგეთში, გვიან ღამით 186 აბონენტს წყალმომარაგება აღუდგა და ამ ეტაპზე ქალაქში სრულად აღდგენილია. 250-ზე მეტ ოჯახს მივაწოდეთ გუშინ სურსათი და მედიკამენტები. ეს პროცესი უწყვეტად გრძელდება. ბუნებრივი აირი 80-მდე აბონენტს არ მიეწოდება, შესაბამისი კომპანია მუშაობს და ეს პრობლემაც მოგვარდება. ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 20 აბონენტამდეა დარჩენილი.

გეოლოგები აქტიურად მუშაობენ სოფლებში, პარალელურად, ჩვენი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები ინფრასტრუქტურულ ზარალს აღწერენ და აფასებენ, ასევე ასურათებენ სახლებს. აღწერას უნდა დაემთხვეს გეოლოგების შეფასება, რადგან გეოლოგი თუ იტყვის, რომ იმ ლოკაციაზე არ იცხოვრება, ასეთ დროს უნდა მოხდეს ოჯახის გასახლება.

ამასთან, გეოლოგები მეწყერსაშიშ ლოკაციებს აფასებენ, რომ არ მოხდეს წყლის დაგუბება. გუშინ ერთ-ერთ ლოკაციაზე შეინიშნებოდა წყალშეკრება, გუშინვე შეაფასეს და სამაშველო სამსახურმა დროულად მოახდინა განეიტრალება, დაიცალა წყლის შეგუბება, რომელიც შესაძლოა, საფრთხის შემცვლელი ყოფილიყო",
- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.