საზოგადოება
დაკარგული ახალგაზრდები ნახეს
ურაველში დაკარგული ახალგაზრდები დღეს, 20 მაისს, მთა ქურდოსანის ტერიტორიაზე ნახეს. ახალციხის მერის წარმომადგენლის ემზარ ოქრომელიძის თქმით, ახალგაზრდები მთაში წავიდნენ, სადაც მანქანა გაუფუჭდათ და სოფელში ვეღარ დაბრუნდნენ.
მთა ქურდოსანი სოფელ ურავლიდან დაახლოებით 25 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ქურდოსანში მობილური არ იჭერს, რის გამოც მათ ოჯახებთან დაკავშირება ვერ შეძლეს.
ურაველში ახალგაზრდებთან კავშირი 19 მაისის შემდეგ გაწყდა. მათი გაუჩინარების შესახებ, მას მერე გახდა ცნობილი, როცა ორი მათგანი სამხედრო სამსახურში არ გამოცხადდა. ახალგაზრდები ასაკი დაახლოებით 20-22 წელია.
გააზიარეთ :