მულტიმედია
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. 

კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

„რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ მედიასაშუალებებია, რომლებიც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ ფინანსდება. ეს წარსულის გადმონაშთია. ჩვენ არ გვჭირდება მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები, - დაწერა სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანმა, რიჩარდ გრენელმა 9 თებერვალს.
| Print |