ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე
მოსამართლე გადაწყვეტილებას ერთ საათზე მეტია იღებს. ნათია
მერანიშვილმა ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს.
პროკურორი ვალის ოსაძე ექვსივე მათგანისთვის პატიმრობის
შეფარდებას მოითხოვს. ბრალდებულთაგან უფლებების დამცველი სამ მათგანს
ჰყავს. დანარჩენმა სამმა მოსამართლის შეთავაზებაზე – სახაზინო
ადვოკატი დაენიშნოთ, უარი განაცხადეს. სოფელ ტყემლანაში დაკავებული
ექვსი პირიდან ორი ქალბატონია. მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტიდან
მხოლოდ ერთი მათგანი – ქეთევან ხმალაძეა. დანარჩენი ხუთი ბრალდებული
კი ნინოწმინდიდან, ფოთიდან, ურეკიდან და ხულოდან არის.
ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას მოითხოვენ. რა
გადაწყვეტილებას მიიღებს ნათია მერაბიშვილი, უცნობია. შეგახსენებთ,
რომ როკურატურის მტკიცებით, 2016 წლის 10 იანვარს
კობა შ. დანაშაულის მომზადების და დაგეგმვის მიზნით დაუკავშირდა ნოდარ
ა-ს, თემურ ბ-ს და ივანე გ-ს. ისინი შეიკრიბნენ ქეთევან ხმალაძის
საცხოვრებელ სახლში, სადაც დაგეგმეს ნინოწმინდაში, ფულის გატაცების
მიზნით, ბაგრატ ს-ზე ყაჩაღურად თავდასხმა. 13 იანვარს ბრალდებულები
ბაგრატ ს-ს საცხოვრებელ სახლში მივიდნენ, მის მეუღლეს მოტყუებით
გააღებინეს კარი, ძალადობითა და ძალადობის მუქარით ემა ს-ს და მის
დედამთილს, სონიკ ს-ს ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს. სონიკ ს-მ
ბრალდებულებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თემურ ბ-მ მას დანით
ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. 1936 წელს დაბადებული სონიკ
ს. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებულები მიიმალნენ. მათ ტანსაცმელი
და დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა მიმალვისას, საავტომობილო გზაზე
გადაყარეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები სოფელ ტყემლანაში
დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ
მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 108-ე
და 376-ე მუხლებით).
ნინოწმინდაში მომხდარი
მკვლელობისა და ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე მოსამართლე
გადაწყვეტილებას ერთ საათზე მეტია იღებს. ნათია მერანიშვილმა
ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს.
პროკურორი ვალის ოსაძე ექვსივე მათგანისთვის პატიმრობის
შეფარდებას მოითხოვს.
ბრალდებულთაგან უფლებების დამცველი სამ მათგანს ჰყავს. დანარჩენმა
სამმა მოსამართლის შეთავაზებაზე – სახაზინო ადვოკატი დაენიშნოთ, უარი
განაცხადეს.
სოფელ ტყემლანაში დაკავებული ექვსი პირიდან ორი ქალბატონია. მათგან
ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ერთი მათგანი – ქეთევან ხმალაძეა.
დანარჩენი ხუთი ბრალდებული კი ნინოწმინდიდან, ფოთიდან, ურეკიდან
და ხულოდან არის.
ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას მოითხოვენ. რა
გადაწყვეტილებას მიიღებს ნათია მერაბიშვილი, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ როკურატურის მტკიცებით, 2016
წლის 10 იანვარს კობა შ. დანაშაულის მომზადების და დაგეგმვის მიზნით
დაუკავშირდა ნოდარ ა-ს, თემურ ბ-ს და ივანე გ-ს. ისინი შეიკრიბნენ
ქეთევან ხმალაძის საცხოვრებელ სახლში, სადაც დაგეგმეს ნინოწმინდაში,
ფულის გატაცების მიზნით, ბაგრატ ს-ზე ყაჩაღურად თავდასხმა. 13 იანვარს
ბრალდებულები ბაგრატ ს-ს საცხოვრებელ სახლში მივიდნენ, მის მეუღლეს
მოტყუებით გააღებინეს კარი, ძალადობითა და ძალადობის მუქარით ემა ს-ს
და მის დედამთილს, სონიკ ს-ს ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს. სონიკ
ს-მ ბრალდებულებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თემურ ბ-მ მას
დანით ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. 1936 წელს დაბადებული
სონიკ ს. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებულები მიიმალნენ. მათ
ტანსაცმელი და დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა მიმალვისას,
საავტომობილო გზაზე გადაყარეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები სოფელ ტყემლანაში დააკავეს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და
დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის
179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 108-ე და 376-ე
მუხლებით).