სპორტი
ასპინძიდან საფრანგეთში - მესხი მორაგბის რთული გზა წარმატებისკენ

 

28:17 - ამ ანგარიშით დაამარცხა საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუმინეთი 28 მარტს. მიხეილ მესხის სტადიონზე ერთ-ერთი გამორჩეული "ბორჯღალოსნების" მარჯვენა ბურჯი გიორგი მელიქიძე იყო.

„შესანიშნავი იყო სტატიკაში და შერკინებაში, ძალიან კარგი იყო ღია თამაშში, რამდენჯერმე შესანიშნავად წაიღო ბურთი და საკმაო მანძილი მოიგო, ასევე მშვენივრად შეასრულა შავი სამუშაო, დროული იყო რაქებში გადაყრაზე და დაცვაშიც საიმედო გახლდათ“, - ასე შეაფასეს მესხი მორაგბის თამაში სპორტულმა ჟურნალისტებმა. 24 წლის გიორგი მელიქიძე საქართველოს ნაკრების და საფრანგეთის გუნდ„სტად ფრანსეს" წევრია. მას ეროვნული ნაკრების მაისურით 27 შეხვედრა აქვს გამართული და 3 ლელოს გატანაც შეძლო. ასპინძელი ახალგზრდისთვის, ამ წარმატების გზა რთული და შრომატევადი იყო.

ყველაფერი 12 წლის წინ დაიწყო, როცა რაიონის ჩემპიონატზე, კლასელებთან ერთად მისთვის სრულიად უცხო სპორტის სახეობაში ითამაშა. მანამდე მეექვსეკლასელი გიორგი კრივის შეჯიბრებებს ტელევიზორში უყურებდა და ფიქრობდა, რომ თავადაც მოკრივე გახდებოდა. კრივში მამაც ავარჯიშებდა.

სოფელ ტოლოშში მცხოვრები ბიჭის მომავლის გეგმები 12 წლის ასაკში შეიცვალა, როცა სასკოლო შეჯიბრებაზე რაგბის მწვრთვნელმა შენიშნა და მასთან თამაში შესთავაზა.

„სკოლიდან ვეჯიბრებოდით ერთმანეთს ბავშვები, ერთ-ერთი გუნდის მწვრთვნელმა და შემდეგში უკვე ჩემმა მთავარმა ტრენერმა თემურ ტივაძემ შემამჩნია, უყურა ჩემს თამაშს, მოვეწონე და რაგბიზე სიარული შემომთავაზა, სწორედ ასე დაიწყო ჩემი კარიერა. მანამდე რაგბის პროფესიონალურ დონეზე თამაშზე არც კი მიფიქრია“, - იხსენებს გიორგი.

იმისათვის რომ მორაგბის წარმატებული კარიერა შეექმნა, არაერთი სირთულის გადალახვა მოუწია. სკოლის მოსწავლე სოფელ ტოლოშიდან ასპინძაში ხშირ შემთხვევაში, ფეხით გადიოდა. იხსენებს, რომ სავარჯიშოდ 14 კილომეტრს გავლა სიცივესა თუ აუტანელ სიცხეში მარტოს უწევდა. გრძელი გზის გავლით დაღლილი სპორტსმენი ვარჯიშს ჩვეული ენერგიით და შემართებით იწყებდა.

„თავიდან ყველაფერი რთული იყო, უცხო სპორტი და დატვირთული ვარჯიშები. მით უმეტეს, ჩვენს კუთხეში არ იყო რაგბი განვითარებული და ეს თითქმის სიახლე იყო“.

თავდაპირველად თამაში სამცხე-ჯავახეთის გუნდ „ლომებში“ დაიწყო, რომელსაც დღეს „ტაო“ ჰქვია. სარაგბო კარიერა მეათე კლასიდან ქალაქ რუსთავის გუნდ „ხარებში“ გააგრძელა, სადაც სამი წელი, იქამდე თამაშობდა, სანამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არ მიიწვიეს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტი საქართველოს ნაკრების შესარჩევ ტურში მოხვედრა იყო. პირველად საქართველოს ნაკრების მაისურით საფრანგეთში ორი თამაში მოვიგეთ, ეს იყო ჩემი პირველი, დიდი წარმატება და უმნიშვნელოვანესი მომენტი, ამის შემდეგ მეტი სტიმული მომეცა. საქართველოს ნაკრებში ბურჯად, მესამე ნომრად ვთამაშობ, მესმის ჩემი პასუხისმგებლობა და ამაყი ვარ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, საკუთარი ქვეყნის ღირსებას ვიცავ“.
გიორგი დღემდე ეროვნული ნაკრების წევრია. ამის პარალელურად, მესხი მორაგბე საფრანგეთის კლუბ „სტად ფრანცეში“ თამაშობს, სადაც ორწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

„რაგბი ჩემი მეორე ოჯახია. თამაში უდიდეს სტიმულს მაძლევს და ბედნიერებას მანიჭებს. ამ სპორტმა თავი შემაყვარა და დამოკიდებული გამხადა. ჩემი დღე რაგბით იწყება და რაგბით მთავრდება“.

კლუბ „სტად ფრანცემდე“ იყო ორი გუნდი. პარიზში საცხოვრელად 18 წლის ასაკში გადავიდა. ფრანგული კარიერა „ალაფას“ სარაგბო ნაკრებიდან დაიწყო, შემდეგ კი „ესპუარებში“ გააგრძელა, საიდანაც „სტად ფრანცეში“ მოხვდა. გიორგი გვიყვება, რომ გუნდის შეცვლას ჯერ არ აპირებს.
მესხი მორაგბე საქართველოში ზაფხულში ჩამოვა. ეროვნული ნაკრების სამნომრიანი მაისურით კიდევ ბევრი თამაში აქვს ჩასატარებელი. გულშემატკივარი დარწმუნებულია, რომ ეროვნული ნაკრების ბურჯზე სპორტული ჟურნალისტები კიდევ არაერთხელ დაწერენ - „მელიქიძე შესანიშნავი იყო სტატიკაში და შერკინებაში, ძალიან კარგი იყო ღია თამაშში, მშვენივრად შეასრულა შავი სამუშაო, დროული იყო რაქებში გადაყრაზე და დაცვაშიც საიმედო გახლდათ“.

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 21 °C
img
ახალქალაქი 17 °C
img
ასპინძა 22 °C
img
ადიგენი 20 °C
img
ბორჯომი 23 °C
img
თბილისი 28 °C
img
აბასთუმანი 18 °C
img
ბაკურიანი 15 °C
img
ნინოწმინდა 17 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7967
EUR
EUR
1
2.8453
RUB
RUB
100
2.8623
TRY
TRY
1
0.0819
USD
USD
1
2.6711
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni giriş hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://iainfmpapua.ac.id/wp-content/languages/-/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobetholiganbetholiganbettrbetcasibomvdcasinoholiganbetqueenbettempobettümbetbettiltbaywinpusulabetmeritkingjojobetnakitbahisholiganbetsekabetkralbetvds kiralamariobet girişcasibombetebetsekabetholiganbetjojobetdinamobetdinamobetbetkanyoncasibombahiscommariobetparibahisomegle livejojobetbahsegel