როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 და 23 ივლისის სამცხე-ჯავახეთში უმეტესად ცვალებადი ამინდია მოსალოდნელია. ახალციხეში ორივე დღეს დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 28, ორივე დღეს ღამით კი 18 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში ორივე დღეს დღისით 26, ღამით კი 19 და 17 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა ორივე დღეს დღისით 28 გრადუსი იქნება, ღამით კი 18 და 17. ადიგენში ორივე დღეს დღისით 27 ღამით 16 და 17 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 24 და 25, ღამით 13 და 12 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები ორივე დღეს დღისით 23 -ს, ღამით კი ორივე დღეს 12 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში ორივე დღეს დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 24 გრადუსს, ხოლო ღამით 17 და 18 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 21 და 22, ღამით კი 14 და 11 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 35 და 36 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი ორივე დღეს 21 გრადუსი იქნება.