რეგიონი
ომის დაწყების შემდეგ 2,2 მილიონი ადამიანი უკრაინიდან პოლონეთში გადავიდა
უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, 2,2 მილიონი ადამიანი, უკრაინიდან პოლონეთში წავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC, პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბოლო დღეებში, საზღვრის გადაკვეთის რიცხვი იკლებს, მაგრამ ხუთშაბათს, მცირედი ზრდა დაფიქსირდა, 32 500-ით, რაც წინა დღესთან შედარებით, 7,4 პროცენტით მეტია.

ვარშავის უნივერსიტეტის მიგრაციის კვლევების პროფესორის შეფასებით, დაახლოებით, 1,2-1,3 ლტოლვილი, პოლონეთში რჩება.

ასევე ნახეთ:

| Print |