SSSS



სოფლის მეურნეობა
ნუგზარ კაველიძე: "ნებისმიერი სასუქის დიდი დოზის გამოყენებით, სავალალო შედეგს მივიღებთ"
ახალციხელი ფერმერები სასუქის გამოყენებაზე მსჯელობენ. მათი უმეტესი ნაწილი უპირატესობას ორგანულ სასუქს ანიჭებს, რადგან მიაჩნია, რომ ბუნებრივი საშუალებებით მოყვანილი პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა. ექსპერტები კი თვლიან, რომ ნიადაგის კომბინირებული სასუქით გაჯერებისას  დოზირების დაცვით, ასევე, უსაფრთხო პროდუქტი მიიღება. თუმცა, რიგ სოფლებში მინერალები სამეურნეო სავარგულებში ჭარბი რაოდენობით შეაქვთ.  
19:06 / 16.12.2015
16 დეკემბრის "ფერმერის საათის" ანონსი

ორგანული და კომბინირებული სასუქების გამოყენების წესები და ნორმები

13:38 / 11.12.2015
"ფერმერის საათი" – სასოფლო–სამეურნეო ბარათები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიწების 90 % დამუშავებულია.

11:11 / 11.12.2015
რამდენად ეფექტურია "მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა" – შეფასებები მესხეთიდან
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით “მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ 2016 წელსაც გაგრძელდება. სამთავრობო პროგრამა სოფლად მცხოვრები მცირე მიწიანი ფერმერების ხელშეწყობას ითვალისწინებს.  წელს კი ფერმერებს ხვნის ბარათების გამოყენება 20 დეკემბრამდე შეუძლიათ.
23:19 / 09.12.2015
გალინა ინასარიძე – ტენილი ყველის მწარმოებელი ანდრიაწმინდიდან
სოფელ ანდრიაწმინდაში, გალინა ინასარიძემ ყველის მომზადების ტექნოლოგიები განაახლა. მესხური სამზარეულოს მარგალიტად მიჩნეული პროდუქტის წარმოებით სახელი გაითქვა და არაერთი ჯილდოც მიიღო. რატომ გადაწყვიტა ფერმერმა ქოთანში გატენილი ყველის წარმოება – რეპორტაჟი,  „ფერმერის საათის“ რუბრიკაში „წარმატებული ფერმერი“  
23:10 / 09.12.2015
სხვილისში ვაშლის ბაღები იჩეხება
ტონობით ვაშლის მოსავალი და გაზაფხულზე გაწეული ხარჯი, რომელსაც ფერმერები შემოდგომით ვერ ანაზღაურებენ – სოფელ სხვილისში, სადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჯერ კიდევ ყველაზე მეტი ვაშლი მოდის, გლეხები ბაღებს ჩეხენ. ამის მიზეზად ადგილობრივები სარეალიზაციო ბაზრების არარსებობას ასახელბენ. ამიტომ მათ ურჩევნიათ ვაშლის ბაღების ადგილზე კარტოფილის მოსავალი მოიყვანონ.
21:12 / 05.12.2015
"ფერმერის საათი" – ვაშლის მოსავალი და რეალიზაციის პირობები
ახალციხის სოფელ სხვილისში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით,  ყველაზე მეტი ვაშლი მოდის. ადგილობრივების ნაწილი, თავს ჯერ კიდევ ამ ხილის რეალიზებით ირჩენს. თუმცა, სხვილისელები ამბობენ,  ხეხილის ბაღები ყოველწლიურად იჩეხება და მის  ადგილზე ბევრს  უკვე კარტოფილის მოსავალი მოჰყავს, რადგან შემოსავალი ამ კუთხით ბევრად მეტია. სხვილისელები სახელმწიფოს სარეალიზაციო ბაზრების ამოქმედებას სთხოვენ. “ფერმერის საათის” კითხვებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ლია თედორაძე პასუხობს. 2015 წლის 2 დეკემბერი.  
19:34 / 04.12.2015
მერაბიშვილების მეცხოველეობის ფერმა სოფელ უდეში
სოფელ უდიდან მოშორებით,  დაახლოებით 6 კილომეტრში ავთანდილ მერაბიშვილის მეცხოველეობის ფერმა ფუნქციონირებს. 66 წლის ფერმერი ცდილობს სიახლეებს ფეხი აუწყოს და ფერმაში ახალი ტექნოლოგიები დანერგოს. ფერმერი ამ დროისათვის  ერთი სახეობის ყველს აწარმოებს, რომლის რეალიზებაც არ უჭირს. რეპორტაჟის გმირის სამომავლო გეგმები – „ფერმერის საათის“რუბრიკაში“წარმატებული ფერმერი. სოფელ უდიდან, დაახლოებით 6 კილომეტრში მოსახლეობისგან მოშორებით, მეცხოველეობის ფერმა ფუნქციონირებს.
22:51 / 03.12.2015
ფერმერები სასოფლო–სამეურნეო ბარათებს 2016 წელსაც მიიღებენ
ფერმერები სასოფლო–სამეურნეო ბარათებს 2016 წელსაც მიიღებენ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით “მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ 2016 წელსაც გაგრძელდება. სამთავრობო პროგრამა სოფლად მცხოვრები მცირემიწიანი ფერმერმერების ხელშეწყობას ითვალისწინებს. 2016 წელს პროექტის ფარგლებში: • ბენეფიციარები რომლებსაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0.25 ჰა-დან 1.25- ჰა-ს ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი, მიიღებენ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათს 1 ჰა-ზე 140 ლარის გაანგარიშებით (მიწის ფართობის პროპორციულად). • ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0-დან 0.25 ჰა-მდე მიწის ფართობი 50 ლარიანი აგრო ბარათით ისარგებლებენ. • ბენეფიციარებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ნაკვეთი და სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ მრავალწლიანი კულტურებით გაშენებული 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, მიიღებენ ,,აგრობარათს“ 1 ჰა-ზე 140 ლარის განგარიშებით სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად. მცირემიწიან ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ ,,აგრო ბარათით“ შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო საქონელი )სასუქები, სათესლე, სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ერთიანად, ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან. 2013 წელს, მთავრობის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანს მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობა, პირველადი წარმოების ზრდის სტიმულირება და სტაბილური შემოსავლების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. 
00:56 / 28.11.2015
30 წელი ფერმერულ მეურნეობაში – მუგო მოვსესიანის საქმიანობა და გეგმები
30 წელი ფერმერულ მეურნეობაში და აგრარული დარგის განვითარებისათვის მიღებული ჯილდო. სოფელ სხვილისის მკვიდრი მუგო მოვსესიანი  მეკარტოფილეობის, მებოსტნეობისა  და  მეხილეობის განვითარებით არის დაკავებული. იგი  „ფერმერის საათთან“ საკუთარი საქმიანობისა და გეგმების შესახებ საუბრობს. 30–მდე ახალი ჯიშის კარტოფილი და მაღალ მოსავლიანობაზე ორიენტირებული ფერმერი.  მუგო მოვსესიანმა ამ სფეროში მუშაობა 30 წლის წინ  დაიწყო.  
19:33 / 26.11.2015
სასოფლო ბარათებით სარგებლობის ვადა გახანგრძლივდა
სახნავ–სათესი ბარათებით სარგებლობის ვადა გახანგრძლივდა. ფერმერებს მისი გამოყენება 1 დეკემბრის ნაცვლად, წლის ბოლომდე შეუძლიათ.  ახალციხის გამგეობაში განმარტავენ, რომ წვიმიანი ამინდების გამო, მოსახლეობამ მიწის ნაკვეთებზე საშემოდგომო სამუშაოების ჩატარება ვერ მოასწრო. ამიტომ ვადის გახანგრძლივების თხოვნით, ცენტრალურ უწყებას სამინისტროს რეგიონულმა სამმართველომ მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო. „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში  ახალციხის მუნიციპალიტეტში 9 329 ბარათი ჩამოვიდა, აქედან,  8 373 ხვნის, ხოლო 956 აგრო ბარათი.
21:28 / 24.11.2015
ოთარ დანელიამ მესხი ფერმერები დააჯილდოვა
ოთარ დანელიამ მესხი ფერმერები დააჯილდოვა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით,  20 ნოემბერი საქართველოში ფერმერის დღედ დაწესდა. აღნიშნული თარიღი წელს პირველად აღინიშნა. ოთარ დანელიამ აგარარული დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და ფერმერები დააჯილდოვა. მათ შორის არიან  წარმატებული  ფერმერები სამცხე–ჯავახეთიდანაც. სამინისტროს ჯილდო გადაეცა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრებ ნანი დათაშვილს, რომელიც ვაიოსველის მთებში პარმეზანის ტიპის ყველს „ხიზაბავრულ ბატისტას“ აწარმოებს. ყველი იტალიური ტექნოლოგიითა და ქართული რეცეპტით მზადდება.  ფერმერი, ასევე აწარმოებს ქართულ ყველს, მაწონსა და ხაჭოს. ოთარ დანელიამ დააჯილდოვა, ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის მკვიდრი მკრტიჩ მოვსესიანი, რომელიც ფერმერულ მეურნეობას 30 წელია მისდევს. მან პირველმა დაიწყო ახალი სათესლე კარტოფილის გამოცდა. იგი სხვადასხვა კულტურისგან ყოველწლიურად მაღალ მოსავალს იღებს. სამინისტროს გადაწყვეტილებით, 20 ნოემბერს საქართველოს მაშტაბით,   წარმატებული ფერმერები მედლებითა და სიგელებით ყოველწლიურად დაჯილდოვდებიან.
00:52 / 21.11.2015
ასპინძაში პირველი სადემონსტრაციო ნაკვეთი დამუშავდა
ასპინძაში პირველი სადემონსტრაციო ნაკვეთი დამუშავდა. 1 ჰექტარ მიწის ფართობზე დღეს დაახლოებით 250 კილოგრამი ხორბალი დაითესა. გარდა ამისა, 10–მდე ფერმერი საბჭოს შექმნის იდეას გაეცნო. პროექტს, რომლის სახელწოდება  ,,საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემის მოდერნიზებაა“, გაეროს განვითარების პროგრამა, სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველო და ფერმერები ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის ფარგლებში, ფერმერისა და მიწის ნაკვეთის შერჩევა რამდენიმე კრიტერიუმით ხდება, რის შემდეგაც, ორგანიზატორები აღნიშნული ფართისათვის საჭირო სათესლე მასალასა და პესტიციდებს გლეხს უფასოდ აძლევენ. მოსავლის აღების შედეგ კი ფერმერმა მიღებული მარცვლეულის 10%   ფერმერთა საბჭოს ყველაზე აქტიურ წევრს უნდა გადასცეს. პროექტის ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 7 სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობა და ფერმერების დატრენინგება იგეგმება.
21:05 / 19.11.2015
"ფერმერის საათი" – კომბოსტოს რეალიზაციის პრობლემა
ვალეში კომბოსტოს მოსავალი  უკვე აიღეს. ფერმერები წელს რაოდენობასა და ხარისხს არ უჩივიან. ადგილობრივების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ბოსტნეულის რეალიზაციაა. მოახერხებენ თუ არა ფერმერები მოსავლის სრულ რეალიზებას, ეს მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანილი კომბოსტოს რაოდენობასა და ფასზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც ვალელებს ბოსტნეული ულპებათ და ზარალი დიდია. რაში ხედავენ ვალელები გამოსავალს და რა შეთავაზებები აქვს სახელმწიფოს? – “ფერმერის საათის” კითხვებს ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის აგროკონსულტანტი პავლე გიქოშვილი პასუხობს.
23:16 / 18.11.2015
ტონობით დასაწყობებული კომბოსტო ვალეში და არასტაბილური ბაზარი
ტონობით მიღებული მოსავალი და დაუფასებელი შრომა–ვალელები კომბოსტოს რეალიზაციის პრობლემაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ გვალვიანი ზაფხულის მიუხედავად, დიდი ხარჯი გაწიეს და მოსავალი მოიყვანეს, თუმცა ქვეყანაში სტაბილური ბაზარი არ არსებობს იმისთვის, რომ ბოსტნეული ყოველწლიურად ნორმალურ ფასად გაყიდონ. ვალეში მცხოვრები დალი კაჭკაჭაშვილი კომბოსტოს სარდაფში გაზაფხულამდე ასაწყობებს. ბოსტნეულს ამ ეტაპზე  ვერ გაყიდის, რადგან  მისი ღირებულება დაბალია. ფერმერის თქმით, ამ პერიოდში 1 კილოგრამი კომბოსტოს ფასი 20 თეთრია.
20:16 / 18.11.2015
როგორ მივიღოთ ვაშლის მოსავალი თანაბარი რაოდენობით ყოველწლიურად?
როგორ მივიღოთ ვაშლის მოსავალი თანაბარი რაოდენობით ყოველწლიურად – შპს “ჯორჯიან ბიზნეს ზონის” აგრონომის რეკომენდაცია ფერმერებს.
20:02 / 18.11.2015
ვაშლის ახალი ჯიშების ბაღი მესხეთში
როგორ მოვაშენოთ ვაშლის ახალი ჯიშები და როგორ გავხდოთ საქმიანობა წარმატებული – აღნიშნულთან დაკავშირებით, საინტერესო რეკომენდაციებს შპს „ჯორჯიან ბიზნეს ზონის“ აგრონომი გასცემს. ზაურ ნეფარიძე ერთ–ერთი პირველია მესხეთში, ვინც ვაშლის ახალი ჯიშები გაახარა. დღეისათვის ფერმერი საკუთარი ნაკვეთის გარდა შვიდი ათასამდე ძირ ვაშლის ხეს შპს–ს ტერიტორიაზეც უვლის. რა უპირატესობებით ხასიათდება ახალი ჯიშები და როგორ გავაშენოთ ხეხილის ბაღი საკუთარ ფართობზე –   რეპორტაჟი ფერმერის საათის სპეციალურ რუბრიკაში „წარმატებული ფერმერი“ გოლდენ დელიშესი, აიდარედი, ფუჯი და სხვა – ვაშლის ახალი ჯიშების მოსავალი სოფელ წნისში წელს უკვე მეორედ აიღეს. ათეულობით ხის ყუთებით პროდუქტი ამ დროისათვის მაცივარში შესაბამის ტემპერატურაზე ინახება. თითოეული ჯიში საუკეთესო გემური თვისებებით, მოსავლიანობითა და მაღალი საბაზრო ღირებულებით გამოირჩევა.
19:38 / 18.11.2015
ზურაბ სურმანიძემ სოფელ რუსთავში სუბტროპიკული ხილის ნერგები გაახარა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში მცხოვრებმა ზურაბ სურმანიძემ ათობით ყურძნისა და ვაშლის ჯიში გაამრავლა. დასავლეთიდან ლეღვის, კივისა და ხურმის ნერგებიც ჩამოიტანა და მესხეთის მკაცრ კლიმატურ პირობებს შეაგუა. ფერმერის სამომავლო გეგმები – “ფერმერის საათის” სპეციალურ რუბრიკაში “წარმატებული ფერმერი” ვაზისა და ვაშლის ათამდე სახეობა, ხურმა, ლეღვი და კივი – ეს ნერგები  ხუთი წლის წინ, სოფელ რუსთავის მკვიდრმა ზურაბ სურმანიძემ, დასავლეთ საქარველოდან, მესხეთის მიწაზე გადმოიტანა და მათი, რეგიონის მკაცრ კლიმატურ პირობებთან შეგუება გადაწყვიტა. ფერმერი ამბობს, რომ მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა.
22:26 / 11.11.2015
რა პრობლემების წინაშე დგანან მესხი ფერმერები
მოკლევადიანი და მაღალპროცენტიანი კრედიტები, მოუწესრიგებელი სარწყავი სისტემა, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის სიმცირე და წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია – მესხი ფერმერები იმ პრობლემებზე ჩივიან, რომლებსაც  სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობისას ხვდებიან. სამცხე–ჯავახეთის ფერმერებმა, აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაცია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციას მიაწოდეს. მისი თავმჯდომარის განმარტებით, შეხვედრის მიზანი, რეგიონში სოფლის მეურნეობის პრობლემების გამოვლენა და მათი ხელისუფლებამდე მიტანაა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთ–ერთი წინაპირობა კოოპერატივების შექმნაა, რომელიც საქართველოში ნელი ტემპით მიმდინარეობს. აღნიშნული მიზნით, ფერმერებთან შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში იმართება.
19:31 / 11.11.2015
ვეფხია დიაკონაშვილის მწყრის ფერმა ახალციხეში
ვეფხია  დიაკონაშვილი ახალციხეში ოთხი  ჯიშის 3 000–მდე მწყერს უვლის. მან ამ დროისთვის ამხანაგობა – “მწყერის სახლი“ დააფუძნა და ახლო მომავალში საქმიანობის გაფართოებას  გეგმავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფერმერმა  მწყრის ერთ–ერთი ჯიში თავადვე გამოიყვანა. ვეფხია დიაკონაშვილის წარმატების ხერხები და სამომავლო გეგმები – „ფერმერის საათის“  სპეციალურ რუბრიკაში „წარმატებული ფერმერი“. დიაკონაშვილების ოჯახში დოლია. მწყრის 800 ჩოჩორი, ინკუბატორში, 2 დღის განმავლობაში იჩეკებოდა.
17:32 / 05.11.2015
სხვა სტატიები
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.