Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/10/e183abe1839de183aee18390.jpg?w=300" not exists.



სოფლის მეურნეობა
ფერმერები კარტოფილის მოსავლის ხარისხსა და სიმცირეზე ჩივიან
ახალციხის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის აღება დასრულდა.  თუმცა ფერმერები წელს კულტურის ნაკლებ მოსავლიანობაზე ჩივიან და ამბობენ, რომ რაოდენობის გარდა, კარტოფილი წელს არც ხარისხით გამოირჩევა. მოსავლის ნაწილი ამოღებამდე, ნაწილი კი ამოღების შემდეგ დალპა. სოფელ  ჭაჭარაქის მკვიდრი ჟუჟუნა ინასარიძე კარტოფილის სიდამპლის გარდა, მოსავლის სიმცირეზეც საუბრობს. ამბობს, რომ კულტურის სამი ჯიში, დაახლოებით, ერთ ჰექტრაზე დათესა. მიღებულმა მოსავალმა კი მხოლოდ სამი ტონა შეადგინა.
16:39 / 05.11.2015
სახელმწიფო გრანტს, სამცხე–ჯავახეთში, 250 ბენეფიციარი მიიღებს
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტში მონაწილე პირები უკვე შერჩეულია. პროგრამის ბოლო ეტაპი – ხელშეკრულებების გაფორმება და ბენეფიციარების დაფინანსება, 2 ნოემბრიდან დაიწყება. პროგრამის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ გამარჯვებული პროექტები როგორც სოფლის მეურნეობის, ისე არასასოფლო–სამეურნეო სფეროებიდანაა წარმოდგენილი. სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით,  გასაუბრებაზე შერჩეული 400–მდე განაცხადიდან, საბოლოოდ, გრანტს 250 მათგანი მიიღებს. მათ შორის რამდენიმე ინოვაციური იდეაცაა. ბენეფიციარების ნაწილი დამწყები მეწარმეა, ნაწილი კი პროექტის ფარგლებში, არსებული ბიზნესის გაფართოვებას აპირებს.
19:45 / 30.10.2015
"გარესამყაროს მოწყვეტილები" – რეპორტაჟი ვალის მთიდან
ცხოვრება ცივილიზაციის გარეშე – წელიწადში ყოველ ხუთ თვეს ვალელი ფერმერები გარესამყაროს  სწყდებიან და ვალის მთაში მესაქონლეობას მისდევენ. მაღალმთიან საძოვარზე არ არის ელექტროენერგია, საჭიროების შემთხვევაში ვერ იძახებენ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, არ არის ექიმი და ვეტერინარი. როგორ ცხოვრობენ ფერმერები არაერთი საჭიროების გარეშე და რა პრობლემის მოგვარებას ითხოვენ ისინი – რეპორტაჟი ვალის მთიდან.
20:40 / 28.10.2015
ახალციხელმა ფერმერებმა ბოცვრის ახალი ჯიში გამოიყვანეს
ვაღარშაქ მელქონიანი და კარენ ტერპოღოსიანი ახალციხეში მებოცვრეობას მისდევენ. მათ საქმიანობა საკუთარი ხარჯებით დაიწყეს და ახალი ჯიშიც გამოიყვანეს. ვაღარშაქ მელქონიანმა და კარენ ტერპოღოსიანმა კურდღლებზე ზრუნვა ბავშვობიდან დაიწყეს. ამბობენ, რომ მათ ოჯახებში ამ უწყინარმა ცხოველმა ბინა წლების წინ დაიდო, თუმცა მათი რაოდენობა იმ პერიოდში არც თუ ბევრი იყო და მიზანსაც მხოლოდ კურდღლების მიმართ სიყვარული წარმოადგენდა. სამი წლის წინ მეგობრებმა  გადაწყვიტეს, რომ ერთობლივი მუშობა დაეწყოთ და საყვარელი საქმიანობა წარმატებულ ბიზნესად ექციათ. ბოცვრები შეიძინეს და დღეს უკვე მათ მთელი რეგიონის მასშტაბით ყიდიან.
20:31 / 28.10.2015
სამცხე–ჯავახეთის დელეგაცია იაპონიდან დაბრუნდა
მესხური კერძების ბროშურების დამზადება, ბრენდირება, ტრადიციული კერძების ფესტივალის გამართვა, კოოპერატივების განვითარება, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის შერწყმა – ამ და სხვა საკითხებზე პროექტებს, სამცხე–ჯავახეთში, ის სამი პირი განახორციელებს, რომელმაც  ერთი თვის განმავლობაში იაპონიაში გადამზადება გაიარა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი, ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის  დირექტორი გურამ ჯინჭველაძე და მეფუტკრე ზაზა ივანიძე სხვა ფერმერებისა და სტრუქტურების წარმომადგენლების დახმარებით,  აგროტურიზმის კუთხით სხვადასხვა ღონისძიებას ჩაატარებენ.
20:16 / 28.10.2015
სამცხე–ჯავახეთში, გასულ წელთან შედარებით, 30%–ით ნაკლები მოსავალი მოვიდა
ადიგენის სოფლებში მოსახლეობა მოსავლის სიმცირეზე ჩივის. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ მხარეში რამდენჯერმე დაფიქსირებულმა სეტყვამ, როგორც ბოსტნეული კულტურა,  ასევე  ხეხილი გაანადგურა. ნაკლები მოსავლიანობის შესახებ საუბრობენ სოფლის მეურნეობის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოშიც. ადიგენის სოფლებში, მოსავლიანობის სიმცირის მიზეზად, გაზაფხული–ზაფხულის პერიოდში რამდენჯერმე დაფიქსირებულ სეტყვას ასახელებენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ჰექტრობით დამუშვებულ მიწაზე, ბოსტნეული კულტურები განადგურდა. რაც სეტყვას გადაურჩა ხანგრძლივი წვიმების გამო დალპა.
20:04 / 28.10.2015
რატომ ინტერესდებიან სამცხე–ჯავახეთში კოოპერატივებით?
ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი კოოპერატიული გაერთიანება სამცხე–ჯავახეთშია  რეგისტრირებული. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში  ამბობენ, რომ აღნიშნული რიცხვი დღითიდღე იზრდება.  რატომაა სამცხე–ჯავახეთში  კოოპერატიული გაერთიანებები პოპულარული, რას  ამბობენ, გლეხები და რა შეღავათებს ჰპირდება მათ სახელმწიფო – ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. რომან ოქრომელიძე ერთ–ერთი მათგანია, რომელმაც კოოპერატიული მეურნეობა შექმნა. მან ერთი ინტერესების მქონე  ექვსი ადამიანი  შეკრიბა და კოოპერატივში სახელწოდებით „საჩვენებელ საფუტკრეში“ გააერთიანა.   ახლო მომავალში, შესაძლოა კოოპერატივმა თაფლის ევროპულ ბაზარზე გატანაზეც იფიქროს, თუმცა ამისათვის თითოეული წევრის მიზანი საქმიანობის გაფართოება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.
22:18 / 27.10.2015
ლალი ცუხიშვილის ლოკოკინების ფერმა სოფელ მუსხში
სოფელ მუსხში მცხოვრები ლალი ცუხიშვილი  ლოკოკინების ბიზნესს მისდევს. საკუთარი სახლის ეზოში ამისთვის  მან მოლუსკების ფერმა გააშენა და ცდილობს პროდუქტი სარესტორნო ქსელში ჩაუშვას.  როგორ დაიწყო ფერმერმა საქმიანობა და რა გეგმები აქვს სამომავლოდ – ლალი ცუხიშვილის ლოკოკინების ფერმა  „ფერმერის საათის“ სპეციალურ  რუბრიკაში წარმატებული ფერმერი.
23:29 / 21.10.2015
პირუტყვის გადარჩენის უშედეგო მცდელობა – რეპორტაჟი მუგარეთიდან
მუგარეთში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იხოცება.  ლაბორატორიული გამოკვლევებით, სოფელში ორი სახის დაავადების – ემკარისა და პასტერელოზის არსებობა დადასტურდა. ადგილობრივებმა  ანტიბიოტიკებით მკურნალობა თვითნებურად ჯერ კიდევ ინფექციების დადასტურებამდე დაიწყეს.  მუგარეთელები  ამბობენ, რომ დახოცილი და დაავადებული საქონლის რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მათივე თქმით, ამ დროისათვის სოფელში 15–მდე პირუტყვი დაიხოცა,  ხოლო 20–მდე  დაავადებულია. მუგარეთელები აბობენ, რომ  ინფექცია სოფელში დაახლოებით, ორი კვირის წინ გავრცელდა.  პირუტყვმა, თავდაპირველად,  კვება შეამცირა, შემდეგ კი კიდურები და ზურგი შეუსივდა. დაახლოებით, ხუთი საათის შემდეგ კი ცხოველები დაიხოცნენ. 
23:06 / 21.10.2015
მეცხოველეობის განვითარება სამცხე-ჯავახეთში და მასთან დაკავშირებული პრობლემები
მეცხოველეობის განვითარება სამცხე-ჯავახეთში და მასთან დაკავშირებული პრობლემები. სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე ადამიანები და ფერმერები მიიჩნევენ, რომ მეცხოველეობის განვითარების კუთხით რეგიონში პირობები შექმნილია, თუმცა პრობლემები მაინც არსებობს. ბენარაში მცხოვრები გიორგი ჩილაშვილი მეცხოველეობას მისდევს. ამ ეტაპზე მას 40 სული შინაური პირუტყვი ჰყავს. მისი ოჯახი სასაქონლე მეურნეობით ათეული წლის წინ დაინტერესდა. საქონლის მოვლისათვის საკუთარ ფერმაში ახალი მეთოდები დანერგა, მიუხედავად ამისა, ფიქრობს, რომ რეგიონში მეცხოველეობის განვითრების კუთხით პრობლემები არსებობს და ფერმერს სახელმწიფოსგან მხარდაჭერა უნდა  ჰქონდეს.  
12:42 / 17.10.2015
მუგარეთში, მსხვილფეხა პირუტყვს ემკარი და პასტერელოზი დაუდასტურდა
მუგარეთში, მსხვილფეხა პირუტყვს ემკარი და პასტერელოზი დაუდასტურდა
მუგარეთში საქონლის დაავადება ემკარი და პასტეროლოზია გავრცელებული. სოფელში ორი სახის ინფექციის არსებობა ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა. საჭირო მასალა დახოცილი ცხოველებიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ აიღო. ადგილობრივები ამბობენ, რომ 20-მდე პირუტყვი უკვე დაიხოცა, 50 ათამდე კი დაცემულია.  ისინი საქონელს, ამ დრომდე, მედიკამენტებით თვითნებურად მკურნალობენ. მუგარეთელები  ამბობენ, რომ დახოცილი და დაავადებული საქონლის რიცხვი დღითიდღე იზრდება, ამიტომ ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. სპეციალისტთა განმარტებით, თუ ცხოველს  ემკარი ან პასტერელოზი აღმოაჩნდა,  მისი იზოლაცია აუცილებლად უნდა მოხდეს. დაავადებული ცხოველისგან მიღებული რძე, სხვა ცხოველების საკვებად, პასტერიზაციის შემდეგ გამოიყენება. საქონლის დაკვლა და ხორცის გამოყენება დაუშვებელია. დაავადებით დაცემულ ცხოველებს წვავენ და ორი მეტრის სიღრმეზე მარხავენ .
21:46 / 15.10.2015
სოფელ მუგარეთში მსხვილფეხა პირუტყვი იხოცება
სოფელ მუგარეთში საქონლის დაავადებაა გავრცელებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ 20-მდე პირუტყვი უკვე დაიხოცა, 50 ათამდე კი დაცემულია.  ისინი საქონელს მედიკამენტებით მკურნალობენ, თუმცა რა ინფექციითაა დაავადებული  პირუტყვი,  არ იციან.  მუგარეთელები  ამბობენ, რომ დახოცილი და დაავადებული საქონლის რიცხვი დღითიდღე იზრდება.  ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ჩადუნელების ოჯახი ერთ-ერთია სოფელ მუგარეთში, ვისაც პირუტყვი დაეხოცა. გერონტი ჩადუნელის თქმით, ამჟამად ერთი ხბო ჰყავს  დაავადებული და მედიკამენტებით თავად მკურნალობს, თუმცა არ იცის პირუტყვი რა ინფექციითაა დაავადებული.  მუგარეთის მკვიდრი ამბობს, რომ ცხოველის ხორცი გამოსაკვლევად ლაბორატორიაში მიიტანა, თუმცა მაღალი გადასახადის გამო,  მისი გამოკვლევა ვერ მოახერხა.
21:27 / 14.10.2015
მესხი ფერმერები ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად ემზადებიან
მესხი ფერმერები ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად ემზადებიან. ადგილობრივები ინფრასტრუქტურის შეცვლასა და პროდუქციის გაუმჯობესებას ცდილობენ. თამაზ კაპანაძე  სოფელ ურავლის მკვიდრია. იგი 24 წელია რაც ფერმერულ მეურნეობას მისდევს.  სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე,  საკუთარი ხელით აშენებულ საკალმახეს ფლობს და ხუთ ტონამდე თევზს უვლის. იგი  საქმიანობის გაფართოებას გეგმავს და დამატებით 30 აუზის მშენებლობას აპირებს. ფერმერის მიზანს პროდუქციის ევროპის ბაზარზე  გატანა წარმოადგენს.
12:09 / 14.10.2015
სამცხე–ჯავახეთში თურქულის საწინააღმდეგო ვაქციანაცია მიმდინარეობს
სამცხე–ჯავახეთში დაავადება თურქულის საწინააღმდეგო ვაქციანაცია მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით, 20 ათასი წვრილფეხა და 10 ათასი მსხვილფეხა პირუტყვია აცრილი. ცხოველთა იმუნიზაცია მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.
21:02 / 12.10.2015
ახალქალაქში გლეხები ირიგაციის ახალი ტექნოლგიით ისარგებლებენ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში გლეხები ამიერიდან ირიგაციას ახალი ტექნოლგიით შეძლებენ. ფერმერები საკუთარ ნაკვეთებს წვეთოვანი სისტემით მორწყავენ. დილისკაში გახსნის ცერემონიას იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახალქალაქის მკვიდრთათვის აღნიშნული მოწყობილობის დანერგვა მნიშვნელოვანია. წვეთოვანი სისტემის მეშვეობით წყლის მარაგი დაიზოგება და მოსავლიანობა გაიზრდება.
18:42 / 28.09.2015
სახელმწიფო მეფუტკრეებს კოოპერატივების შექმნას სთავაზობს
იმისათვის, რომ მეფუტკრეობა განვითარდეს და თაფლი სტანდარტების სრული დაცვით იწარმოოს, სახელმწიფო ფერმერებს კოოპერატივის შექმნას სთავაზობს. სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, გაერთიანებისათვის მეფუტკრეებს სხვადასხვა შეღავათს ჰპირდება. კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცემათ 100–მდე სკა დაბალ ფასად შეიძინონ, სახელმწიფო კი მას თანხის 70–% აუნაზღაურებს. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ახალციხის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში შეხვედრა გაიმართა. მას ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ფერმერები დაესწრნენ.
22:32 / 11.09.2015
აგროტურიზმის მნიშვნელობა და მისი განვითარების გზები
ისტორიული ძეგლები, მესხური ტერასები, ადგილობრივი წარმოების პროდუქტი, ტრადიციული სამზარეულო – სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სამცხე–ჯავახეთი აგროტურისტებისთვის მიმზიდველია, თუმცა დარგის განვითარებისთვის, პირველ რიგში, ვიზიტორისთვის შესათავაზებელი სერვისის კარგად შეფუთვა  უნდა მოხდეს. რას სთავაზობენ ექსპერტები სოფლის მაცხოვრებლებს და რა სახის მხარდაჭერას მოითხოვენ ისინი სახელმწიფოსგან – სამცხე–ჯავახეთში აგროტურიზმის განვითარების გზებზე მოსახლეობა, ხელისუფლების წარმომადგენლები და სპეციალისტები მსჯელობენ.
18:47 / 21.08.2015
გიორგი ჩილაშვილმა უცხოური გამოცდილება საკუთარ ფერმაში დანერგა
სოფელ ბენარაში მცხოვრები ფერმერი მესაქონლეობას წლებია მისდევს. გიორგი ჩილაშვილმა უცხოური გამოცდილება საკუთარ ფერმაში დანერგა. ფერმერი 40 სულ პირუტყვს, ახლობლების დახმარებით თავად უვლის.  მისი საქმიანობისა და წარმატების ხერხები – “ფერმერის საათის” სპეციალურ რუბრიკაში “წარმატებული ფერმერი”.
18:33 / 21.08.2015
თამაზ კაპანაძის საკალმახე მეურნეობის 24 წლიანი ისტორია
თამაზ კაპანაძე  ურაველში ცხოვრობს. იგი საკალმახე მეურნეობას, დაახლოებით,  24 წელია მისდევს. როგორ დაიწყო ფერმერმა საქმიანობა და რა გეგმები აქვს სამომავლოდ – თამაზ კაპანაძის ისტორია „ფერმერის საათის“ რუბრიკაში “წარმატებული ფერმერი”. თამაზ კაპანაძეს  24 წელია რაც ფერმერულ მეურნეობას მისდევს. იგი სოფელ ურავლის მიმდებარე ტერიტორიაზე,  საკუთარი ხელით აშენებულ საკალმახეს ფლობს და ხუთ ტონამდე თევზს უვლის. ამბობს, რომ აღნიშნული საქმიანობა  მისი ცხოვრების ნაწილია,  რომლის გარეშეც არსებობა  წარმოუდგენლად მიაჩნია.
00:46 / 19.08.2015
ასპინძაში მესხური ტერასების აღდგენა იწყება
მთის კალთებზე შეფენილი, ხელოვნურად დაბაქნებული ჰექტრობით ტერიტორია, რომელიც მთელ საქართველოში უნიკალური არქიტექტურული ნიმუშია, მალე ძველ იერსახეს დაიბრუნებს. მეღვინე გიორგი ნათენაძე, ბიზნესპარტნიორებთან ერთად ასპინძაში, მესხური ტერასების 23 ჰექტრის აღდგენასა და 14 სახეობის მესხური ვაზის დარგვას გეგმავს. მესხური ტერასების აღსადგენად გიორგი ნათენაძე ორ პარტნიორთან ერთად სამი წლის განმავლობაში იზრუნებს. ამბობს, რომ ტურიზმის განვითარების გარდა,  პროექტი დასაქმების კუთხითაც მნიშვნელოვანია. მარნების მშენებლობაში, მესხური ვაზის ნერგების დარგვასა და ყველა იმ საქმიანობის შესასრულებლად, რომელიც ძველი იერსახის აღსადგენად არის საჭირო ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთვება.
00:26 / 19.08.2015
სხვა სტატიები
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.