SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
ეკონომიკა
გაძვირდება თუ არა პური საქართველოში


გაძვირდება თუ არა პური საქართველოში? ბოლო თვეში მსოფ­ლიო ბირჟებზე რუსული ხორბლის ფასი გაიზარდა.

თუ გასულ თვეში ტონა ხორბალი 203-208 დოლარად იყიდებოდა, ახლა უკვე 215 დოლარი ღირს. რადგან საქართველო თითქმის 100%-ით რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული, გაჩნდა მოლოდინი, ხომ არ გამოიწვევს ხორბლის გაძვირება პურზე ფასის ზრდას? არადა, წინა წელთან შედარებითაც, პურის ფასი საქართველოში 3,12%-ით, ხოლო თვით ხორბალი - 10,57%-ით არის გაზრდილი. რას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რომ პურზე ფასმა დრამატულად არ მოიმატოს და გაზრდის თუ არა ხორბლის მარაგს პანდემიის პირობებში?

ლევან სილაგავა, მეხორბლეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი: - ამ ეტაპზე ფოთში შემოტანილი 1 ტონა ხორბლის ფასი 215 დოლარის ფარგლებშია. გაძვირება, რომელიც დააანონსა რუსეთის ანალიტიკურმა სამსახურებმა, ბუნებრივი და თანხვდენილი პროცესია იმ მოვლენებისა, რაც ჩვეულებრივ ამ დროს მიმდინარეობს. ხორბლის მოსავლის აღება რუსეთსა და უკრაინაში 1-ლი ივლისიდან იწყება და ამ დროს, თუ კარგი მოსავალია, მარცვლეულის ფასი მცირდება. მოსავლის აღებამდე ფასი ტონაზე 215-230 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო როგორც კი ახალი მოსავლის აღება დაიწყეს, ფასიც შემცირდა 203-208 დოლარამდე. მოსავლის დაბინავების შემდეგ კი, როგორც წესი, ზრდა იწყება, ხორბლის ფასი ეძებს წონასწორობის ნიშნულს, რომლის ფარგლებშიც წლის განმავლობაში უნდა იყოს.

- რუსეთისგან დაახლოებით, 1 მილიონი ტონა ხორბალი შეისყიდეს ეგვიპტემ და თურქეთმა. კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში უპრიანი ხომ არ იქნებოდა, საქართველოსაც დაეჭირა თადარიგი და სტრატეგიული მნიშვნელობის სასურსათო პროდუქტის მარაგები გაეზარდა?

- ეგვიპტისა და თურქეთის შესყიდვებმა დიდი გავლენა მოახდინა ფასზე, თუმცა სხვა ქვეყნებიც არიან ხორბლის დიდი შემსყიდველი, მათ შორის ლიბია და ალჟირი. რაც შეეხება საქართველოს, თუ შარშან ამავე პერიოდში გვქონდა 1,5-2 თვის მარაგი, წლეულს 20-30%-ით მეტი გვაქვს სწორედ იმიტომ, რომ თადარიგი დავიჭირეთ, როცა ვნახეთ, რომ პანდემიის გამო ბევრმა ქვეყანამ თავისთვის დაიტოვა გარდამავალი მარაგები და გართულდა ხორბლის შემოტანა არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში, რომელიც იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული. ახლაც მუდმივ კოორდინაციაში ვართ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მუდმივად მიმდინარეობს როგორც ადგილობრივი მარაგების, ასევე მსოფლიო ტენდენციების მონიტორინგი. თუმცა ასევე უნდა ვიზრუნოთ ადგილობრივი ხორბლის მოსავლიანობის გაზრდაზე ცოდნისა და ტექნოლოგიების განვითარების ხარჯზე. დღეს ჩვენი მოსავლიანობა ჰექტარზე 2-2,5 ტონაა, როცა საშუალო-ევროპული მაჩვენებელი 5 ტონას აღწევს. თუ ამ გზით წავალთ, მოხმარების 30-40%-ის ადგილობრივი წარმოებით დაკმაყოფილებას შევძლებთ.

გიორგი ხანიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე:

- საქართველოში პურის გაძვირების საფუძველი არ არსებობს, არსებული საფასო პოლიტიკა არ იძლევა საამისოდ არანაირ მიზეზს. დეტალურად ავხსნი, რას ვგულისხმობ: აქცენტი რუსულ ხორბალზე, რომელსაც ცდილობენ ზოგჯერ პოლიტიკური ელფერიც შესძინონ, არასწორია, რადგან ეს არ არის ჩვენი არჩევანი პოლიტიკური ნიშნით. რუსული ხორბალი არის ყველაზე ხელმისაწვდომი სიიაფის თვალსაზრისით და ყველაზე ხარისხიანიც. ამას ადასტურებს ის მასშტაბური ტენდერები, რომლებიც მსოფლიოში, ევროპის ქვეყნებში რუსული ხორბლის შესაძენად ცხადდება. რუსული ხორბლის ფასი ეგვიპტისა და თურქეთის შესყიდვებმა მკვეთრად გაზარდა, ერთბაშად 10-12 დოლარით ტონაზე. რუსული ხორბლის ალტერნატივა მსოფლიოში ბევრია, მაგრამ გაცილებით ძვირია ჩვენთვის და ბიზნესს, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისგან, იმპორტით სწორედ რუსული ხორბალი შემოაქვს. ჩვენ ვცადეთ ყაზახური ხორბლის ხელმისაწვდომობა გაგვეზარდა, მაგრამ მისი საწყისი ფასი რუსულ ხორბალზე მეტია, გარდა ამისა, ტრანსპორტირება მეტად ხარჯიანია, რადგან ტვირთი სამ ქვეყანაზე გადის.

როცა დამპყრობელ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობა გაქვს, რა თქმა უნდა, ხიფათი და რისკები ყოველთვის არსებობს. ფაქტობრივად, ქვეყანამ გამოგვიცხადა ომი, დაიპყრო ტერიტორიები და ეს პროცესი ყოველდღიურად გრძელდება. თუმცა ეკონომიკური ურთიერთობა უფრო დაცულია და 2008 წლის ომის მიუხედავად, ჩვენ რუსული ხორბლის მიღების პრობლემა არასდროს შეგვქმნია. მხოლოდ გაზაფხულზე კორონავირუსის გამო დავდექით რისკის წინაშე, მაგრამ მთავრობამ შესაბამის ზომებს მიმართა და მოსახლეობისთვის არც ერთი პროდუქტის მიწოდება არ შეფერხებულა, მათ შორის, არც ხორბლის. ფასის არაადეკვატური ზრდა რუსულ ბაზარზე მთავრობამ დააკომპენსირა, რომ მოსახლეობას პური არ გასძვირებოდა.

რა თქმა უნდა, მეტი დივერსიფიცირება გვჭირდება, რადგან პური სოციალური მნიშვნელობის პროდუქტია, რომლის გაძვირებაც არ არის მარტივი საქმე. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი გზაა იმპორტის სუბსიდირება, რაც სახელმწიფოსთვის არ არის სწორი სტრატეგია. უფრო მართებულია ადგილობრივი წარმოების გაზრდა, მაგრამ როცა უკიდურესი აუცილებლობაა, როგორც ხედავთ, ამას ვაკეთებთ. ხოლო როცა მეწარმეს აქვს თავისუფალი არჩევანი, თავისუფალი ბაზრის ფასებიდან გამომდინარე, ის დივერსიფიცირებას ვერ მოახდენს. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ფასებს ნიუ-იორკის და პარიზის ბირჟებიდან, ვხედავთ, რა ხდება რუსეთში. ხორბალს ორი მდგენელი აქვს - ის საბირჟო პროდუქტია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი ფასი და ტრანსპორტირების ღირებულება. თუ მექსიკის ყურეში შევიძენთ ხორბალს, ბუნებრივია, მისი ფრახტით წამოღება ბევრად ძვირი იქნება, ვიდრე რუსეთიდან შემოტანა. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, ბიზნესურთიერთობა სწორად იყოს დალაგებული და საფრთხეები ზუსტად შეფასდეს. არაერთი შეხვედრა გვაქვს ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა ტვირთები ძირითადად გემითა და რკინიგზით შემოდიოდეს, რადგან არსებობს წინასწარი ხელშეკრულებები, ფიუჩერსული ფასები.

Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/먹튀위크Betwoon Girişseks filmleriSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기tipobetnycbahisbetigma girişbetnanotürk ifşa킹콩티비tipobet스마일퀄리티megabahisholiganbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetสล็อตBetigmajojobetholiganbethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereaholiganbetmarsbahisgoogle hit botuCasibomcasibomArtemisbetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotbetkolikthailand digital arrival cardвсе казиноcasibom1xbet girişcratosroyalbetcasibomBahiscasino girişbets10sekabetmatbetextrabetjojobet girişjojobet girişiptv satın aljojobetmarsbahispaşacasinocasibombets10vaycasinovaycasinomeritkingvdcasinosahabethiltonbetgalabetcasibomCasibommagic mushroomscasibomtaraftarium24royalbet girişjojobet girişStreameastkiralık hackerholiganbetmatbetcasibom girişcasibomlocabetmp3juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibom girişcasibomlunabetsetrabetsetrabetartemisbetjojobetpusulabetholiganbetholiganbetdeneme bonusu veren yeni sitelermatbetcasibomdeneme bonusu veren sitelermarsbahisivermectinmatbetcasibomлучшие казинолучшие казиноmarsbahisonwincasibom giriş1xbetmatadorbetiptv testcasinolevantjojobet girişpusulabetlunabetret casinodeneme bonusu veren siteler 2026Streameastslot thailandTotalsportekbonisabetmarsbahisjojobetdeneme bonusu veren yeni sitelerSahabetporno izlecasibombparazitbparazittipobetaparazitnakitbahisbetpasbparazitcasibomjojobet