საქართველოში საწვავი ისევ გაიაფდა
საქართველოში საწვავი ისევ გაიაფდა. ბოლო დღეების განმავლობაში საწვავის ფასი 6 თეთრით შემცირდა. ქსელური ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში ფასების ცვლილება უკვე აისახა, ნაწილის შემთხვევაში კი ღირებულება ამ დრომდე უცვლელი რჩება.
რა ღირს საწვავი ამ ეტაპზე ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე, ნახეთ:
Socar (ფასები უცვლელი დარჩა):
ნანო სუპერი - 3.50 ლარი;
ნანო პრემიუმი - 3.10 ლარი;
ნანო ევრო რეგულარი - 2.93 ლარი;
ევრო 5 დიზელი - 2.93 ლარი;
ნანო ევრო 5 დიზელი - 3.04 ლარი.
Gulf (გაიაფდა 6 თეთრით):
G-Force სუპერი - 3.37 ლარი;
G-Force პრემიუმი - 2.97 ლარი;
G-Force ევრო რეგულარი - 2.87 ლარი;
ევრო რეგულარი - 2.77 ლარი;
G-Force ევრო დიზელი - 2.93 ლარი.
Rompetrol (უცვლელი დარჩა):
Efix სუპერი - 3.50 ლარი;
Efix ევრო პრემიუმი - 3.09 ლარი;
ევრო რეგულარი - 2.89 ლარი;
Efix ევრო დიზელი - 3.03 ლარი;
ევრო დიზელი - 2.93 ლარი.
Wissol (გაიაფდა 6 თეთრით):
ეკო სუპერი - 3.39 ლარი;
ეკო პრემიუმი - 2.97 ლარი;
ევრო რეგულარი - 2.79 ლარი;
ევრო დიზელი - 2.83 ლარი;
ეკო დიზელი - 2.91 ლარი;
დიზელ ენერჯი - 2.78 ლარი.
Portal (გაიაფდა მხოლოდ ევრო რეგულარი):
პრემიუმი - 2.79 ლარი;
ევრო რეგულარი - 2.54 ლარი;
ევრო დიზელი - 2.69 ლარი.
რაც შეეხება გლობალურ ბაზარს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებლად 61.53 დოლარი განისაზღვრა, რაც 0.54%-იან ზრდაზე მიანიშნებს. Brent-ის ტიპის ნავთობის შემთხვევაში კი ზრდამ 0.53% შეადგინა და ბარელზე 64.78 დოლარს გაუტოლდა.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“