ეკონომიკა
რამდენად მოსალოდნელია საწვავის გაძვირება?
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, ბოლო პერიოდში საწვავის ფასი საქართველოში სამწუხაროდ დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული საწვავის პირობებზე, ვინაიდან ჩვენთან მოხმარებული საწვავის 90%-მდე სწორედ ამ ქვეყნიდანაა იმპორტირებული.

იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე შემცირებულია საშუალოდ 1,28 დოლარით/ბარელზე ანუ 1,7%-ით და შეადგენს 72,26 დოლარს/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი დაკლებულია საშუალოდ 1,76 დოლარით/ბარელზე ანუ 2,5%-ით და შეადგენს 67,70 დოლარს/ბარელზე.

,,რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, ბენზინის ფასი ბოლო 1 თვის განმავლობაში გაზრდილია 26,25 დოლარით/ტონაზე ანუ 3,3 %-ით 818,50 დოლარამდე/ტონაზე. ხოლო დიზელის საწვავის ფასი გაზრდილია 23,5 დოლარით/ტონაზე ანუ 3,5%-ით 699 დოლარამდე/ტონაზე.

ასევე უნდა აღინიშნოს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელზეც ასევე პირდაპირაა დამოკიდებული საწვავზე ფასების ცვლილება. ბოლო 1 თვის განმავლობაში მოხდა ლარის გაუფასურება. კერძოდ, 30 მაისს ის შეადგენდა 2,5823 ერთეულს, ხოლო დღეისათვის - 2,6177 ერთეულს"
.

კავშირის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საწვავის ფასი საქართველოში ,,სამწუხაროდ დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული საწვავის პირობებზე, ვინაიდან ჩვენთან მოხმარებული საწვავის 90%-მდე სწორედ ამ ქვეყნიდანაა იმპორტირებული. ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან დიზელის საწვავის მოწოდების პირობები ფასთან მიმართებაში არ შეცვლილა. შესაბამისად, საქართველოს საცალო ქსელში დიზელის საწვავის ფასი სტაბილურია.

რაც შეეხება ბენზინს, მასთან მიმართებაში სიტუაცია უფრო რთულადაა. რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული ბენზინის ფასი ბოლო პერიოდში გაზრდილია საშუალოდ 50-80 დოლარით/ტონაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ თვითონ რუსეთს გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული პროდუქციის ექსპორტზე, რის გამოც მოხდა ჩვენთან ბენზინის ფასის მცირედით მატება"
- წერია განცხადებაში.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.