როგორია ეროვნული ვალუტის ღირებულება დღეს
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7136 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6998 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 7.0025-ია, 100 რუსულ რუბლს 2.9547 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი,0.0796 -ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0211 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0060 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0151 ლარი შეადგინა.