ქვეყნები სადაც, პური ყველაზე ძვირი ან იაფია - რომელ ადგილზეა საქართველო
მსოფლიოში პური ყველაზე ძვირი ისლანდიაში ღირს და 3.75 დოლარს შეადგენს, ყველაზე იაფი კი ალჟირშია, სადაც ფასი 15 ცენტს უტოლდება.
აღნიშნულის შესახებ სტატისტიკა განაახლა Numbeo-მ. მონაცემები 127 ქვეყანაში პურის ფასების ანალიზს ემყარება.
ამავე სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 111-ე ადგილზეა, მონაცემები აჩვენებს, რომ 500 გრამიანი პური აქ საშუალოდ 56 ცენტი ღირს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის პური ყველაზე ძვირი თურქეთში, იაფი კი აზერბაიჯანშია.
უფრო კონკრეტულად, სამეზობლოს ქვეყნებში პურის საშუალო ფასი ასე გამოყურება:
თურქეთი - 95 ცენტი;
სომხეთი - 81 ცენტი;
რუსეთი - 55 ცენტი;
აზერბაიჯანი - 43 ცენტი.