SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
განათლება
ახალციხის მეექვსე სკოლის გუნდი რეგიონული კონკურსის გამარჯვებულია
“მე და კონსტიტუცია” – ასე ჰქვია კონკურსს, რომლის გამარჯვებულიც სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის გუნდი “ჯეირანი” გახდა. იგი მონაწილეობას კონკურსის ფინალში მიიღებს, რომელიც მაისის თვეში თბილისში გაიმართება.
19:54 / 11.04.2016
ახალციხის მეხუთე სკოლის გუნდი „მხიარული სტარტების“ ფინალში იასპარეზებს
ახალციხის სასპორტო სკოლაში „მხიარული სტარტების ფინალი“ გაიმართა. მასში მონაწილეობა  ოთხი სკოლის გუნდმა მიიღო. პირველი ადგილისთვის მუსხის, ვალის, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლისა და „მზექას“ გუნდებმა იბრძოლეს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პირველობა 37 ქულით ახალციხის მეხუთე სკოლის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილზე – მუსხის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილს „მზექას“ სკოლა დასჯერდა. გამარჯვებული გუნდის მონაწილეებს შესაბამისი კატეგორიის მედლები და სიგელები გადაეცათ. პირველადგილოსანი სკოლის გუნდმა კი „მხიარული სტარტების“ თასიც მიიღო.
17:50 / 10.04.2016
არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებთან ახალციხეში შეხვედრა გაიმართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით არაქართულენოვანი საჯარო სკოლების უფროსკლასელები უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს გაეცნენ. უწყებათაშორისი კომისიის წევრებთან შეხვედრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა.
00:20 / 02.04.2016
ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით, საავადმყოფოში ათობით ბავშვი მკურნალობს
ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს ინფექციური განყოფილება ბავშვებს ვეღარ იტევს. პალატებში ადგილი აღარ არის, ამიტომ სამედიცინო დაწესებულებაში, ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით მოთავსებულ ბავშვებს, მკურნალობას დერეფანში უტარებენ. საავადმყოფოში ამბობენ, რომ მომართვიანობა ახალციხის პირველი ბაგა–ბაღის აღსაზრდელებიდან დაიწყო. ექიმების თქმით, მათი პაციენტები, ძირითადად 3–დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. ყველა მათგანი ბაგა–ბაღის აღსაზრდელია. მაღალი ტემპერატურა, პირღებინება და ფაღარათი – მშობლები ამბობენ, რომ ინფექციურ განყოფილებაში მოთავსებულ ყველა ბავშვს,  ერთი და იგივე სიმპტომი აქვს.
19:21 / 01.04.2016
საქართველოში პირველი "ეტალონ–სტუდენტი" სამცხე–ჯავახეთში გამოვლინდა
საქართველოში პირველი “ეტალონ–სტუდენტი” სამცხე–ჯავახეთში გამოვლინდა. ინტელექტუალური ჩემპიონატი  უნივესიტეტში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა სტუდენტებმა ოთხივე ფაკულეტიდან მიიღეს. მონაწილეთა სიმრავლის გამო, ეტალონი ორ ეტაპად ჩატარდა. გამარჯვება სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ლაშა ზაზაძემ მოიპოვა. მას “ეტალონ–სტუდენტის” დიპლომი გადაეცა. პროექტში მონაწილე ყველა სტუდენტმა კი სერტიფიკატები მიიღო.
21:08 / 31.03.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის, კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
კალიგრაფიის კონკურსი ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის მეხუთეკლასელისთვის. კონკურსი, რომელიც გამგეობამ 10 დღის წინ გამოაცხადა, დღეს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. 19 ნამუშევრიდან სამი საუკეთესო, ხუთკაციანმა ჟიურიმ შეარჩია. მოსწავლეებს ერთი და იგივე დავალება მიეცათ, მათ  ,,ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები უნდა დაეწერათ. მესამე ადგილზე აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო დვალისშვილი გავიდა, მეორე საპრიზო ადგილი სოფელ ანის სკოლის მოსწავლემ, მზია კაპანაძემ დაიკავა, პირველი ადგილი კი ვალის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეს, მაგდა ჩიტაშვილს ხვდა წილად.
19:27 / 31.03.2016
საქართველოს უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები – ტრენინგი სტუდენტებისთვის
საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა 24 მარტს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. მომხსენებელმა, გიორგი გოგუაძემ, თემაზე – საქართველოს ეროვნული უსაფრთოება და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ტრენინგი ჩაატარა. საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი 2016 წლის თებერვლიდან პროექტს სახელწოდებით ,,VOTE SMART“ ახორციელებს. მისი მიზანი საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების შესახებ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაა.
18:49 / 30.03.2016
დაგვიანებით გადაცემული წიგნები ბიბლიოთეკებს
22 წიგნი რაბათის, 13 საბავშვოს, 20 კი ცენტრალურ ბიბლიოთეკას – ქალაქ ახალციხის სამი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 55 ეგზემპლარით გაიზარდა. მერიამ, თანამედროვე და საბავშვო ლიტერატურაში, 900 ლარამდე გადაიხადა. ადგილობრივი ხელისუფლება ბიბლიოთეკებისთვის წიგნებს ყოველ წელს ყიდულობს. ამჯერად მათ 2015 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული წიგნები მიიღეს. ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ამბობენ, რომ სუბსიდია მცირეა და ამ თანხით საკმარის წიგნებს ვერ იძენენ. ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 47 ათასი წიგნია.
23:28 / 28.03.2016
როგორ სწავლობს სახელმწიფო ენას და ინარჩუნებს მშობლიურს ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა
ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, ასოცირების ხელშეკრულების ერთ–ერთი წინაპირობაა. განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის მოსახლეობა გარემოსგან იზოლირებული რომ არ იყოს, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ენა მათთვის ბარიერს არ წარმოადგენდეს.
18:34 / 28.03.2016
რა? სად? როდის? – ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული ვალის პირველი სკოლა გახდა
ახალციხეში, მუნიციპალიტეტის პირველობისათვის, ინტელექტუალურ-შემეცნებით თამაში რა ? სად? როდის?  გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა თემის 16-მა საჯარო სკოლამ მიიღო. თითოეული გუნდი, 6-6 მონაწილით იყო დაკომპლექტებული. მათ  პასუხის გაცემა 22 კითხვაზე მოუწიათ. ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი ვალის პირველმა საჯარო სკოლამ დაიკავა.
20:42 / 26.03.2016
„world vision“–ი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, 8 სასკოლო კლუბის პროექტს დააფინანსებს
„world vision“–ი მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში, 8 სასკოლო კლუბის პროექტს დააფინანსებს. ორგანიზაციამ 13–დან ათი პროექტი უკვე შეარჩია.  სპეციალურმა კომიტეტმა, რომლის შემადგენლობაშიც დემოკრატ მესხთა კავშირისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ, დასაფინანსებელი პროექტების შესახებ იმსჯელა. კომიტეტის გადაწყვეტილება ცნობილი ერთ კვირაში გახდება. მცირე გრანტების კონკურსი სასკოლო კლუბებისთვის „world vision საქართველოს“ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამამ, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებისთვის“ ფარგლებში გამოაცხადა.
00:34 / 26.03.2016
,,მსოფლიო ქალთა ისტორიები" - რეგიონული კონფერენცია ახალციხეში
ახალციხეში, 16 მარტს, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, რეგიონული კონფერნეცია ჩატარდა, რომლის თემაც, ,,მსოფლიო ქალთა ისტორიები’’  იყო. ახალგაზრდებმა პრეზენტაციები იმ ქალებზე მოამზადეს, რომლებმაც თავიანთი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. კონფერენციის მონაწილეებმა, ქალისა და კაცის თანასწორობის მაგალითები, საქართველოს ისტორიიდან მოიყვანეს და აღნიშნეს, რომ გენდერული ბალანსი ჯერ კიდევ XII საუკუნეში არსებობდა.
19:53 / 16.03.2016
ადიგენში "ეტალონ–მოსწავლე" თამარ ათოშვილი გახდა
ადიგენში "ეტალონ–მოსწავლე" თამარ ათოშვილი გახდა
ადიგენის მუნიციპალიტეტში “ეტალონ მოსწავლე” გამოვლინდა.  სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებულის ტიტული ადიგენის საჯარო სკოლის მოსწავლემ თამარ ათოშვილმა მიიღო.  მან სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ყველაზე მაღალი ქულები დააგროვა. “ეტალონ–მოსწავლე” ადიგენის გამგეობამ 500 ლარით დააჯილდოვა. მეორე და მესამე ადგილზე გასული ახალგაზრდებისთვის 200–200 ლარი გამოყო, ხოლო “პროექტის მონაწილე ყველა მოსწავლეს მუნიციპალიტეტისგან წიგნი   “საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა გადაეცა. გამარჯვებული მოსწავლე და კლასის ხელმძღვანელი დააჯილდოვა ადიგენის საჯარო სკოლის დირექციამაც. მათ სკოლამ 200–200 ლარი გადასცა. ადიგენში “საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი” სოფელ ვარხნის საჯარო სკოლაში ჩატარდა. შეჯიბრს სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ “ეტალონის” ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა. პროექტ “საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის” ფარგლებში “ეტალონი” საქართველოს ყველა რეგიონს სტუმრობს.  
14:52 / 12.03.2016
ახალციხეში ,,ახალგაზრდული საკრებულოების“ მეორე ეტაპი დაიწყო
ახალციხეში პროექტის ,,ახალგაზრდული საკრებულოების“ მეორე ეტაპი დაიწყო. მის ფარგლებში ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ახალგაზრდები შეირჩნენ. ისინი იმავე სისტემის მიხედვით დაკომპლექტდნენ, როგორც საკრებულოებში დეპუტატთა პოსტებია გადანაწილებული. პროექტის ორგანიზატორებისაგან ახალგაზრდული საკრებულოების წევრებმა სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. სამომავლოდ, წევრები სოციალურ აქციასა და საგანმანათლებლო პროექტებს გეგმავენ. ახალციხის თემსა და ქალაქში ახალგაზრდული საკრებულოები 9 თვის წინ შეიქმნა. პროექტი ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ამ დრიოსათვის მისი პირველი, 6 თვიანი ეტაპი დასრულდა. ახალი საკრებულოსათვის გაიზარდა ასაკობრივი ზღვარი. ამიერიდან, ახალგაზრდული საკრებულოს წევრი შეიძლება 16–დან 25 წლამდე ახალგაზრდა გახდეს.
19:47 / 10.03.2016
ასპინძაში "ეტალონის" გამარჯვებული შოთა იველაშვილი გახდა
ასპინძაში "ეტალონის" გამარჯვებული შოთა იველაშვილი გახდა
ასპინძის საჯარო სკოლაში “ეტალონი” ჩატარდა. მასში მონაწილეობა თემის 18 საჯარო სკოლის 26–მა მოსწავლემ მიიღო. ასპინძის მუნიციპალიტეტის პირველობა, მე-11 კლასის მოსწავლემ შოთა იველაშვილმა მოიპოვა. მან 75 ქულა დააგროვა. შეჯიბრის ყველა მონაწილე, ორგანიზატორებმა სიმბოლურად სიგელებით დააჯილდოვეს. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით “ეტალონში” საქართველოს პირველობისათვის 2 300-მდე მოსწავლე იბრძვის
19:08 / 10.03.2016
საუნივერსიტეტო ქრონიკები
2016 წლის პირველი გადაცემა
16:36 / 09.03.2016
მოხის საჯარო სკოლაში ფილმის – „ახლა საით წავიდეთ“ ჩვენება გაიმართა
მოხის საჯარო სკოლაში ფილმის – „ახლა საით წავიდეთ“ ჩვენება გაიმართა
ქალთა კვირეულის ფარგლებში 7 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების ინიციატივით, ფილმის – „ახლა საით წავიდეთ“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას ახალციხის კერძო სკოლის „მზექა“–ს მოსწავლეებიც დაესწრნენ.   ლიბანელი რეჟისორის ნადინე ლაბაკის ფილმი კანის ფესტივალისა და სხვა მრავალი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია, რომელშიც გადმოცემულია ომის თემა და მშვიდობის მშენებლობაში ქალის როლს ასახავს. ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მისი შინაარსი განიხილეს. „კარგია, რომ ამ ფილმს მოსწავლეებმა უყურეს, რადგან მომავალმა თაობამ უნდა დაინერგოს ადამიანთა ურთიერთ სიყვარული და როგორც ვნახეთ ქალის როლი უმთავრესია მშვიდობის დასამყარებლად.“ –  აღნიშნა სოფელ მოხეს საჯარო სკოლის პედაგოგმა თამაზ მიქელაძემ. ღონისძიება სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში,  მოეწყო. მას ორგანიზება ახალციხის ახალგაზრდულმა  ცენტრმა გაუწია.
00:53 / 08.03.2016
ახალციხეში მოსწავლეებმა ასპინძელ მწერალს მოუსმინეს
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის, მეექვსე კლასისი მოსწავლეები  ასპინძელ მწერალს შეხვდნენ.ზელიმხან მაღრაძემ ახალგაზრდებს  საკუთარი ბიოგრაფია გააცნო და მათთან ერთად ნაწარმოებები განიხილა. ღონისძიება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კლასის ხელმძღვანელის ნინო ნადირაძისა  და ისტორიკოსის ნატო ყრუაშვილის ინიციატივით, პროექტის „უკეთ გავიცნოთ ჩვენი მხარე“ ფარგლებში  გაიმართა.
16:46 / 02.03.2016
სოფელ მინაძეში საბავშვო ბაღი და ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა
სოფელ მინაძეში საბავშვო ბაღი და ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ობიექტები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 50 მცირეწლოვანზეა გათვლილი. აქ ორი საბავშვო ჯგუფის ჩამოყალიბება იგეგმება.
17:33 / 01.03.2016
,,მესხური ფოლკლორის“ პრეზენტაცია ახალციხეში
წიგნის – ,,მესხური ფოლკლორის“ პრეზენტაცია ახალციხეში. ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით, გაზეთ ,,ლიტერატურული მესხეთის“ რედაქტორის, ავთანდილ ბერიძის წიგნი, მესხ საზოგადოებას დღეს წარუდგინეს. წიგნში  თავმოყრილია მესხური ფოლკლორის ნიმუშები. კრებულში ხალხურ ლექსებს, აშუღურ პოეზიასა და თანამედროვე სახალხო მთქმელებს შეხვდებით. ავთანდილ ბერიძე სქელტანიან წიგნზე ხუთი წელი მუშაობდა. მასალები სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ადგილობრივებისგან შეაგროვა. წიგნში ასევე შესულია არქივებსა და მუზეუმებში დაცული ნაშრომები. წიგნი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცია, სადაც  მისი პრეზენტაცია უკვე გაიმართა. ავთანდილ ბერიძე მესხური ფოლკლორის შესახებ, კიდევ ერთ წიგნზე მუშაობს.
21:49 / 24.02.2016
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/먹튀위크seks filmleriSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기tipobetnycbahisbetigma girişcratosroyalbettürk ifşa킹콩티비kayseri escort스마일퀄리티pusulabetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetสล็อตBetigmahttps://www.teestaurja.com/jojobetumzugsfirma wienholiganbethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9057.comCasibomdizipalkulisbetkulisbetkulisbetkulisbetvaycasinojojobetmarsbahisgoogle hit botuHoliganbetcasibomkavbetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotbetparkthailand arrival cardвсе казиноjojobet1xbet girişmatbetcasibomHoliganbetbets10sekabet girişmatbetExtrabetjojobet girişjojobet girişselçuksportsmatbetmarsbahis girişpaşacasinocasibombets10jojobetjojobetmeritkingvdcasinosahabetcratosroyalbetjokerbetsekabetHoliganbetmagic mushroomsvaycasinotaraftarium24royalbet girişjojobet girişStreameastkiralık hackercasibomcasibomcasibom girişcasibomjojobetmp3juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibommatbetholiganbetultrabet girişsahabetholiganbetjojobetpusulabetholiganbetholiganbetdeneme bonusu veren yeni sitelerholiganbetcasibomdeneme bonusu veren sitelermarsbahisivermectinmatbetcasibomлучшие казинолучшие казиноcasibomonwincasibom giriş1xbetmatadorbetiptv testcasinolevantmatbetpusulabetjojobetret casinodeneme bonusu veren siteler 2026Streameastslot gacorTotalsportekjojobetbonisabetikimislicasibomjojobetdeneme bonusu veren yeni sitelercasibom