სამართალი
ახალციხე - ადიგენის გზაზე ავარია მოხდა
ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, 14 აგვისტოს, დაახლოებით 02:30 სთ-ზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით შევიდა მოსახვევში, საჭე ვერ დაიმორჩილა, ,,ბორდიურს" დაეჯახა და ამოტრიალდა.
,,მანქანას დაზიანებული ჰქონდა სამივე მინა, ხოლო უკან საერთოდ აღარ ჰქონდა. საბურავები გახეული და დისკები გატეხილი იყო. შუა გზაზე მდგარი ნაავარიევი მანქანის მძღოლის გადავარდნილი ბორდიურის მახლობლად ხევში დავიწყეთ, თუმცა უშედეგოდ" - ყვებიან მოქალაქეები, რომლებიც ცდილობდნენ ვითარებაში გარკვევას.
ადგილზე იყოფებოდნენ სამაშველოს, სასწრაფოსა და საპატრულოს თანამშრომლები.
გააზიარეთ :