ეკონომიკა
ზუგდიდი, ქუთაისი, ახალციხე - რომელი მუნიციპალიტეტი ხარჯავს ყველაზე მეტ საწვავს
როგორ ხარჯავენ საბიუჯეტო სახსრებს მუნიციპალიტეტებში? - საწვავისა და ავტომობილების მოვლა-შენახვის ხარჯების მიხედვით, ცხრა მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მხარჯველი ახალციხე, ზუგდიდი და ქუთაისი აღმოჩნდა. 

ინფორმაცია "ფლანგვის დექტეტორმა" გამოითხოვა.

ირკვევა, რომ მხოლოდ ზუგდიდის მერიამ 2 წლის განმავლობაში 161,227 ლიტრი საწვავი მოიხმარა და ამაში, საერთო ჯამში, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. გორში კი ავტო-პარკის განახლებაზე ზრუნავენ აქტიურად. ყველაფერს ემატება სახელმწიფო აუდიტის ანგარიშებიც, რომლითაც ცნობილი ხდება, რამდენად მიზანშეწონილად იხარჯება საწვავი.

,,რა თქმა უნდა, ეს სტატისტიკა ძირითად შემთხვევაში მზარდია, რადგან როგორც ხედავთ, საწვავის ხარჯი წლიდან წლამდე მუნიციპალიტეტებში იზრდება. ამაზე ხშირად საუბრობს აუდიტის სამსახური თავის ანგარიშებში და ასევე ხშირად უთითებს იმას, რომ არსი შემთხვევები, როცა მუნიციპალიტეტში საწვავზე იმაზე მეტი იხარჯება, რამდენიც შესაძლებელია, რომ თვითონ მანქანის ავზში ჩაისხას. იგივე პრობლემა იყო პანდემიის დროს, გვახსოვს შემთხვევები როდესაც საწვავის ხარჯი ისევ მაღალი იყო მიუხედავად იმისა, რომ მანქანები არ მოძრაობდნენ", - ამბობენ “ფლანგვის დეტექტორში".

საქართველოს ცხრა მუნიციპალიტეტმა ორ წელში საწვავზე ორ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. საწვავის ხარჯვის რაოდენობის მიხედვით მუნიციპალიტეტის პირველი სამეული ასე გამოიყურება - ზუგდიდი, სადაც მუნიციპალიტეტის მერიის საწვავის ხარჯმა 2021 წელს 269,731 ლარი შეადგინა, დახარაჯული საწვავის ოდენობამ კი 77, 718 ლიტრი. 

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მეორე მუნიციპალიტეტი, რომელიც ორი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდა საწვავსა და მანქანების მოვლა-შენახვაზე, ქუთაისია. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წელს საწვავში 232,571 ლარი დახარჯა, ამავე წელს ავტომობილების მოვლა-შენახვა მუნიციპალიტეტს თითქმის 55 ათასი დაუჯდა (54,677).

ქუთაისს მოსდევს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია. 2021 წელს ახალციხის მერიამ საწვავზე საერთო ჯამში 112,356 ლარი დახარჯა, თუმცა, საინტერესოა, რომ 2022 წლის მიმდინარე მონაცემებით მუნიციპალიტეტს უფრო მეტი აქვს დახარჯული. კერძოდ, 2022 წლის ბოლომდე მას 137,442 ლარი ჰქონდა დახარჯული საწვავზე. რაც შეეხება ავტომობილების მოვლა-შენახვას, 2021 წელს აღნიშნულმა ხარჯმა 33,481 ლარი შეადგინა, 2022 წლის ბოლომდე კი ეს თანხა 31,700 ლარის აჭარბებდა.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.