საქართველოს საპატრიარქო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის
ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, უნიკალური ფრესკების დაზიანების
ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ადიგენის მუნიციპალიტეტმა სახალხო რელიგიური დღესასწაული
„ზარზმობა“ აღნიშნა. სოფელ ზარზმის ღვთისმშობლის სახელობის
ეკლესიაში საზეიმო წირვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა
თეოდორემ აღავლინა.
მოხეს სადავო შენობასთან დაკავშირებით, რაიმე სახის გადაწყვეტილება
მიღებული არ არის – ეს განცხადება დასავლეთ საქართველოს მუფტის
მოადგილემ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
მოხეში, 30–მდე მუსლიმმა, დღეს ისევ სადავო შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე ილოცა. მოსახლეობის ეს ნაწილი, ე.წ. მოხის კომისიის
შეთავაზებით უკმაყოფილოა და ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა,
კლუბის სტატუსით არსებული შენობის საკუთრების გარკვევა იყო.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ორწლიანი მუშაობა მოხეს
სადავო შენობასთან დაკავშირებით დაასრულა. ზაზა ვაშაყმაძის
თავმჯდომარეობით შექმნილმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ სადავო შენობა
არც მართლმადიდებლებს და არც მუსლიმებს არ გადაეცემათ.
ვარძიაში ხანძრის შედეგად დაზიანებული მხატვრობის გასაწმენდად
ინტენსიური სამუშაოები 4 ნოემბრიდან დაიწყება. ღვთისმშობლის მიძინების
სახელობის ტაძარში რესტავრატორებმა კვლევა უკვე
დაასრულეს.
EMC-ის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, მოხი
სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისიის
გადაწყვეტილებაზე, განცხადებას ავრცელებს. თამთა მიქელაძის აზრით,
კომისიის გადაწყვეტილება პრობლემურია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მოხის სადავო შენობასთან
დაკავშირებით, ახალციხეში შეხვედრა დაასრულა. მართლმადიდებელ და
მუსლიმ სასულიერო პირებთან ერთად, ზაზა ვაშაყმაძემ პრობლემის
მოგვარებაზე იმსჯელა.
ვარძიაში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი დალუქეს. ამჟამად
აქ ხანძრის შედეგად დაზიანებული მხატვრობის შესწავლა
მიმდინარეობს. სპეციალისტებმა უნდა გაარკვიონ, რა მეთოდით შეიძლება
ფრესკების გაწმენდა.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
ვიზიტორებისთვის დაკეტილია. ადგილზე მოხდება დაზიანებული
მხატვრობის შესწავლა, რის შემდეგაც გადაწყდება რა მეთოდით
გაიწმინდება ფრესკები.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში მე–12 საუკუნის
მხატვრობა დაზიანდა. 1 ნოემბერს მაგიდას ცეცხლი გაუჩნდა და
მხატვრობის ძირითადი ნაწილი გაიმურა.
მუსლიმი თემი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, მოხის სადავო
შენობის საკითხის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ადგილობრივები თვლიან,
რომ კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად, საკმარისი დრო ჰქონდა.
მას შემდეგ რაც, მოხის სადავო შენობას სამართალდამცველებმა ამკრძალავი
ლენტი შემოავლეს, მუსლიმმა თემმა ლოცვის ჩატარება შენობის
შესასვლელთან გადაწყვიტა. 15–მდე მათგანმა ნამაზის რიტუალი შეასრულა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ღია ცის ქვეშ ლოცვას მანამდე
გააგრძელებენ, ვიდრე სახელმწიფო მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.
სოფელ მოხის სადავო შენობას ამკრძალავი ლენტი სამართალდამცველებმა მას
შემდეგ შემოავლეს, როცა მუსლიმებმა ლოცვა დაასრულეს.
მათი განმარტებით, ლოცვის აღსრულება ამ შენობაში ორი მიზეზის
გამო გადაწყვიტეს. პირველი, რომ აქამდე არსებულ სალოცავში
პირობები არ არის და მეორე, სადავო შენობის კუთვნილების შესახებ ამ
დრომდე სპეციალურად შექმნილი კომისიის დასკვნა არ არსებობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.