SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/06/sapatriarqo.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/06/wminda_sinodi-e1456046063501.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/06/13427911_1713720442225500_4061304224183597615_n.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/06/amagleba4.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/06/250px-azize_nino.jpg" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
რელიგია
როგორი იქნება აწყურის ტაძარი აღდგენის შემდეგ?
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 3D ფორმატში მომზადებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ ნახონ,როგორი იქნება აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი რეაბილიტაციის შემდეგ. https://youtu.be/cx5tngepZbA ამ ეტაპზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელიც ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება;
16:22 / 14.06.2016
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მსოფლიო კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მსოფლიო კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. საპატრიარქოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. “წმინდა სინოდმა ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ეკლესია წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. არის ისეთი ფუნდამენტალური საკითხები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ და რომელსაც არ ითვალისწინებენ. კონკრეტულად თუ რა არის ეს საკითხები, საპატრიარქო განცხადებას შემდეგ გააკეთებს“ – განუცხადა ჟურნალისტებს მესტია-ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომის განჩინების ოქმი სავარაუდოდ, დღესვე გამოქვეყნდება. მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს, სადაც იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე როგორიც არის: მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელ მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა. ამ საკითხებთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.
18:24 / 10.06.2016
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
საქართველოს საპატრიარქოში დღეს, 10 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. საპატრიარქოს ინფორმაციით, სინოდის წევრები საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე უხელმძღვანელებს. ტრადიციულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის პრობლემატურ საკითხებს განიხილავს. წმინდა სინოდმა მართლმადიდებელთა მსოფლიო კრებისთვის მოსამზადებლად საკითხებზე 25 მაისის სხდომაზე უკვე იმსჯელა. მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა.
12:30 / 10.06.2016
რუმინეთის დელეგაციამ უდეში ამაღლების დღესასწაული აღნიშნა
რუმინეთის დელეგაციამ უდეში ამაღლების დღესასწაული აღნიშნა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში,  დღეს, 9 ივნისს,  ამაღლების დღესასწაული ადგილობრივებთან ერთად რუმინეთის დელეგაციამაც აღნიშნა. სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა. ლიტურგიის შესრულებაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ და რუმინეთის სასულიერო პირებმაც. წირვაზე იმყოფებოდნენ რუმინეთის ელჩი საქართველოში დიმიტრუ ბადეა, კულტურის მინისტრი იონუც ვულპესკუ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და რუმინეთის დელეგაციის სხვა წევრები. სტუმრებმა წირვის დასრულების შემდეგ ზარზმისა და საფარის ეკლესია–მონასტრებიც მოილოცეს. გიორგი გასიტაშვილის ფოტოები. თიკო კურტანიძე
18:08 / 09.06.2016
9 ივნისს მართლმადიდებლები უფლის ამაღლებას ზეიმობენ
9 ივნისს მართლმადიდებლები უფლის ამაღლებას ზეიმობენ
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, 9 ივნისს უფლის ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ამასთან დაკავშირებით ეკლესიებში საზეიმო წირვა ჩატარდება. დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება. ქრისტიანული სწავლებით, უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო. მაცხოვარი მოწაფეებს მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში სულიწმინდის მოფენამდე. აღდგომიდან მეორმოცე დღეს იესო ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ზეცად ამაღლდა. მაცხოვარმა მოწაფეები ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა , ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად მოსილნი რომელთაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“. მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ უფალს. თიკო კურტანიძე
09:33 / 09.06.2016
აწყურის ტაძრის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დაიწყება
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა აწყურის ციხე და ტაძარი მოინახულეს. მიხეილ გიორგაძემ და ნიკოლოზ ანთიძემ, ტაძრის სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერეს. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მისი დასრულების შემდეგ დაგეგმილია ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრებები.
22:27 / 01.06.2016
1 ივნისს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეს აღნიშნავენ
1 ივნისს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეს აღნიშნავენ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 1 ივნისს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება. წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებიდან შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი. ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს – გარდაცვალება.
11:02 / 01.06.2016
კულტურის მინისტრმა აწყურის ტაძარი და ციხე მოინახულა
კულტურის მინისტრმა აწყურის ტაძარი და ციხე მოინახულა
31 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ აწყურის ციხე და აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი მოინახულეს. ასევე, დაათვალიერეს ტაძრის სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ტაძრის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური გათხრები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, 3D ფორმატში მომზადებული ვიდეორგოლით, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ ნახონ როგორი იქნება აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი რეაბილიტაციის შემდეგ. ამ ეტაპზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელიც ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება; მისი დასრულების შემდეგ დაგეგმილია ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრებები; წელსვე იგეგმება აწყურის ციხის ჩამოშლილი სამხრეთ კედლის გაწმენდითი სამუშაოები. სპეციალურად მონტაჟდება საბაგირო, რომლის საშუალებითაც კედლიდან ჩამონგრეულ ქვებს ქვევით ჩამოიტანენ და უკვე გაწმენდილ მდგომარეობაში დაუბრუნებენ პირვანდელ ადგილს. აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება. არქეოლოგიურ სამუშაოებს პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს.
22:20 / 31.05.2016
,,ქართულ–ებრაული მეგობრობის 26 საუკუნე“ - ახალციხეში სინაგოგის 275 წლის იუბილე აღინიშნა
29 მაისს, ახალციხეში, უძველესი სინაგოგის აშენებიდან  275 წელი და მისი განახლებიდან 153 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიებას, სახელწოდებით ,,ქართულ–ებრაული მეგობრობის 26 საუკუნე“ მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს სხვა ქალაქებიდან და ასევე  სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მომლოცველები დაესწრნენ. მეგობრობის დიდი ისტორიის დასტური – ასე უწოდა ზაზა ვაშაყმაძემ სამახსოვრო წიგნში ქართველ–ებრაელთა მეგობრობის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებს ახალციხეში.
21:24 / 29.05.2016
ახალციხეში, სინაგოგის 275 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთავრობის პირველ პირებს ელოდებიან
ახალციხეში, სინაგოგის 275 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთავრობის პირველ პირებს ელოდებიან
ახალციხეში ებრაული სინაგოგის 275 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთავრობის პირველ პირებს ელოდებიან. საქართველოში უძველესი ებრაული სინაგოგის დაარსებიდან 275 და მისი განახლებდან 153 წლის იუბილე აღინიშნება. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 29 მაისს ღონისძიება სახელწოდებით – “ქართულ–ებრაული მეგობრობის 26 საუკუნე” გაიმართება. ოფიციალური პირების, დიპლომატიური კორპუსისა და მოწვეული სტუმრების მიღება ახალციხის სინაგოგაში 14:00 საათზე მოხდება. შედგება ლოცვა. 15:00 საათზე ახალციხის ციხეზე სტუმრების ოფიციალური დახვედრა მოეწყობა, სადაც ქორეოგრაფიულ და ფოლკლორულ ნომრებს  ანსამბლები: “მესხეთი” და “მესხი ფრთოსანი” შეასრულებენ. ახალციხის მერი გიორგი კოპაძე სტუმრებს სიტყვით მიმართავს. ციხის ტერიტორიაზევე გაიმართება ახალციხელი თვითნასწავლი მხატვრის მიხეილ იაძისა და სამხატვრო სკოლის ნამუშევრების გამოფენა. სტუმრები ახალციხის ციხის კომპლექსსა და მუზეუმს დაათვალიერებენ. 18:00 საათზე მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილებით, ქართულ – ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი ჩატარდება. საქართველოში ერთადერთი უძველესი სინაგოგა ახალციხეში მდებარეობს, რომელიც  1863 წელსაა განახლებული. თიკო კურტანიძე
21:15 / 27.05.2016
17 მაისი – ოჯახის სიწმინდისა და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე
17 მაისი – ოჯახის სიწმინდისა და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე
      17 მაისს, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვისა და ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ვარდების მოედანზე სასულიერო პირები, ჩოხოსანთა საზოადოების წევრები და მრევლი შეიკრიბა. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს და ხატს სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ. მსვლელობის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დალოცავს და ოჯახის სიწმინდის დღეს მიულოცავს, რის შემდეგაც ტაძარში ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდის. 17მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ, ორი წლის წინ, საქართველოს პატრიარქმა გამოაცხადა. დღეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეცაა, რომლის აღნიშვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღების თარიღს, 1990 წლის 17 მაისს უკავშირდება. თარიღის აღნიშვნა მსოფლიოში, 2004 წლიდან დაიწყო. საქართველოში, 17 მაისი უკვე რამდენიმე წელია აღინიშნება. წელს ლგბტ აქტივისტებმა განაცხადეს, რომ საჯარო შეკრებას არ გამართავდნენ, მათი თქმით, მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან მათთვის უსაფრთხოების გარანტიების ვერმიცემაა. მიუხედავად ამისა, დღეს სამართალდამცავებმა, თბილისში, ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯების ბრალდებით, 10 პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები არიან. დაკავებულებმა სხვადასხვა ფერის საღებავით შეღებეს რამდენიმე შენობა, მათ შორის საპატრიარქოს კედლები. ისინი ძირითადად ცისარტყელას ხატავდნენ.
15:01 / 17.05.2016
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით
17 მაისთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. ოჯახში სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დრეს თბილისში აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა მოეწყობა. “მეცხრე არხი” საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ა.წ. 17 მაისს, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, შემობრძანდება აწყურის ღვთისმშობლის ხატი. უკვე მეორე წელია, რაც ამ ხატით 7 დღიანი მსვლელობა ხორციელდება ოფიდან (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) თბილისამდე. წირვა-ლოცვები აღევლინება ბათუმში, ხულოში, აწყურში, ბორჯომში, სურამში, ხაშურში, გორში, სვეტიცხოველში. თბილისში ხატით მსვლელობა დაიწყება შუადღისას, 1200 სთ-ზე, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისაკენ, სადაც უწმინდესი და უნეტარესი ილია II  გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს ერს. ეს მსვლელობა არის საქართველოს ეკლესიის ახალგაზრდული ცენტრის „დავითიანის“ მიერ ორგანიზებული და მას აქვს მხოლოდ მშვიდობიანი და  ლოცვითი დატვირთვა. სასურველია, რომ მრევლმა  თან იქონიოს  მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმ. ანდრია პირველწოდებულის ხატები (ან რომელიმე მათგანი), რადგან წმ. ანდრია პირველწოდებული იესო ქრისტეს კურთხევით გამოაგზავნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა საქართველოში და გამოატანა აწყურის ღვთისმშობლის სახელწოდებით ცნობილი თავისი ხატი, რომელიც ფიცარზე ღვთისმშობლის სახის მიდებით გამოისახა. ეს ხატი საუკუნეების მანძილზე დაბრძანებული იყო აწყურში და მისი სასწაულთმოქმედი ძალა და მადლი აქედან ეფინებოდა ჩვენს ქვეყანას. იგი არის მაცხოვრის მიერ ჩვენს შემწედ და მცველად მოვლენილი პირველი უდიდესი  სიწმინდე და მისდამი განსაკუთრებული პატივისცემა უნდა აღდგეს ჩვენს ერში” – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  
13:58 / 16.05.2016
14 მაისს, საქართველოში თამარობა აღინიშნება
14 მაისს, საქართველოში თამარობა აღინიშნება
        14 მაისი ქართველთა მეფის, თამარის ხსენების დღეა. საქართველოს ერთადერთი ქალი მეფე XII-XIII საუკუნეებში მოღვაწეობდა. იგი 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან ერთად მართავდა ქვეყანას, შემდეგ კი დამოუკიდებლად შეძლო ძლიერი სახელმწიფოს შექმნა. ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა. 14 მაისს მისი ხსენების დღე საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღინიშნება.
14:08 / 14.05.2016
მესხეთში უნიკალური ვაზის ნერგები დაირგვება
მესხეთში უნიკალური ვაზის ნერგები დაირგვება
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მესხური ვაზის ნერგები აკურთხა, რომელიც მესხეთში დაირგვება. მეუფე თეოდორეს ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოსა და – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრის შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი  ვაზის ჯიშები გაშენდება. ცენტრმა დაკარგული ჯიშები მოიძია და აღადგინა მესხეთშიც.  მესხური ვაზის  1 000 მდე ნერგი ახალციხეში, ვარძიაში, წუნდასა და უდეში გაშენდება, საიდანაც მათი გამრავლება მოხდება. „დღეს კიდევ ერთ კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. დღეს  ჩვენ ვიწყებთ მესხური ვაზის აღდგენას ეპარქიაში. საპატრიარქოს გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი. მის საფუძველზე სანერგე ჩვენ გვაძლევს ნერგებს, რომლის დარგვაც ხდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დღეს ეს მოხდება მესხეთში. დაირგვება 1 000–მდე მესხური ჯიშის ყურძენი სხვადასხვა ადგილებში: ვარძიაში, წუნდაში, ახალციხეში, უდეში და შემდგომ მოხდება მათი გამრავლება. იმედს გამოვთქვამთ, რომ მთელს მესხეთში აღორძინდება მევენახეობა და მესხი გლეხი კვლავ სახელს გაითქვამს განსაკუთრებული ვენახისა და ღვინის წარმოებით“ – აღნიშნა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ. აღნიშნული ვაზის ჯიშები, მოძიების შემდეგ  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში აღადგინეს და ვაზის ნამყენი ნერგები გამოიყვანეს. „მესხეთი ყოველთვის გამოირჩეოდა კულტურული ვაზის ჯიშების სიმრავლით, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვაზის ჯიშები იყო დაკარგული. უკვე რამდენიმე წელია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, სხვა პიროვნებებთან ერთად, აქტიურად იღწვვის ამ საქმიანობის აღდგენისათვის. უკვე მოძიებულია უმეტესობა იმ მესხური ვაზის ჯიშებისა, რომელიც გადაშენებული იყო. დღეს სამეცნიერო კვლევით ცენტრში გამოყვანილი  ვაზის ნამყენი ჯიშები ჩამოტანილი იქნა ამ რეგიონში და გაშენდება ახალი ვენახები, რომელიც საფუძველს დაუდებს მომავალში სამრეწველო ვენახების გაშენებას“ – განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა ვაზის ნერგები დღეს, 13 მაისს აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აკურთხა. თიკო კურტანიძე
19:18 / 13.05.2016
აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლი, აწყურის ტაძარში, 14 მაისამდე დარჩება
აწყურის ყოვლადწმინდა ღვთსმშობლის ხატის ასლი  აწყურის ტაძარშია. სიწმინდე ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიიდან  13 მაისს დილით გადააბრძანეს. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა  წირვა–ლოცვა აღავლინა და ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა. ხატის მოსალოცად მომლოცველები აწყურში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ. წირვის დასასრულს მეუფე თეოდრემ აწყურის ღვთისმშობლის ხატის შესახებ იქადაგა. მისი თქმით, იგი ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომელიც საქართველოში წმინდა ანდია პირველწოდებულმა შემოაბრძანა.
18:55 / 13.05.2016
12 მაისი ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად, ყველა ტაძარში საზეიმო წირვა სრულდება. სადღესასწაულო ღვთისმსახურება რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა.
20:57 / 12.05.2016
აწყურის ღვთისმშობლის ხატს ახალციხეში ჩამოაბრძანებენ
აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს ახალციხეში ჩამოაბრძანებენ. ხატთან მიახლება მრევლს 12 მაისს დღის მეორე ნახევარში მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში შეეძლება. სიწმინდე აქ ერთი დღის განმავლობაში დარჩება. 13 მაისს, დილით ხატი  აწყურის საკათედრო ტაძარში გადაბრძანდება, სადაც  საზეიმო წირვას  ახალციხისა და ტაო-კლარჯეტის მიტროპოლიტი თეოდორე აღავლენს.
18:17 / 09.05.2016
მართლმადიდებლები აღდგომის განახლებას ზეიმობენ
მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის სწორ კვირას კვირაცხოვლობას აღნიშნავს. იგი აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. სახარებაში აღწერილია თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები, თომა ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. როდესაც ეს შეიტყო თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო.
14:35 / 08.05.2016
6 მაისს მართლმადიდებლები გიორგობას ზეიმობენ
6 მაისს მართლმადიდებლები გიორგობას ზეიმობენ
მართლმადიდებლები დღეს გიორგობას აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა მიმდინრეობს. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა
11:35 / 06.05.2016
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornoAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom9022.comfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planıviagrajojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetmatadorbet스마일퀄리티betpasmatbetmatadorbetmatadorbet girişmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงgobahisgiftcardmall/mygiftvaycasinocasinolevantcasino levantmatbetpalacebetcasibombetwoonsekabetmeritkingcasibomPorno İzlebetoviscasibomcasibom girişbahiscasinobahiscasinomasterbettingartemisbet güncel girişgrandpashabet girişbetnanodinamobet girişvdcasino girişsekabetmarsbahis girişkalebetbets10masterbettingmasterbettingmasterbettingjojobetjojobetholiganbet girişholiganbet girişmavibetmavibetmavibetholiganbetcratosslot girişholiganbetdeneme bonusu veren sitelerizmir escortgorabet girişcasibomonwinjojobetbetpaselexbetStreameastfixbetsetrabettimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomcasibompusulabetjojobetbetofficebetoffice영문주소vaycasinoสล็อตBetigma girişcasibomBetigmajojobetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1181jojobetrekabetStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftpusulabetgrandpashabetcasibomcasibomroyalbetholiganbet 1181www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginpalacebetsweet bonanza girişpusulabetcasibomcasibomcasibomcasinolevantjojobetrokubet girişsahabetumzugsfirma wiencasibomhttps://vozolturkiyedistributoru.com/casibom9022Casibom GirişdizipalperabetperabetrealbahiskulisbetbetwoonjojobetMarsbahisizmir escort telegramMeritking Girişcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotsahabet girişdeneme bonusu veren sitelermatbetвсе казиноcasibom1xbet girişjojobet