SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/11/image-ec06fe2675f6fe85da5401ec3ec53428739ccc8600b9739abfa2e0ca644488a3-v.jpg?w=180" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
რელიგია
ილია მეორე მორწმუნეებს შეახსენებს, შობას სარკმელთან ანთებული სანთლებით შეხვდნენ
ილია მეორე მორწმუნეებს შეახსენებს, შობას სარკმელთან ანთებული სანთლებით შეხვდნენ
კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს შეახსენებს, რომ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ დაავიწყდეს. ამის შესახებ ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. “არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში. თქვენ იცით, ეს არის სიმბოლო იმის, რომ ჩვენ ვიწვევთ ჩვენს სახლებში, ბინაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რათა ჩვენთან იშვას ქრისტე. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა“, – ბრძანა პატრიარქმა. ილია მეორის თქმით, მრავალი განსაცდელი იყო, არის და იქნება, მაგრამ “არ უნდა შეგვეშინდეს, ღმერთი ძალიან ახლოსაა ჩვენთან”. “საგალობელი “დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო”, ეს ლოცვა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმის შესახებ, რომ უფალი არასდროს გვტოვებს ჩვენ. როცა გვგონია, რომ მარტო ვართ და მიტოვებული ვართ, ყველაზე ახლოს მაშინ არის მაცხოვარი ჩვენთან”, – ბრძანა უწმინდესმა.
17:19 / 03.01.2016
ერთი წელი ადრიატიკის ზღვაში დატრიალებული ტრაგედიიდან
ერთი წელი ადრიატიკის ზღვაში დატრიალებული ტრაგედიიდან
 ადრიატიკის ზღვაში დატრიალებული ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა, რომელსაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყო, მცხეთის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილია კარტოზია. გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, მამა ილია, ბორან “ნორმან ატლანტიკზე” ჩადენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ დაჯილდოვდა. ჯილდო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კოჯი სეკიმუცუმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, 2015 წლის 24 ნოემბერს, ლონდონში გადასცა. 1-ელ დეკემბერს კი დიმიტრი ქუმსიშვილმა ჯილდო მამა ილიას ძმას, ნიკა კარტოზიას უსახსოვრა. შეგახსენებთ, რომ იტალიის ქალაქ ბარიში, წმინდა ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად წასულ რვა ქართველს მამა ილია წინამძღვრობდა. 28 დეკემბერს, ბორან “ნორმან ატლანტიკს” რომელზეც 487 მგზავრი და 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, მოულოდნელად ხანძრი გაუჩნდა. 36-საათიანი სამაშველო ოპერაციის მიუხედავად, 12 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათ შორის აღმოჩნდა მამა ილიაც, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე უცნობი დედა-შვილის გადასარჩენად დათმო. ზღვაში დაკარგული მამა ილიას ცხედარი 30 დეკემბერს იპოვეს. ამბბობენ, რომ ხატებისა და ლოცვანის მცირე ჩანთა ისევ ხელში ეჭირა.  18 იანვარს საქართველოში ჩამოასვენეს და წმინდა სამებს საკათედრო ტაძარში დაასვენეს. 20 იანვარს არქიმანდრიტი ტაძრის წინ დაკრძალეს. მამა ილია ბერად აღკვეცამდე, საფარის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
01:54 / 30.12.2015
31 დეკემბერს, 1-ელ და 2 იანვარს შობის მარხვა თევზით ხსნილია
31 დეკემბერს, 1-ელ და 2 იანვარს შობის მარხვა თევზით ხსნილია
31 დეკემბერს, 1-ელ და 2 იანვარს მარხვა თევზით ხსნილია – აღნიშნულზე კურთხევა მრევლს  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მისცა. შობის მარხვა 28 ნოემებრს დაიწყო. მორწმუნეებისვის 25 დეკემბრამდე მარხვა თევზით ხსნილი, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, ყოველდღე იყო. პარტიარქი ახალი წლის დღეებში მორწმუნეებს თევზის მირთმევის კურთხევას ყოველწლიურად აძლევს. შობის მარხვა 7 იანვარს, უფლის შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება. საშობაო წირვა–ლოცვა, ტაძრებში, უმეტესწილად, ღამით ტარდება.  
23:23 / 27.12.2015
კათოლიკური სამყარო ქრისტეშობას აღნიშნავს
კათოლიკურმა სამყარო 25 დეკემბერს ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. საქართვლოს ყველა მოქმედ კათოლიკურ ტაძარში საზეიმო ლიტურგია შესრულდა. რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ეკლესიაში, ლოცვა ღამის 12 საათზე დაიწყო. უფლის დაბადებას მრევლი ღამისთევით შეხვდა. კათოლიკური სამყარო, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ,  ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მომლოცველთა დიდი ნაწილი უფლის დაბადებას, ბეთლემში ხვდება.
20:27 / 25.12.2015
მამა დავითი: "უფლის და ღვთისმშობლის შემდეგ, ყველაზე დიდი ნუგეში მღვდელმთავარი ნიკოლოზია"
მართლმადიდებელი მრევლი 19 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ – ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდა. სადღესასწაულო წირვა ჩატარდა ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაშიც. წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე შეძლებულ და კეთილმსახურ ოჯახში დაიბადა.
20:17 / 19.12.2015
მართლმადიდებლები წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავენ
მართლმადიდებლები წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავენ
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება. წმინდა ნიკოლიზი მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე შეძლებულ და კეთილმსახურ ოჯახში დაიბადა. მშობლებმა აღთქმა დადეს, თუ უფალი მათ მემკვიდრეს უბოძებდა, მასვე მიუძღვნიდნენ. წმინდა ნიკოლოზი ყრმობიდანვე განსაკუთრებული იყო. 325 წელს წმინდა მღვდელმთავარი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, რომელზეც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. იგი ამასთან დაკავშირებით ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა. წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. მისი მირონმდინარე ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული. მორწმუნეები მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ. წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც მას პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ: 19 დეკემბერს, გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, მისი წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეს.
11:27 / 19.12.2015
საფარაში საბაობის დღესასწაულს აღნიშნავენ
საფარაში საბაობის დღესასწაულს აღნიშნავენ
18 დეკემბერს მართლმადიდებლები ღირსი საბა განწმედილის ხსენების დღეს აღნიშნავენ. დღესასწაულს განსაკუთრებულად ზეიმობენ საფარის მონასტერში, სადაც მთავარი ტაძარი წმინდა საბას სახელობისაა. სადღესასწაულო წირვას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი  თეოდორე და ხორნაბუჯისა და ჰერეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აღავლენენ. ღირსი საბა განწმედილი V საუკუნეში კაბადოკიაში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. წმინდანის მამა მხედართმთავარი იყო. იგი სამსახურის საქმეებზე ალექსანდრიაში გაგზავნეს და მეუღლეც თან წაიყვანა. ხუთი წლის საბა კი ბიძას დაუტოვეს აღსაზრდელად. მისი მამის ქონების გამო სანათესაოში შფოთი და მტრობა ჩამოვარდა. რვა წლის საბამ ყველაფერი მიატოვა და ფლაბიანოსის მონასტერს შეეხიზნა. აქ მან მარხვაში 10 წელი გაატარა, რითაც უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. შემდეგ იერუსალიმს მიაშურა და რამდენიმე მონასტერში ცხოვრობდა. უფლის ბრწყინვალე ანგელოზის გამოცხადების შემდეგ წმინდა მამა სილოამის ხევთან მდებარე გამოქვაბულში დამკვიდრდა. მალე მის გარშემო ბერები შემოიკრიბნენ და დიდი ლავრა შეიქმნა. წმ. საბა განწმენდილი მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდის დასაცავად იბრძოდა. იგი მრავალ სასწაულს აღასრულებდა: მისი ლოცვით უდაბნოში წყარო აღმოცენდა, საშინელი გვალვის დროს ძლიერი წვიმა წამოვიდა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა. ნეტარს მხეცებიც უდრტვინველად ემორჩილებოდნენ. წმიდა საბამ საკუთარი აღსასრულის მოახლოება წინასწარ განჭვრიტა. იგი 532 წლის 5 დეკემბერს აღესრულა.
12:55 / 18.12.2015
ახალციხეში წმინდა ბარბარეს ხსენების დღე აღნიშნეს
მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდა. ბარბარობა აღინიშნა რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარშიც. მართლმადიდებლებმა წმინდა ბარბარეს ხსენების დღე ტაძრებში წირვით აღნიშნეს.
19:46 / 17.12.2015
13 დეკემბერი ანდრია პირველწოდებულისა და მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა
13 დეკემბერი ანდრია პირველწოდებულისა და მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა
     მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა. წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული, პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ  ამცნო, რომ წმ. ანდრიას უნდა ექადაგა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.        წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი V საუკუნეებში მეფობდა. მისი მეფობის დროს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა.
12:48 / 13.12.2015
12 დეკემბერი აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეა
12 დეკემბერი აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ნეკრესში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი მომლოცველი იკრიბება და წმიდანს შემწეობას სთხოვენ. აბიბოს ნეკრესელი ერთი იმ “ასურელი მამათაგანია”, რომლებიც ქრისტიანობის გავრცელების მიზნით, საქართველოში VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდნენ  და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არაერთი სავანე დააარსეს. ნეკრესელი თავდაპირველად  ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ იოანე ზედაზნელის კურთხევით, ნეკრესში ჩავიდა და მოციქულებრივ ღვაწლს შეუდგა, სადაც ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა. წმიდანის მღვდელმთავრობა საქართველოსათვის მძიმე პერიოდს დაემთხვა. ქვეყანაში ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელები ბატონობდნენ. აბიბოს ნეკრესელი დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებსა და დაბებში, მოსახლეობას ქრისტიანობას უქადაგებდა და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ერთხელ როცა მოგვები აიძულებდნენ ქართველებს, თაყვანი ეცათ ცეცხლისთვის, მათ წინაღმდეგ მკაცრად გაილაშქრა, წყალი დაასხა ცეცხლს და ჩააქრო. მღვდელმთავრის ასეთმა მოქცევამ სპარსელები განარისხა. მათ შეიპყრეს აბიბოსი, სასტიკად ცემეს და ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს. სპარსეთის მარზპანმა აბიბოსი თავისთან დაიბარა და მისი წამება ბრძანა. ნეტარი აბიბოსი ჯალათებმა “ქვით განტვინეს, მოკლეს და განათრიეს გარეშე ქალაქსა”. ცხედარი უპატიოდ დააგდეს ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად და მცველები მიუჩინეს, რომ ქრისტიანთაგან არავის წაესვენებინა და პატივით არ დაეკრძალათ.  ღამით რეხის მღვდლები და ბერები მივიდნენ და მღვდელმოწამის ცხედარი სამთავისის მონასტერში დიდი პატივით დაასაფლავეს. ქართლის ერისთავის, სტეფანოზის დროს მისი უხრწნელი ნაწილები სამთავსიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენეს და წმიდა ტრაპეზის ქვეშ დაკრძალეს.
14:40 / 12.12.2015
ებრაელი ხალხი ხანუქას დღესასწაულის დაწყებას აღნიშნავს
ებრაელი ხალხი ხანუქას დღესასწაულის დაწყებას აღნიშნავს
ებრაელი ხალხი ხანუქას დღესასწაულის დაწყებას ზეიმობს. ეს დღე, აღინიშნება ახალციხეში მდებარე უძველეს სინაგოგაშიც, სადაც ეთნიკური ებრაელების სიმცირის გამო, მხოლოდ მენორაზე სანთლის დანთებით შემოიფარგლნენ. დღესასწაულს რვა დღის განმავლობაში ზეიმობენ და სიმბოლურად ყოველდღე მენორაზე თითო სანთელს ამატებენ. ხანუქას დღესასწაული ძვ. წ. II საუკუნეში დაწესდა და იგი მცირერიცხოვანი მაქაბელი ებრაელების მტრის ურიცხვ ლაშქარზე გამარჯვებას უკავშირდება, ბრძოლის დასრულების შემდეგ ებრაული ტაძარი გაიწმინდა და მსახურება აღდგა. სწორედ ამიტომ ხანუქა სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების სიმბოლოა. ხანუქას ებრაელი ხალხი ბერძნებისგან შეურაცხყოფილი ტაძრის განახლების გასახსენებლად და იმ სასწაულის აღსანიშნავად ზეიმობს, რაც დავითის ტაძარში მოხდა. ისტორიული მონაცემებით ებრაელები ახალციხეში, კერძოდ კი რაბათში 1700 წლიდან მკვიდრდებიან. მათი გადინება ისრელში მეოცე საუკუნიდან დაიწყო. სირთულეების მიუხედავად, ხანუქას ახალციხელი ებრაელები წლების განმავლობაში ზეიმობდნენ. საბჭოთა რეჟიმის პერიოდში, მაშინ, როდესაც ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანს ღვთისმსახურებას უკრძალავდნენ, მრავალწლიანი ტრადიციის დაცვა მათ მაინც შეძლეს დღეისათვის ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრობის აღსანიშნავად ორი ერის წარმომადგენლები დღესასწაულს ერთად ზეიმობენ. ტრადიციის მიხედვით, ხანუქას პირველ სანთელს ყოველწლიურად ქვეყნის პირველი პირი ანთებს. დღესასწაული ებრაული მთვარის კალენდრის მიხედვით დგინდება და ქისლევის, ანუ ნოემბერ–დეკემბრის თვეებში აღინიშნება.
14:47 / 07.12.2015
კათოლიკური სამყარო ბარბარობას აღნიშნავს
კათოლიკური სამყარო ბარბარობას აღნიშნავს
4 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ტაძრებში წმინდა წირვა აღევლინა. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, წმინდა ბარბარე III საუკუნის ბოლოს, და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ქალწულმა მალე გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, განრისხდა.  წმიდა ქალწული მოსაკლავად თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელმაც ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა – წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ – ისინი მეხმა ფერფლად აქცია. კათოლიკური სწავლების მიხედვით, წმინდა ბარბარე ისეთი ადამიანების მფარველად მიიჩნევა,  რომლებსაც რთული, სახიფათო სამუშოების შესრულება უხდებათ. ამ დღესთან დაკავშირებით  ხალხური ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომლის მიხედვითაც, ბარბარობას ოჯახებში ლობიანებს აცხობენ. აღნიშნული წესი საშობაო მარხვას უკავშირდება, რომლის დროსაც რძის ნაწარმის ჭამა აკრძალულია.
15:42 / 04.12.2015
მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავენ
მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს  ზეიმობს. დღესასწაული აღინიშნება ახალციხის მოქმედ ტაძრებშიც. გადმოცემის თანახმად, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას ორმოცდაათ წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შვილი არ მიეცათ, რის გამოც კაცთაგან უამრავ შეურაცხყოფას ითმენდნენ.  წმინდა ანამ   უფალს აღუთქვა, რომ თუ შვილს აჩუქებდა, მასვე შესწირავდა.
11:16 / 04.12.2015
მართლმადიდებლებისთვის შობის მარხვა დაიწყო
მართლმადიდებლებისთვის შობის მარხვა დაიწყო
დღეიდან, 28 ნოემბრიდან შობის მარხვა დაიწყო, რომელიც საეკლესიო კალენდრის თანახმად, ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება. ვინაიდან 27 ნოემბერი მარხვის დღე – პარასკევია, მორწმუნეებმა მარხვის შენახვა გუშინ დაიწყეს. ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან მოეპოვება. ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ. წმიდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმიდის მადლით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აბინავებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით, ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი. შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში თევზის მიღება შეუძლიათ. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება.  
10:52 / 28.11.2015
ახალციხეში გიორგობის დღესასწაული აღნიშნეს
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია  წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა–ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. იგი 30 წლის ასაკში ეწამა. 303 წელს, მას რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს.
19:23 / 23.11.2015
მართლმადიდებელი სამყარო, 23 ნოემბერს, გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო, 23 ნოემბერს, გიორგობას აღნიშნავს
     ქართული მართლმადიდებელი ეკლესია  წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა–ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. 303 წელს, მას რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი მხედართმთავარი იყო და დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. უფლის შეწევნითა და გამხნევებით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში მისი აღნიშვნა საქართველოდან გადავიდა. დღესასწაული სამცხე–ჯავახეთში ყველა მოქმედ ტაძრში აღინიშნა.
11:51 / 23.11.2015
ახალციხეში 21 მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
პორტრეტები, ქალაქის ხედები, აბსტრაქტული ნახატები, რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი სიუჟეტები – ახალციხეში ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. სომეხი მხატვრების მიერ აბსტრაქტიზმში, რეალიზმში, სურეალიზმნში, პრიმიტივიზმში შესრულებული ნიმუშები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამოიფინა. იგი ქალაქ ეჩმიაძინს მიეძღვნა. 21 ცნობილი ავტორის 40–მდე  ნამუშევარი დღეს სომხური სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებმა, ადგილობრივებმა და ახალციხის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
20:21 / 17.11.2015
ზარზმობის დღესასწაულისთვის, ადიგენის ბიუჯეტიდან, 2 500 ლარი დაიხარჯა
ადიგენში  ზარზმობა აღინიშნა. სახალხო–რელიგიური დღესასწაული ადგილობრივმა და ქვეყნის სხვადასხვა მხრიდან ჩასულმა მოსახლეობამ ერთობლივად იზეიმა. სპეციალურად ამ დღისათვის წმინდა წირვა სამი ეპარქიის მიტროპოლიტმა ერთობლივად აღავლინა, რის შემდეგაც კულტურული ნაწილი დაიწყო. ზარზმობის დღესასწაული, რომელიც წმინდა სერაპიონ ზარზმელის სახელს უკავშირდება, ადიგენში განსაკუთრებულად  აღინიშნა. სახალხო–რელიგიური დღესასწაული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვით დაიწყო.
21:37 / 11.11.2015
ფოტომასალა: ზარზმობის დღესასწაული სოფელ ზარზმაში
ფოტომასალა: ზარზმობის დღესასწაული სოფელ ზარზმაში
ადიგენის სოფელ ზარზმაში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სახალხო–რელიგიური დღესასწაული იზეიმეს.       
16:25 / 11.11.2015
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornoAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planıviagrajojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetmatadorbet스마일퀄리티betpasmatbetmatadorbetmatadorbet girişmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetgorabet girişcasibombetkolik girişjojobetbetpaselexbetStreameastfixbetmatbettimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomcasibompusulabetjojobetbetofficebetoffice영문주소casibomสล็อตBetigma girişcasibomBetigmazirvebetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182bets10rekabetStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftpusulabetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginroyalbetholiganbet girişjojobetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantjojobetrokubet girişsahabet girisumzugsfirma wienkralbethttps://vozolturkiyedistributoru.com/casibom9022Casibom GirişdizipalmarsbahismarsbahismarsbahismarsbahisbetwoonpusulabetMarsbahisizmir escort telegramMeritking Girişcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotsetrabet girişdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom1xbet girişjojobet girişjojobetPadişahbetcasinolevantsekabetmarsbahisextrabetmatbetjojobet girişselçuksportsmatbet